სტეფანოზ III
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სტეფანოზ III — ქართლის ერისმთავარი 711–730/739 წწ. იხსენიება ატენის სიონის წარწერაში, როგორც „კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმერთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავი უფალი“, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობაზე მიუთითებს.
730 წლის შემდეგ იგი ქართლში გადასულ არჩილს (მის ძეს) ემორჩილებოდა გარდაცვალებამდე.
|