Sonic Highways

Sonic Highways (ინგლ. ხმოვანი გზატკეცილები) — ამერიკული როკ-ჯგუფ Foo Fighters-ის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2014 წლის 10 ნოემბერს ლეიბლზე RCA.[2] ამ ალბომისთვის, HBO-ზე გასულ სერიალ Foo Fighters Sonic Highways-ის [3][4] მომზადების ფარგლებში ჯგუფმა აშშ-ის რვა ქალაქში ჩაწერა რვა სიმღერა.[5] ალბომი გამოვიდა CD-ზე, გრამფირფიტაზე და ციფრული ჩამონატვირთის სახით.[6] წამყვანი სინგლი, „Something from Nothing“ გამოიცა 2014 წლის 16 ოქტომბერს.

Sonic Highways
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ნოემბერი, 2014
ჩაიწერა იანვარი–მაისი 2014
სტუდია
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 42:03
ლეიბლი RCA
პროდიუსერი ბუტჩ ვიგი
Foo Fighters — ქრონოლოგია
Medium Rare
(2011)
Sonic Highways
(2014)
Songs from the Laundry Room
(2015)
სინგლები ალბომიდან Sonic Highways
  1. „Something from Nothing“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 16, 2014
  2. „The Feast and the Famine“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 24, 2014
  3. „Congregation“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი 31, 2014
  4. „What Did I Do? / God As My Witness“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 6, 2014
  5. „Outside“
    გამოცემის თარიღი: აგვისტო 4, 2015[1]

წარმოშობა და ჩაწერა

მიუხედავად იმისა, რომ Wasting Light-ის შემდეგ ჯგუფი შესვენებას აპირებდა, 2013 წლის იანვარში დეივ გროლმა განაცხადა, რომ კოლექტივმა დაიწყო მერვე სტუდიური ალბომის ჩაწერა.[7]2013 წლის 20 თებერვალს Brit Awards-ზე გროლმა განაცხადა, რომ მეორე დღეს ბრუნდებოდა ამერიკაში და იწყებდა შემდეგ ალბომზე მუშაობას.[8] 2013 წლის აგვისტოში, XFM-თან ინტერვიუდან მისგან ცნობილი გახდა, რომ ალბომის გამოცემა 2014 წლისთვის დაიგეგმა:

„გეტყვით, რომ უკანასკნელ კვირებში სტუდიაში ვიმყოფებით და ვწერდით ალბომს. ეს ალბომი ყველა წინასგან განსხვავებული იქნება და აღფრთოვანებულები ვართ. მანამდე რაღაც დრო არის - მალე არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგი წელი იქნება ნამდვილად დიდი წელი Foo Fighters-ისთვის, უეჭველია.“[9]

წამყვან გიტარისტ კრის შიფლეტის თქმით, გროლი ტექსტზე მუშაობას ვოკალის ჩაწერამდე ასრულებდა. ამჯერად კომპოზიციები ნაკლებად ეხებოდა „სასიყვარულო წერილებსა და გაურკვეველ ურთიერთობებს“ და უფრო მეტად - გრძნობებს, რომლებიც გროლს ჰქონდა ყოველ ქალაქთან დაკავშირებით.[10]

ჩაწერა

2013 წლის 6 სექტემბერს კრის შიფლეტმა თავის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა სურათი, რომელიც აღნიშნავდა ალბომისთვის ჩაწერილ 13 სიმღერას.[11] კლავიშისტმა რამი ჯეფიმ ჩაწერა პარტიები სამი სიმღერისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო „In The Way“.[12] ბუტჩ ვიგმა, წინა ალბომ Wasting Light-ის პროდიუსერმა, დაადასტურა, რომ იგი ახალი ალბომის პროდიუსერიც იყო.[13][14] 2014 წლის 30 ივლისს ვიგისგან ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა დაასრულა ალბომის ჩაწერა და ხმი მიქსი და იგი გამოიცემოდა სერიალ Foo Fighters: Sonic Highways-ის ეთერში გასვლიდან ერთი თვის თავზე.[15] 2014 წლის აგვისტოში გროლმა ისაუბრა ალბომის შესახებ: „ადვილად ამოიცნობთ, რომ ეს ალბომი Foo Fighters-ის ჩანაწერია, მაგრამ მასში უფრო მეტია ღრმა და მუსიკალური. ვფიქრობ, რომ ქალაქებმა და პიროვნებებმა შთაგვაგონეს ახალი ტერიტორიების გაფართოება და შესწავლა, ჩვენი „ჟღერადობის“ დაკარგვის გარეშე.“[2]

შეფუთვა

ალბომის გარეკანზე წარმოდგენილია ქალაქის ხედები ერთმანეთში არეული შენობებით. აქ არის სიეტლის სპეის ნიდლი, ჰოლივუდის ნიშანი ლოს-ანჯელესში და ციფრ 8-ის განმეორებადი მოტივი, რაც აღნიშნავს ჯგუფის Foo Fighters-ის მერვე ალბომს და უსასრულობას. (∞).[2]გრამფირფიტის გამოცემა წარმოდგენილია რვა სხვადასხვა გარეკანით, სადაც თითო ასახავს ერთ-ერთს რვა ქალაქიდან. „უსასრულობის“ ამსახველი შენობა რვიანის ფორმით არის წარმოდგენილი.[5] დილერების დიდი ნაწილი არ იძლეოდა გარანტიას იმისა, თუ როგორ გარეკანს შეიძენდა მყიდველი, მაგრამ ჯგუფის ოფიციალური საიტიდან მისი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში სასურველის არჩევა შესაძლებელი იყო.[6][16]

პრომოკამპანია

2014 წლის 16 იანვარს Foo Fighters-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სურათი რამდენიმე მასტერ-ფირით, რომელთა ნაწილს ეწერა „LP 8“ (ინგლ. ალბომი 8).[17] 2014 წლის 15 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მერვე ალბომი გამოიცემოდა 2014 წლის ნოემბერში და Foo Fighters აღნიშნავდა მას და თავის 20 წლიან იუბილეს HBO-ს ეთერისთვის მომზადებული სატელევიზიო სერიალით Foo Fighters: Sonic Highways, რომლის რეჟისორი იქნებოდა დეივ გროლი.[18] 2014 წლის 11 აგვისტოს ცნობილი გახდა ალბომის სახელწოდებაც - Sonic Highways და გამოცემის თარიღი - იმავე წლის 10 ნოემბერი.[19]

კრიტიკული შეფასებები

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic68/100[20]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic [21]
The A.V. ClubB–[22]
Chicago Tribune [23]
Consequence of SoundC–[24]
Entertainment WeeklyB[25]
The Guardian [26]
The Observer [27]
NME7/10[28]
Pitchfork Media5.6/10[29]
Rolling Stone [2]

ალბომმა Metacritic-ზე 31 მიმოხილვის საფუძველზე მიიღო შეფასება 68 ქულის სახით[20] სტივენ თომას ერლეუაინი (AllMusic) წერდა, რომ ალბომში „აღინიშნება არა მეინსტრიმში გადასული ანდერგრაუნდული როკის მრისხანება, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გამაერთიანებელი კლასიკური როკი, სანაპიროდან სანაპირომდე.“[21] ფილიო კოსორესი (Consequence of Sound): „ალბომი სერიალის ერთგვარი გაფართოება და დამატებაა.“[24]

პატრილ დოილი (Rolling Stone) აღნიშნავდა, რომ ალბომის რამდენიმე სიმღერა „ჯგუფისთვის დღეისთვის ყველაზე ამბიციურია“.[2] სტიუარტ ბერმანი (Pitchfork Media) მას უფრო კრიტიკულად მიმოიხილავდა - „Foo Fighters მთლიანად აქრობს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის იდუმალებას და პროექტს Sonic Highways აქცევს სახელოვან საშინაო დავალებად - შესაძლოა, შემეცნებით, მაგრამ თავისი დამუშავებით პროცედურულად.“[29]

სიმღერების სია

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Something from Nothing“4:49
2.„The Feast and the Famine“3:49
3.„Congregation“5:12
4.„What Did I Do? / God As My Witness“5:44
5.„Outside“5:15
6.„In the Clear“4:04
7.„Subterranean“6:08
8.„I Am a River“7:09
საერთო ხანგრძლივობა:42:03

პერსონალი

Foo Fighters
  • დეივ გროლი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
  • პეტ სმირი – რიტმული გიტარა
  • ნეიტ მენდელი – ბას-გიტარა
  • ტეილორ ჰოუკინსი – დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი
  • კრის შიფლეტი – წამყვანი გიტარა
  • რამი ჯეფი – კლავიშებიანი საკრავები
დამატებითი მუსიკოსები
  • რიკ ნილსენი – ბარიტონული გიტარა სიმღერაში „Something from Nothing“
  • ზეკ ბრაუნი – გიტარა, ბეკ-ვოკალი სიმღერაში „Congregation“
  • გერი კლარკ უმცროსი – გიტარა სიმღერაში „What Did I Do? / God As My Witness“
  • ჯო უოლში – გიტარა სიმღერაში „Outside“
  • Preservation Hall Jazz Band – ალტო-საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, ტრომბონი, საყვირი, ტუბა სიმღერაში „In the Clear“[30]
  • ბენ გიბერდი - გიტარა, ვოკალი სიმღერაში „Subterranean“
  • ჯოან ჯეტი – გიტარა სიმღერაში „I Am a River“

ჩარტები და სერტიფიცირებები

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (2014)პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[58]16
ბელგია (ფლანდრია)[59]20
იტალიის ალბომების ჩარტი[60]72
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[61]18
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[62]26
აშშ Billboard 200[63]99
აშშ Billboard Alternative Albums [64]13
აშშ Billboard Hard Rock Albums[65]5
აშშ Billboard Rock Albums[66]20
ჩარტი (2015)პოზიცია
ავსტრიის ალბომები (ARIA)[67]76
აშშ Billboard 200[68]126
აშშ Billboard Hard Rock Albums[69]3
აშშ Billboard Rock Albums[70]13
აშშ Billboard Soundtrack Albums[71]9

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[72]პლატინა70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[73]ოქრო7 500x
კანადა (Music Canada)[74]პლატინა80 000^
გერმანია (BVMI)[75]ოქრო100,000^
იტალია (FIMI)[76]ოქრო25 000*
ახალი ზელანდია (RMNZ)[77]პლატინა15 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[78]პლატინა300 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია

რეგიონითარიღიფორმატ(ებ)ილეიბლი
აშშ[6]10 ნოემბერი, 2014RCA

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა