V-22 Osprey

Bell-Boeing V-22 Ospreyამერიკული მრავალმისიური, სამხედრო, კონვერტოპლანი, თავსებადი როგორც ვერტიკალურ აფრენასა და დაჯდომასთან (VTOL), ასევე მოკლე გარბენით აფერენასა და დაჯდომასთან (STOL). იგი შექმნილია ჩვეულებრივი შვეულმფრენის ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და ტურბოძრავიანი თვითმფრინავის ფართო დიაპაზონის, კრეისერული მაღალი სიჩქარის გასაერთიანებლად.

V-22 Osprey
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის MV-22 ემზადება საბრძოლო გემზე USS Nassau (LHA 4) დასაჯდომად (2008 წ).
ფუნქციაV/STOL ტრანსპორტერი
წარმოებაBell Helicopter
Boeing Rotorcraft Systems
პირველი გაფრენა19 მარტი, 1989
წარდგენა13 ივნისი, 2007[1]
სტატუსიაქტიური
მომხმარებლებიაშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი,
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
პროგ. ღირებულება27 მილიარდი აშშ-ის დოლარი (2008 წლის მდგომარეობით)[2]
ღირებულება67 მილიონი დოლარი (CV-22 Flyaway-ის ღირებულება 2010 წელს)[3]
გაუმჯობესებულიBell XV-15
დაკეცილი V-22 Osprey

V-22 Osprey-ის გააჩნია ორი მძლავრი ძრავა სამბოლოიანი მოზრდილი პროპელებით, განლაგებული ჰორიზონტალურად ფრთების ბოლოებზე. ძრავები მოძრავია და შეუძლია მიიღოს ან ვერტიკალური, ან წინ მიმართული მდგომარეობა, ხოლო ფრთები და პროპელები იკეცება თვითმფრინავის გასწვრივ, რათა ნაკლები ადგილი დაიკავოს არამუშა მდგომარეობაში.

V-22 წარმოიშვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 1981 წელს დაწყებული JVX (Joint-service Vertical take-off/landing Experimental) პროგრამიდან. Bell Helicopter და Boeing Helicopters ჯგუფებმა მიიღეს საწარმოო კონტრაქტი 1983 წელს. ბელისა და ბოინგის ჯგუფები ერთობრივად აწარმოებდნენ თვითმფრინავს.[4] V-22-მა პირველი გაფრენა 1989 წელს განახორციელა და დაიწყო ტესტირებისა და ალტერნატიული დიზაინის ძიების ხანგრძლივი პროცესი; სამხედრო სამსახურისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი კონვერტოპლანის აგებასთან დაკავშირებული კომპლექსურობისა და სირთულეების გადაწყვეტას წლები დასჭირდა.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა პილოტების წვრთნა Osprey-სთვის 2000 წელს დაიწყო, ხოლო თვითმფრინავები 2007 წელს მიიღო. V-22 ავსებს და ფაქტობრივად ჩაანაცვლებს CH-46 Sea Knight შვეულმფრენს. Osprey-ის მეორე ოპერატორმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღო თვითმფრინავის მათი ვერსიები 2009 წელს. მას მერე, რაც V-22 Osprey ჩადგა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების სამსახურში, გამოყენებული იქნა იგი სამხედრო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა