The Blaze

The Blaze — ფრანგული მუსიკალური დუეტი, რომელიც 2016 წელს პარიზში შეიქმნა. ამჟამინდელი წევრები არიან ბიძაშვილები გიიომ და ჯონათან ალრიკები. დუეტი ცნობილია თავისი კინემატოგრაფიული ვიდეოებით.

The Blaze

ბიოგრაფია
წარმოშობა პარიზი; საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ფრენჩჰაუსი
ელექტრონული
აქტიური 2016-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები გიიომ ალრიკი
ჯონათან ალრიკი
საიტი theblazeprod.com

მუსიკალური კარიერა

გიიომ და ჯონათან ალრიკებმა ერთად დაიწყეს მუსიკის შექმნა, როდესაც ჯონათანმა, რომელიც ბრიუსელის კინოსკოლაში სწავლობდა, გიომს სთხოვა ერთად ემუშავათ მუსიკალურ ვიდეო საუნდტრეკზე.

მათ დუეტს კი "The Blaze" უწოდეს. განმარტეს, რომ სახელი სიძლიერესა და სითბოსთან ერთად, ფრანგულ ენაში, (ჟარგონის სახით) ნიშნავს"სახელს". [1]

მათი გამორჩეული ინტეგრაციული მეთოდი გულისხმობს ხმისა და ვიზუალის ერთდროულად შექმნას, განსაკუთრებით ძლიერ კავშირს მუსიკასა და გამოსახულებას შორის.[2]

2016 წლის იანვარში Brodinski's Bromance რეკორდსის დახმარებით გამოუშვეს თავიანთი სადებიუტო კლიპი "Virile". კლიპმა მოიგო ინგლისის მუსიკალური კლიპების ჯილდო(UKMVA) საუკეთესო ალტერნატიული კლიპისთვის.[3]

2017 წლის 7 აპრილს მათ გამოუშვეს თავიანთი სადებიუტო მუსიკალური ჩანაწერი, "Territory", ახალ ლეიბლზე Animal 63. ჩანაწერი მოიცავს ექვს სიმღერა, მათ შორის "Territory" და "Virile". "Territory"-ს მუსიკალურმა კლიპმა, რომელიც გადაღებული და გამოშვებულია ჯგუფის მიერ, 2017 წელს მოიგო ჯილდო "Film Craft Grand Prix" კანის საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე,[4] საუკეთესო რეჟისურაში ბერლინის მუსიკალური კლიპების დაჯილდოებაზე [5] და საუკეთესო საერთაშორისო საცეკვაო კლიპისთვის, ინგლისის MV დაჯილდოვებაზე. [6]

"Heaven" გახლავთ მათი მესამე კლიპი, რომელიც გამოვიდა 2018 წლის თებერვალში. ვიდეოში აღბეჭდილია იდილიური გარემო, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის. [7] ასევე "Heaven" იყო კლიპის ტრიპტიქის საბოლოო ნაწილი.

2018 წელს მათი ტურების განრიგი მოიცავდა ისეთ ევროპულ და ამერიკულ ფესტივალებს, როგორებიცაა Coachella, Primavera Sound, Roskilde Festival, Lollapalooza, Pitchfork Paris, Parklife, Lovebox და Reading and Leeds ფესტივალები.

მათი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ალბომი "Dancehall" გამოვიდა 2018 წლის სექტემბერში. ალბომი მოიცავს 10 სიმღერას, მათ შორის არის "Heaven", ასევე "She" და "Faces", რომლებიც 2018 წლის ზაფხულში გამოვიდა.

დისკოგრაფია

ალბომები

EPs

  • Territory (Animal 63/Columbia/RCA, 2017)

სინგლები

სათაურიწელიალბომი
"Somewhere"
(featuring Octavian)
2020TBA
"She"2018Dancehall
"Queens"
"Heaven"
"Territory"2017Territory
"Virile"

რესურსები ინტერნეტში

მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა