The Resistance (ალბომი)

The Resistance — ჯგუფ Muse-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2009 წლის 13 სექტემბერს. ალბომის პროდიუსერი და მიქსის ავტორია მარკ სტენტი.

The Resistance
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 სექტემბერი, 2009
ჩაიწერა 2008–2009, იტალია
ჟანრი ალტერნატიული როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 53:56
ლეიბლი Warner Bros., Helium 3
პროდიუსერი Muse
Muse — ქრონოლოგია
HAARP
(2008)
The Resistance
(2009)
The 2nd Law
(2012)
სინგლები ალბომიდან The Resistance
  1. „Uprising“
    გამოცემის თარიღი: 4 აგვისტო 2009[1]
  2. „Undisclosed Desires“
    გამოცემის თარიღი: 16 ნოემბერი 2009
  3. „Resistance“
    გამოცემის თარიღი: 22 თებერვალი 2010[2]
  4. „Exogenesis: Symphony“
    გამოცემის თარიღი: 17 აპრილი 2010
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic72/100[3]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[4]
The A.V. ClubB[5]
Entertainment WeeklyB[6]
The Guardian4/5 stars[7]
Los Angeles Times2.5/4 stars[8]
NME6/10[9]
Pitchfork Media5.9/10[10]
Q4/5 stars[11]
Rolling Stone3/5 stars[12]
Spin7/10[13]

კონცეფცია

ალბომი ეფუძნება ჯორჯ ორუელის რომანის 1984 მოვლენებს. სიმღერებში ჟღერს უინსტონისა და ჯულიას, წიგნის მთავარი გმირების ფიქრები. მაგალითად, სიმღერაში Resistance მეთიუ ბელამი მღერის „you'll wake the Thought Police“ (შენ გააღვიძებ ფიქრების პოლიციას). ამ სტრიქონში პირდაპირი კავშირია წიგნის იმ ფრაგმენტთან, სადაც უინსტონი და ჯულია უკანონო კავშირში შედიან ერთმანეთთან და ეშინიათ, რომ მათ პოლიცია დაიჭერს.

შექმნა

ალბომის სათაური ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან სერვისში Twitter, 2009 წლის 22 მაისს. ცნობილი გახდა ერთ-ერთი სიმღერის სახელიც - United States of Eurasia - ყოველ შემთხვევაში, ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ის შეამჩნიეს ერთ-ერთ სურათზე, რომელზეც გამოსახული იყო ნოტების ფურცელი სტუდიიდან. ჰოვარდის მხრიდან ინფორმაცია ალბომის გამოცემის შესახებ დადასტურდა. 1 ივნისს ინფორმაციის გავრცელება გაგრძელდა და ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ალბომის მხარდასაჭერ ტურსაც გამართავდა.

16 ივნისს დადასტურდა, რომ ალბომი გამოვიდოდა 14 სექტემბერს. 3 ივლისს Muse-ის Twitter-გვერდზე დაიწყო ალბომის სიმღერების სახელების დამატებაც, რაც ამავე დღეს დასრულდა. 14 ივლისს Muse-მა განაცხადა, რომ პირველი სინგლი ალბომიდან იქნებოდა Uprising.

2009 წლის 17 აგვისტოს სერვისზე iTunes გამოქვეყნდა ყველა სიმღერის 30 წამიანი ნაწყვეტები.

2009 წლის 7 სექტემბერს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე მოსასმენად განთავსდა სიმღერის Undisclosed Desires სრული ვერსია. 10 სექტემბრიდან მთლიანი ალბომი განთავსდა გამოცემის The Guardian ოფიციალურ საიტზე.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ The Resistance ასევე გამოვიდოდა iTunes-ის სერვისის მეშვეობით ფორმატში iTunes LP - ალბომის, დამატებითი ვიდეორგოლებისა და ანიმაციური დამატებების ერთიანი პაკეტის სახით. სექტემბერში ასევე ცნობილი გახდა, რომ I Belong to You შევიდოდა ფილმში „ბინდის საგა: ახალი მთვარე“. ფილმის წინა ნაწილში, „ბინდი“, უკვე მოხვდა Muse-ის სხვა სიმღერა - Supermassive Black Hole. „ახალი მთვარის“ ვერსიაში I Belong to You წარმოდგენილია დამატებითი გიტარის პარტიებით და ამოღებულია ნაწილი 'Mon cœur s'ouvre à ta voix'.

ალბომის ინსტრუმენტული ვერსია ასევე ვრცელდება ინტერნეტ-ქსელში.

2010 წლის იანვარში Resistance გამოვიდა ალბომის მესამე სინგლის სახით, ხოლო 2010 წლის აპრილში - მეოთხე სინგლი Exogenesis: Symphony.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — მეთიუ ბელამი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Uprising“5:02
2.„Resistance“5:46
3.„Undisclosed Desires“3:56
4.„United States of Eurasia (+Collateral Damage)“5:47
5.„Guiding Light“4:13
6.„Unnatural Selection“6:54
7.„MK Ultra“4:06
8.„I Belong to You (+Mon cœur s'ouvre à ta voix)“5:38
9.„Exogenesis: Symphony: Part 1 (Overture)“4:18
10.„Exogenesis: Symphony: Part 2 (Cross-Pollination)“3:56
11.„Exogenesis: Symphony: Part 3 (Redemption)“4:37
საერთო ხანგრძლივობა:54:18
დამატებითი DVD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„ალბომის ჩაწერა“43:53

პერსონალი

  • მეთიუ ბელამი - ვოკალი, გიტარები, ფორტეპიანო, სინთეზატორები, პროდიუსერი
  • კრისტოფერ უოლსტენჰოლმი - ბას გიტარა, ვოკალი, პროდიუსერი
  • დომინიკ ჰოვარდი - დასარტყმელი საკრავები, დრამ მანქანა, პერკუსია

ჩარტები და სერტიფიცირებები

ყოველკვირეული ჩარტები

ჩარტი (2009)უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[14]1
ავსტრიის ალბომების ჩარტი[15]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[15]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[15]1
დანიის ალბომების ჩარტი[15]1
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[16]1
ფინეთის ალბომების ჩარტი[15]3
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[14][17]1
გერმანიის ალბომების ჩარტი[18][19]1
ირლანდიის ალბომების ჩარტი[20]1
იტალიის ალბომების ჩარტი[15]1
იაპონიის ალბომების ჩარტი[21]11
მექსიკის ალბომების ჩარტი[22]2
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[23]1
ნორვეგია[24]1
პოლონეთი[25]15
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[15]2
რუსეთის ალბომების ჩარტი[26]4
ესპანეთის ალბომების ჩარტი[15]2
შვედეთის ალბომების ჩარტი[15]8
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[27]1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[28]1
აშშ Billboard 200[29]3
აშშ - Billboard Alternative Albums[30]1
აშშ - Billboard Digital Albums[31]2

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (2009)პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი25
საფრანგეთის ალბომების ჩარტი8
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[32]7
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[33]25
აშშ Billboard 200[34]124
ჩარტი (2010)Rank
ავსტრალიის ალბომების ჩარტი38
ევროპის 100 საუკეთესო ალბომი[35]7
საფრანგეთის ალბომების ჩარტი8
გერმანიის ალბომების ჩარტი[36]86
შვეიცარიის ალბომების ჩარტი25
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[33]54
აშშ Billboard 200[37]98

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[38]პლატინა70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[39]ოქრო10 000x
ბელგია (BEA)[40]პლატინა30 000*
კანადა (Music Canada)[41]პლატინა80 000^
დანია (IFPI Denmark)[42]2× პლატინა60 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[43]პლატინა23,536[43]
საფრანგეთი (SNEP)[45]ალმასი845,000[44]
გერმანია (BVMI)[46]პლატინა200 000^
ირლანდია (IRMA)[47]პლატინა15 000x
იტალია (FIMI)[48]2× პლატინა120 000*
მექსიკა (AMPROFON)[49]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward30,000^
ნორვეგია (IFPI Norway)[50]ოქრო15 000*
პოლონეთი (ZPAV)[51]ოქრო10 000*
პორტუგალია (AFP)[52]ოქრო10 000x
რუსეთი (NFPF)[53]პლატინა10,000*
შვეიცარია (IFPI Switzerland)[54]პლატინა30 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[56]2× პლატინა763,012[55]
აშშ (RIAA)[57]პლატინა1 000 000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[58]2× პლატინა2 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა