World of Goo

World of Gooთავსატეხი ჟანრის ვიდეო თამაში ფიზიკური მოვლენების იმიტაციით, რომელიც შექმნა კომპანია 2D Boy-მა, რომლის შემადგენლობაში შედიან Electronic Arts-ის ყოფილი თანამშრომლები რონ კარმელი და კაილ გებლერი. იგი გამოვიდა შემდეგი პლატფორმებისთვის: Wii, (ევრ. 13 ოქტომბერი, 2008,ჩრდ.ამ.12 დეკემბერი, 2008) Windows (ევრ. 13 ოქტომბერი, 2008. ჩრდ.ამ. 12 დეკემბერი, 2008), Mac OS X (2 ნოემბერი, 2008), iOS (16 დეკემბერი, 2010), Linux (12 თებერვალი, 2009), Android 28 ნოემბერი, 2011) და BlackBerry OS (21 იანვარი, 2013). პირველად გამოვიდა Windows-სა და Wii პლატფორმებისთვის 2008 წლის 13 ოქტომბერს.

World of Goo
დეველოპერ(ებ)ი 2D Boy
გამომცემელი 2D Boy
პლატფორმ(ებ)ი Wii
Windows
Mac OS X
iOS
Linux
Android
გამოსვლის თარიღი
13 ოქტომბერი, 2008
  • Wii
    ჩა 13 ოქტომბერი, 2008
    ევ 19 დეკემბერი, 2008Windows
    ჩა 13 ოქტომბერი 2008
    PAL 12 დეკემბერი, 2008
    Mac OS X
    ww 2 ნოემბერი 2008
    Linux
    ww 14 თებერვალი 2009
    iPad
    ww 16 დეკემბერი 2010
    iOS
    ww16 დეკემბერი 2010
    Android
    ww 28 ნოემბერი 2011
    BlackBerry OS
    ww 21 იანვარი, 2013
ჟანრ(ებ)ი ლოგიკური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი (მხოლოდ Wii და Linux-ისთვის)
პროდიუსერ(ებ)ი რონ კარმელი
დიზაინერ(ებ)ი კაილ გებლერი
პროგრამისტ(ებ)ი რონ კარმელი
ალან ბლომკვისტი
მხატვარი კაილ გებლერი
სცენარისტი კაილ გებლერი
კომპოზიტორი კაილ გებლერი
მედია CD, ციფრული დისტრიბუცია
საიტი ოფიციალური საიტი

თამაშმა მიიღო უამრავი ჯილდო თამაშებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა გამოცემებისგან.იგი ნომინირებული იყო Seumas McNally-ის გრანპრიზე, Design Innovation Award-ისა და Independent Games Festival-ზე.[1].

გეიმპლეი

თამაში შედგება 5 თავისგან, ყოველი მათგანი შეიცავს რამდენიმე ტურს. ყოველ თავს აქვს თავისი გრაფიკული და მუსიკალური თემა, რაც მათ უქმნით განუმეორებელ ატმოსფეროს.

არსებობს ასევე ბონუს ტური სახელად World Of Goo Corporation, სადაც მიზანია ავაშენოთ დიდი კოშკები ზედმეტი ბურთებით, რომელიც მოთამაშემ დააგროვა სხვა ტურებში. მოთამაშეს ამ ტურში შეუძლია შეეჯიბროს სხვა მოთამაშეებს იმიტომ რომ კოშკის ზომა მახსოვრდება სერვერზე, მაგრამ მისი ფორმა არ მახსოვრდება. ინფორმაცია მოთამაშის კოშკებზე არის წარმოდგენილი ღრუბლებით რომლებზეც წერია მოთამაშის სახელი, კოშკის ზომა, ქვეყანა და გამოყენებული ბურთების რაოდენობა.

თამაშის ძირითადი მიზანი არის ის რომ მილამდე მივიყვანოთ ბურთების საჭირო რაოდენობა (ზედმეტი მიდის World Of Goo Corporation-ში). იმისთვის რომ მოთამაშემ ამას მიაღწიოს უნდა ააშენოს სხვადასხვანაირი ხიდები, კოშკები და სხვა.

არსებობს ბურთების სხვდასხვანაირი ტიპები რომელიც განსაკუთრებული თვისებების კომბინაციით მოთამაშემ უნდა მოახერხოს მილამდე მისვლა.

სიუჟეტი

თამაში იწყება იმით რომ ბურთების მსოფლიოში გაჩნდება უცნაური მილების სისტემა რითიც ისინი შედიან World Of Goo Corporation-ში უცნობი მიზნებით. ბურთები მოგზაურობენ კუნძულზე და პოულობენ ახალი სახეობის ბურთებს. მეორე კუნძულზე ისინი რთავენ ელექტრო სადგურს და ხვდებიან შემდეგ კუნძულზე სადაც გიგანტური ქარხანაა. იქ ისინი უშვებენ Product Z-ს და ხვდებიან ვირტუალურ რეალობაში. იმისთვის რომ ეს გაეთიშათ ისინი მიდიან ინფორმაციულ მაგისტრალზე („Information Superhighway“) და შემდეგ კომპიუტერი ეტყვით რომ იქ ახლოს არის ნაგვის ყუთი სადაც ინახება ყველა წაშლილი წერილი და მათ რიცხვში სპამი და ვირუსები. ისინი აღადგენენ წაშლილ წერილებს, ამ წერილებით გაიტენება World Of Goo Corporation, და ის აფეთქდება, ამის შედეგად კი დაბრუნდება ნორმალური მსოფლიო.

World of Goo-ის შემქმნელები კაილ გებლერი და რონ კარმელი.

შექმნის ისტორია

World of Goo შექმნა კომპანია Electronic Arts-ის ყოფილმა თანამშრომელმლებმა კაილ გებლერმა და რონ კარმელმა. თამაშის შემუშავება დაიწყო 2006 წლის აგვისტოს და მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში, რომლის შექმნის ღებულებამ შეადგინა $10,000 დოლარი.[2]

World of Goo დაპროგრმებული იქნა ღია კოდის მქონე ტექნოლოგიებით, მათ შორის Simple DirectMedia Layer, Open Dynamics Engine for physics simulation, TinyXML.[3][4] გებლერისა და კარმელის მეგობარი ალან ბლომკვისტი პასუხისმგებელი იყო თამაშის სერვის WiiWare-ზე პორტირებაზე.[5]

2010 წლის 6 ივლისს კომპანიები 2D boy, Capybara Games და hatgamecompany შეუდგნენ პრგოგრამის განხორციელებას სახელწოდებით "Indie Fund", რომელიც მიზნად ისახავს თამაშების განვითარებას და დამოუკიდებელი დეველოპერების დახმარებას.

გაგრძელება

2D Boy თავდაპირველად განაცხადა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დაგეგმილი თამაშის შემდგომი სერიის შექმნა. თუმცა 2010 წლის ნოემბერს World Of Goo-ის ბლოგზე კაილ გებლერმა დაწერა, რომ შესაძლებელია დაიწყოს თამაშის მეორე ნაწილზე მუშაობა.

საუნდტრეკი

თამაშში მუსიკა შექმნილია ქაილ გელბერის მიერ, რომელიც, ასევე იყო თამაშის დიზაინერი, სცენარისტი და ილუსტრატორი.საუნდტრეკი გამოვიდა 2009 წლის 20 იანვარს და არის სრულიად უფასო.[6]

ის შეიცავს 27 ტრეკს, მაგრამ თამაშში, ზოგჯერ შემოკლებული ვერსიები გვხვდება. კომპოზიცია "World of Goo Beginning" შექმნილი იქნა ასტორ პიაცოლას მუსიკალური ნაწარმოების Libertango მიბაძვით.

მიმოხილვა

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორიშეფასება
GameRankings(Wii) 94.04%[7]
(PC) 92.27%[8]
Metacritic(Wii) 95/100[9]
(PC) 90/100[10]
ქულები
წყარორეიტინგი
1UP.com(Wii) A[11]
Eurogamer(Wii) 10/10[12]
(PC) 9/10[13]
GameSpot(Wii) 9/10[14]
IGN(Wii) 9.5/10[15]
Nintendo World Report(Wii) 10/10[16]
Official Nintendo Magazine(Wii) 95/100[17]

Windows-სა და Wii პლატფორმის ვერსიებმა მიიღეს უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან. მიმოხილველმა საიტმა Metacritic-მა PC ვერსიას მიანიჭა 100-დან 90 ქულა, ხოლო Wii ვერსიას - 95/100. რაც შეეხება GameRankings, PC ვერსიას დაუწერა 100 დან 92.27%. Eurogamer-მა თამაში დახასიათა შემდეგნაირად: "ფიზიკის უახლესი, სუფთა და ყველაზე ბრწყინვალე საჩუქარი".[13] Nintendo Life-მა თამაშს მიანიჭა 10/10 და დასძინა, რომ ეს არა მარტო საუკეთესო WiiWare-ის თამაშია, არამედ ის ასევე არის იმის დასტური, რომ თქვენ არ გჭირდებათ შემქმნელთა დიდი ჯგუფი ან მილიონობით დოლარი, რათა შექმნათ განსაკუთრებული ვიდეო თამაში".[18] ასევე IGN-მაც აღნიშნა, რომ World of Goo არის WiiWare-ის საუკეთესო თამაში.[15]. Nintendo World Report-მა გააკრიტიკა თამაშის "ნელი სტარტი", თუმცა შეაქო იგი და დაახასიათა, როგორც "უბრალოდ WiiWare-ის საუკეთესო თამაში დღესდღეობით და ალაბათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მის თაობაში".[16] Resolution Magazine-მა დაუწერა 90 ქულა და მოიხსენია "უკვე კლასიკად".[19] Official Nintendo Magazin-მა დაუწერა 95 % და დასძინა, რომ თამაში არის "პრაქტიკულად უნაკლო".[17]. ჟურნალის პერსონალმა უწოდა საუკეთესო WiiWare-ის თამაში, და დახაასიათა, როგორც "ხანგრძლივი გასროლა"[20]

ჯილდოები

World of Goo მიიღო უამრავი ჯილდო. მან გაიმარჯვა Spike Video Game Awards-ის "საუკეთესო დამოუკიდებელი თამაშის" ნომინაციაში.[21] ასევე Wii-ვერსიას მიენიჭა 6 სპეციფიკური ჯილდო, ხოლო PC ვერსიას - 1, მათ შორის საუკეთესო თავსატეხი თამაში, საუკეთესო მხატვრული დიზაინი, საუკეთესო WiiWare-ის თამაში, ყველაზე ინოვაციური დიზაინი. IGN-ისგან მიიღო "წლის თამაშის" ტიტული.[22] Eurogamer-ის მიერ შეყვანილი იქნა 2008 წლის 50 საუკეთესო თამაშს შორის - მე-10 ადგილი.[23] EA Sports-ის თავკაცმა პიტერ მურმა განაცხადა, რომ იგი გაკვირვებული დარჩა სიაში World of Goo-ის ასეთ მაღალ პოზიციაზე დაყენების გამო, იმის მიუხედავად, რომ მას არ უთამაშია თამაში.[24] 2010 წელს World of Goo შეყვანილი იქნა წიგნში სახელწოდებით 1001 ვიდეო თამაში, რომელიც უნდა ითამაშო სანამ ცოცხალი ხარ.[25]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა