Windows 8.1
Windows 8.1 — ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ვერსია, შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. გამოსულია პერსონალური კომპიუტერებისთვის, მათ შორის - საშინაო და ბიზნეს გარემოს კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის, პლანშეტებისთვბის და სახლის კინოთეატრებისთვის. მისი, როგორც Windows 8-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 26 მარტს. ორგანიზაციებისთვის იგი 2013 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ძირითადი მომხმარებლისთვის - 2013 წლის 17 ოქტომბერს.[4]
Windows-ის ვერსია | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი | Windows NT |
წყაროს მოდელი | დახურული და გაზიარებული[1] |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი | 27 აგვისტო, 2013[2] |
ძირითადი ხელმისაწვდომობა | 17 ოქტომბერი, 2013 |
განახლების მეთოდი | Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services |
მხარდაჭერილი პლატფორმები | IA-32, x64 |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული |
ლიცენზია | საცდელი, Microsoft Software Assurance, MSDN-ზე რეგისტრაცია, DreamSpark |
წინა | Windows 8 (2012) |
შემდეგი | Windows 10 (2015) |
ოფიციალური საიტი | windows.microsoft.com |
მხარდაჭერის სტატუსი | |
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2018 წლის 9 იანვარს. გაფართოებული მხარდაჭერა შეწყდა 2023 წლის 10 იანვარს.[3] |
ისტორია
2013 წლის 26 მარტს Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Windows კოდური სახელით Blue იქნებოდა Windows 8-ს განახლება.[5] 14 მაისს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ცნობილი გახდა სისტემის სახელწოდებაც - Windows 8.1.[6]
2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა განახლება 8.1-ს საჯარო საცდელი ვერსია. იგი ხელმისაწვდომი გახდა Windows-ის მაღაზიიდან და ცალკე ISO ფაილის სახით. 2013 წლის 30 ივლისს გამოვიდა საწარმოებისთვის განკუთვნილი ვერსია.[7][8]
2013 წლის 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 8.1-ს საბოლოო ვერსია ოფიციალურად გამოვიდოდა 2013 წლის 18 ოქტომბერს.[9][10]
2018 წლის 9 იანვარს დასრულდა Windows 8.1-ის ძირითადი მხარდაჭერა
2023 წლის 10 იანვარს კომპანია Microsoft-მა შეწყვიტა Windows 8.1-ის გაფართოებული მხარდაჭერა.[3]
ცვლილებები
Microsoft-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ 8.1 ოპერაციული სისტემის ძირითად ასპექტებს შეცვლიდა, საპასუხოდ იმ კრიტიკაზე, რომელიც Windows 8-მ თავდაპირველად მიიღო მომხმარებლებისგან და მიმომხილველებისგან.[11][12] განახლებაში შეტანილია ოპერაციული სისტემის მრავალი დახვეწილი ფუნქცია, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო Metro-ს გარსსა და Windows-ის მაღაზიის აპლიკაციების ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე, საძიებო საშუალებათა განვრცობაზე, ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერის დამატებაზე და ფუნქციებზე, რომლითაც სამომხმარებლო ეკრანის გამოყენება გაუმჯობესდებოდა Windows 8-სთან შედარებით (მაგალითად, დაბრუნდა ღილაკი Start, დაემატა „ცხელი“ კუთხეების გათიშვის ფუნქცია და სასტარტო ეკრანის გაცდენის საშუალება.[12]