Wuxi Classic

Wuxi Classic — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი[1]. პირველად ჩატარდა 2008 წლის 4-8 ივნისს (სახელწოდებით Jiangsú Clássic) ჩინეთის პროვინცია ძიანსუს ორ ქალაქში: უსისა (ინგლ. Wuxi) (ფინალი) და ნანკინში (ინგლ. Nanjing) (ტურნირის დარჩენილი ნაწილი). 2009 წელს ტურნირი მხოლოდ უსიში ტარდებოდა, ხოლო 2010 წელს მან თავისი ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო.

ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პირველია სეზონში. როგორც წესი, მასში მონაწილეობას იღებენ წამყვანი პროფესიონალები და რამდენიმე ადგილობრივი მოთამაშე (ზოგიერთი მათგანი მოყვარულია, უაილდ-კარდის მფლობელი).

გამარჯვებულები

წელიჩემპიონიფინალისტიანგარიშისეზონი
Jiangsu Classic (არარეიტინგული)
2008 დინ ჯუნხუი მარკ სელბი6:52008/09
2009 მარკ ალენი დინ ჯუნხუი6:02009/10
Wuxi Classic (არარეიტინგული)
2010 შონ მერფი დინ ჯუნხუი9:82010/11
2011 მარკ სელბი ალისტერ კარტერი9:72011/12
Wuxi Classic (რეიტინგული)
2012 რიკი უოლდენი სტიუარტ ბინემი10:42012/13
2013 ნილ რობერტსონი ჯონ ჰიგინსი10:72013/14
2014 ნილ რობერტსონი ჯო პერი10:92014/15

Jiangsu Classic 2009-ზე მარკ სელბიმ გააკეთა თავისი პირველი ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკი — 147. ეს ბრეიკივეა პირველი მაქსიმალური ამ ტურნირზე. ნილ რობერტსონმა ეს მიღწევა გაიმეორა 2013 წლის ტურნირის პირველ წრეზე, მოჰამედ ჰაირის წინააღმდეგ მატჩში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა