დარონ აჯემოღლუ
დარონ აჯემოღლუ (თურქ. Daron Acemoğlu, დ. 3 სექტემბერი, 1967, სტამბოლი) — თურქეთში დაბადებული ამერიკელი ეკონომისტი.
ბიოგრაფია
დარონ აჯემოღლუ დაიბადა 1967 წლის 3 სექტემბერს, სტამბოლში, სომხურ ოჯახში[20]. 1986 წელს დაამთავრა გალათასარაის ლიცეუმი.
1989 წლის ივნისში მიიღო ბაკალავრის სტატუსი იორკის უნივერსიტეტში, დიდ ბირტანეთში. 1990-1992 წლებში გახდა მაგისტრი, ხოლო დოქტორის წოდება ლონდონის ეკომოკისი სკოლაში მიიღო. 2004 წლიდან იკავებს ჩარლზ კინდლბერგერის სახელობის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის[21] ეკონომიკის კათედრას. 2006 წლიდან არის ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ხოლო 2014-დან აშშ-ს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრი[22].
2005 წელს იყო ჯონ ბეიც კლარკის მედლის ლაურეატი. მსოფლიოს ათ ყველაზე ციტირებად ეკონომისტთა სიაშია[23].
მედია საშუალებების ცნობით, 2011 წელს, თურქეთის მთავრობამ პროფესორ აჯემოღლუს შესთავაზა კონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მუდმივი წევრობა, მაგრამ დარონმა მუშაობაზე უარი განაცხადა[24][25]. თუმცა თვითონ აჯემოღლუმ ეს ფაქტი არ დაადასტურა[26].
ბიბლიოგრაფია
- Good Jobs versus Bad Jobs (2001)
- Economic Origins of Dictatorship and Democracy (2005)
- Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty (2012)
- Introduction to Modern Economic Growth (2009)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
стр. 22, Глава Третья, «Real Money», Encounter Books, New York, Июль 20, 2009. ISBN 1594032548.