The Resistance (ალბომი)
The Resistance — ჯგუფ Muse-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2009 წლის 13 სექტემბერს. ალბომის პროდიუსერი და მიქსის ავტორია მარკ სტენტი.
The Resistance | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 სექტემბერი, 2009 | |||
ჩაიწერა | 2008–2009, იტალია | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 53:56 | |||
ლეიბლი | Warner Bros., Helium 3 | |||
პროდიუსერი | Muse | |||
Muse — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Resistance | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 72/100[3] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [4] |
The A.V. Club | B[5] |
Entertainment Weekly | B[6] |
The Guardian | [7] |
Los Angeles Times | [8] |
NME | 6/10[9] |
Pitchfork Media | 5.9/10[10] |
Q | [11] |
Rolling Stone | [12] |
Spin | 7/10[13] |
კონცეფცია
ალბომი ეფუძნება ჯორჯ ორუელის რომანის 1984 მოვლენებს. სიმღერებში ჟღერს უინსტონისა და ჯულიას, წიგნის მთავარი გმირების ფიქრები. მაგალითად, სიმღერაში Resistance მეთიუ ბელამი მღერის „you'll wake the Thought Police“ (შენ გააღვიძებ ფიქრების პოლიციას). ამ სტრიქონში პირდაპირი კავშირია წიგნის იმ ფრაგმენტთან, სადაც უინსტონი და ჯულია უკანონო კავშირში შედიან ერთმანეთთან და ეშინიათ, რომ მათ პოლიცია დაიჭერს.
შექმნა
ალბომის სათაური ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან სერვისში Twitter, 2009 წლის 22 მაისს. ცნობილი გახდა ერთ-ერთი სიმღერის სახელიც - United States of Eurasia - ყოველ შემთხვევაში, ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ის შეამჩნიეს ერთ-ერთ სურათზე, რომელზეც გამოსახული იყო ნოტების ფურცელი სტუდიიდან. ჰოვარდის მხრიდან ინფორმაცია ალბომის გამოცემის შესახებ დადასტურდა. 1 ივნისს ინფორმაციის გავრცელება გაგრძელდა და ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ალბომის მხარდასაჭერ ტურსაც გამართავდა.
16 ივნისს დადასტურდა, რომ ალბომი გამოვიდოდა 14 სექტემბერს. 3 ივლისს Muse-ის Twitter-გვერდზე დაიწყო ალბომის სიმღერების სახელების დამატებაც, რაც ამავე დღეს დასრულდა. 14 ივლისს Muse-მა განაცხადა, რომ პირველი სინგლი ალბომიდან იქნებოდა Uprising.
2009 წლის 17 აგვისტოს სერვისზე iTunes გამოქვეყნდა ყველა სიმღერის 30 წამიანი ნაწყვეტები.
2009 წლის 7 სექტემბერს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე მოსასმენად განთავსდა სიმღერის Undisclosed Desires სრული ვერსია. 10 სექტემბრიდან მთლიანი ალბომი განთავსდა გამოცემის The Guardian ოფიციალურ საიტზე.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ The Resistance ასევე გამოვიდოდა iTunes-ის სერვისის მეშვეობით ფორმატში iTunes LP - ალბომის, დამატებითი ვიდეორგოლებისა და ანიმაციური დამატებების ერთიანი პაკეტის სახით. სექტემბერში ასევე ცნობილი გახდა, რომ I Belong to You შევიდოდა ფილმში „ბინდის საგა: ახალი მთვარე“. ფილმის წინა ნაწილში, „ბინდი“, უკვე მოხვდა Muse-ის სხვა სიმღერა - Supermassive Black Hole. „ახალი მთვარის“ ვერსიაში I Belong to You წარმოდგენილია დამატებითი გიტარის პარტიებით და ამოღებულია ნაწილი 'Mon cœur s'ouvre à ta voix'.
ალბომის ინსტრუმენტული ვერსია ასევე ვრცელდება ინტერნეტ-ქსელში.
2010 წლის იანვარში Resistance გამოვიდა ალბომის მესამე სინგლის სახით, ხოლო 2010 წლის აპრილში - მეოთხე სინგლი Exogenesis: Symphony.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი — მეთიუ ბელამი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Uprising“ | 5:02 |
2. | „Resistance“ | 5:46 |
3. | „Undisclosed Desires“ | 3:56 |
4. | „United States of Eurasia (+Collateral Damage)“ | 5:47 |
5. | „Guiding Light“ | 4:13 |
6. | „Unnatural Selection“ | 6:54 |
7. | „MK Ultra“ | 4:06 |
8. | „I Belong to You (+Mon cœur s'ouvre à ta voix)“ | 5:38 |
9. | „Exogenesis: Symphony: Part 1 (Overture)“ | 4:18 |
10. | „Exogenesis: Symphony: Part 2 (Cross-Pollination)“ | 3:56 |
11. | „Exogenesis: Symphony: Part 3 (Redemption)“ | 4:37 |
საერთო ხანგრძლივობა: | 54:18 |
დამატებითი DVD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „ალბომის ჩაწერა“ | 43:53 |
პერსონალი
- მეთიუ ბელამი - ვოკალი, გიტარები, ფორტეპიანო, სინთეზატორები, პროდიუსერი
- კრისტოფერ უოლსტენჰოლმი - ბას გიტარა, ვოკალი, პროდიუსერი
- დომინიკ ჰოვარდი - დასარტყმელი საკრავები, დრამ მანქანა, პერკუსია
ჩარტები და სერტიფიცირებები
ყოველკვირეული ჩარტები
ჩარტი (2009) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[14] | 1 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი[15] | 1 |
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[15] | 1 |
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[15] | 1 |
დანიის ალბომების ჩარტი[15] | 1 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[16] | 1 |
ფინეთის ალბომების ჩარტი[15] | 3 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[14][17] | 1 |
გერმანიის ალბომების ჩარტი[18][19] | 1 |
ირლანდიის ალბომების ჩარტი[20] | 1 |
იტალიის ალბომების ჩარტი[15] | 1 |
იაპონიის ალბომების ჩარტი[21] | 11 |
მექსიკის ალბომების ჩარტი[22] | 2 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[23] | 1 |
ნორვეგია[24] | 1 |
პოლონეთი[25] | 15 |
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[15] | 2 |
რუსეთის ალბომების ჩარტი[26] | 4 |
ესპანეთის ალბომების ჩარტი[15] | 2 |
შვედეთის ალბომების ჩარტი[15] | 8 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[27] | 1 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[28] | 1 |
აშშ Billboard 200[29] | 3 |
აშშ - Billboard Alternative Albums[30] | 1 |
აშშ - Billboard Digital Albums[31] | 2 |
წლის საბოლოო ჩარტები
ჩარტი (2009) | პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი | 25 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი | 8 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[32] | 7 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[33] | 25 |
აშშ Billboard 200[34] | 124 |
ჩარტი (2010) | Rank |
ავსტრალიის ალბომების ჩარტი | 38 |
ევროპის 100 საუკეთესო ალბომი[35] | 7 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი | 8 |
გერმანიის ალბომების ჩარტი[36] | 86 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი | 25 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[33] | 54 |
აშშ Billboard 200[37] | 98 |
სერტიფიცირებები
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[38] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[39] | ოქრო | 10 000x |
ბელგია (BEA)[40] | პლატინა | 30 000* |
კანადა (Music Canada)[41] | პლატინა | 80 000^ |
დანია (IFPI Denmark)[42] | 2× პლატინა | 60 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[43] | პლატინა | 23,536[43] |
საფრანგეთი (SNEP)[45] | ალმასი | 845,000[44] |
გერმანია (BVMI)[46] | პლატინა | 200 000^ |
ირლანდია (IRMA)[47] | პლატინა | 15 000x |
იტალია (FIMI)[48] | 2× პლატინა | 120 000* |
მექსიკა (AMPROFON)[49] | თარგი:Certification Table Entry/MexicanAward | 30,000^ |
ნორვეგია (IFPI Norway)[50] | ოქრო | 15 000* |
პოლონეთი (ZPAV)[51] | ოქრო | 10 000* |
პორტუგალია (AFP)[52] | ოქრო | 10 000x |
რუსეთი (NFPF)[53] | პლატინა | 10,000* |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[54] | პლატინა | 30 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[56] | 2× პლატინა | 763,012[55] |
აშშ (RIAA)[57] | პლატინა | 1 000 000^ |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[58] | 2× პლატინა | 2 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |