The Red Hot Chili Peppers — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1984 წლის 10 აგვისტოს. დისკი გამოსცა ლეიბლმა EMI. ალბომიდან გამოვიდა 2 სინგლი - True Men Don't Kill Coyotes და Get Up and Jump. დისკის პროდიუსერია ენდი გილი (Gang of Four). ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი გიტარისტ ჯეკ შერმენის მონაწილეობით.
The Red Hot Chili Peppers |
---|
|
სტუდიური ალბომი — |
---|
გამოცემის თარიღი | 10 აგვისტო 1984 |
---|
ჩაიწერა | აპრილი 1984 |
---|
ჟანრი | ფანკ როკი, რეპ-როკი |
---|
ხანგრძლივობა | 30:42 (2003 წლის გამოცემა - 46:01) |
---|
ლეიბლი | EMI |
---|
პროდიუსერი | ენდი გილი |
---|
Red Hot Chili Peppers — ქრონოლოგია |
---|
|
|
სინგლები ალბომიდან Red Hot Chili Peppers |
- „True Men Don't Kill Coyotes“
გამოცემის თარიღი: 1984 - „Get Up and Jump“
გამოცემის თარიღი: 1984
|
ჩაწერა
Red Hot Chili Peppers-ს გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი EMI-სთან. მიუხედავად ამისა, ჰილელ სლოვაკი და ჯეკ აირონსი ჩაწერაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან მანამდე 2 კვირით ადრე კონტრაქტი MCA records-თან გააფორმეს. მათ დროებით ჩაენაცვლა ორი მუსიკოსი - კლიფ მარტინესი (დასარტყმელი საკრავები) და ჯეკ შერმენი (გიტარა).
ალბომის ჩაწერას თან ბევრი სირთულე ახლდა. ენდი გილი და ჯგუფი კამათობდნენ შემოქმედებით საკითხებზე. გილს სურდა კოლექტივში უფრო კომერციული ჟღერადობის მიღწევა[3]. კიდისის ავტობიოგრაფიულ წიგნში Scar Tissue აღწერილია, რომ ენდი „მოსპო სიმღერის Police Helicopter გასწვრივ გილის მიერ მიწერილი სიტყვის shit დანახვამ“ - ვინაიდან ეს იყო ჯგუფის მიერ დაწერილი ერთ-ერთი პირველი სიმღერა და კიდისის თქმით, „მასში აისახა ჯგუფის ჟღერადობისა და ენერგიის დინამიური, განმგმირავი, მოუქნელი, ამაღელვებელი ძალის სული“. ცნობილია, რომ ჯგუფი ჩაწერილი სიმღერებით უკმაყოფილო დარჩა და უფრო მეტად მოსწონდა სლოვაკთან და აირონსთან ერთად ჩაწერილი დემო-ვერსიები. კიდისის თანახმად, ჩაწერის დროს მისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ შერმენი თითებისათვის გელის მსგავს სითხეს იყენებდა, რათა გიტარაზე დაკვრისას თითები არ სტკენოდა.
ალბომის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო ტურნე გამართა, მაგრამ შერმენთან კვლავ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი. თითოეულმა მუსიკოსმა ამ ტურნედან მხოლოდ 500 დოლარი მიიღო.[4] როგორც The Red Hot Chili Peppers, ასევე EP Squeezed (ჯგუფი What Is This?) არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ჯეკ შერმენი გაუშვეს ჯგუფიდან და მიიღეს სლოვაკი, რომელმაც კოლექტივთან ერთად ჩაწერა Freaky Styley, შემდეგი ალბომი.
სიმღერების სია
|
1. | „True Men Don't Kill Coyotes“ | ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი | 3:40 |
2. | „Baby Appeal“ | ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი | 3:40 |
3. | „Buckle Down“ | ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი | 3:24 |
4. | „Get Up and Jump“ | ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი | 2:53 |
5. | „Why Don't You Love Me“ | ჰენკ უილიამსი | 3:25 |
6. | „Green Heaven“ | ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი | 3:59 |
7. | „Mommy, Where's Daddy?“ | ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი | 3:31 |
8. | „Out in L.A.“ | ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი | 2:00 |
9. | „Police Helicopter“ | ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი | 1:16 |
10. | „You Always Sing the Same“ (გვიანდელ გამოცემებში - You Always Sing) | ფლი, აირონსი, კიდისი | 0:19 |
11. | „Grand Pappy du Plenty“ | ფლი, ენდი გილი, კიდისი, მარტინესი, შერმანი | 4:14 |
12. | „I Am Small“ (ალბომზე One Hot Minute ეწოდება Pea) | | 1:47 |
13. | „Nobody Knows You“ | | 3:30 |
14. | „I Am Alone“ | | 4:05 |
|
|
15. | „Get Up and Jump (დემო)“ | ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი | 2:37 |
16. | „Police Helicopter (დემო)“ | ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი | 1:12 |
17. | „Out in L.A. (დემო)“ | ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი | 1:56 |
18. | „Green Heaven (დემო)“ | ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი | 3:57 |
19. | „What It Is (დემო)“ (ასევე ცნობილია, როგორც Nina's Song) | ფლი, კიდისი | 3:57 |
საერთო ხანგრძლივობა: | 46:01 |
პერსონალი
- Red Hot Chili Peppers
- ფლი - ბას გიტარა, ვოკალი
- ენტონი კიდისი – ვოკალი
- კლიფ მარტინესი – დასარტყმელი საკრავები
- ჯეკ შერმანი – გიტარა
- დამატებითი მუსიკოსები
- კით ბრი - საყვირების არანჟირება, ალტი
- კლიფ ბრუკსი - კონგა
- გვენ დიკი - დამატებითი ვოკალი
- პატრიკ ინგლიში - საყვირი
- კენი ფლუდი - ტენორ საქსოფონი
- ფილ რენელინი - ტრომბონი
- ჩაწერის პერსონალი
- ენდი გელი - პროდიუსერი
- დეივ ჯერდენი - ხმის ინჟინერი
- კეროლინ კოლინზი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
- რობ სტივენსი - ხმის მიქსი
- ბარი კონლი - თანაშემწე (ხმის მიქსი)
- გრეგ ფულჯინიტი - მასტერინგი
- ყდა
- გერი პენტერი - გარეკანის მხატვრობა
- ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
- ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
- ჰენრი მარკეზი - მხატვრობის ხელმძღვანელი
2003 წლის რემასტერი
- კევინ ფლეერტი - ახალი გამოცემის პროდიუსერი
- რონ მაკ-მასტერი - რემასტერი
- კენი ნემესი - პროექტის მენეჯერი
- მიშელ აზოპარდი - მხატვრობის ხელმძღვანელი
- კრისტინ ლ. ბერნარდი - დიზაინი
- ჯონ დინზერი - ფოტოგრაფია, დამატებითი დიზაინი
- ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
- ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
- EMI-ს არქივები - ფოტოგრაფია
სქოლიო