Resident Evil: The Umbrella Chronicles

Resident Evil: The Umbrella Chronicles, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard: The Umbrella Chronicles (იაპონ. バイオハザード アンブレラ・クロニクルズ?)[3][4] — რელსური შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი Capcom-ის მიერ კომპანია Cavia-სთან თანამშრომლობით.[5] იგი წარმოადგენს „Resident Evil“-ის სერიის ნაწილს. თამაში ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში გამოვიდა 2007 წლის 13 ნოემბერს, იაპონიაში 2007 წლის 15 ნოემბერს, ევროპაში იმავე წლის 30 ნოემბერს. 2012 წლის 26 მაისს PlayStation 3-ის პლატფორმაზე გამოიცა HD ვერსია.

Resident Evil: The Umbrella Chronicles

ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Capcom
Cavia
გამომცემელი
Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი Wii, PlayStation 3[1]
გამოსვლის თარიღი
13 ნოემბერი, 2007
ჟანრ(ებ)ი რელსური შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იასუჰირო სეტო
ჰირაოკი კოტაკე
პროდიუსერ(ებ)ი მასატიკა კავატა
ტორუ ტაკაჰასი
დიზაინერ(ებ)ი ნაოსიგე კამამოტო
დაიტი კურუმიია
სცენარისტი იასუჰირო სეტო
ჰარუო მურატა
კომპოზიტორი მასაფუმი ტაკადა
ძუნ ფუკუდა

თამაში არის რელსური შუტერის ჟანრის და აქვს Wii Remote-ის, მოძრაობის დეტექტორის მხარდაჭერა. მასში წარმოდგენილია ცხრა მოთამაშე პერსონაჟი: რებეკა ჩემბერზი, ბილი კოენი, კრის რედფილდი, ჯილ ვალენტაინი, კარლოს ოლივეირა, ალბერტ ვესკერი, ადა ვონგი, რიჩარდ ეიკენი და ჰანკი.

სიუჟეტი მიმდინარეობს სერიის გმირების პირადი ტრაგედიების გარშემო და მოიცავს რამდენიმე თავს, რომელიც დაფუძნებულია სერიის სხვადასხვა თამაშებზე.

თამაში ოფიციალურად დაანონსდა 2006 წელს, E3-ის კონფერენციაზე. პროდიუსერის თანამდებობა დაიკავა მასატიკა კავატამ (რომელიც ადრე სათავეში ედგა „Resident Evil 4“-ის პორტირებას PlayStation 2-ზე),[6] ხოლო რეჟისორის — იასუჰირო სეტომ. პირველი ოფიციალური ტრეილერი ნაჩვენები იქნა სერიის ვებსაიტზე 2007 წლის 6 აპრილს[7] და საბოლოოდ გამოვიდა 2007 წლის 13 ნოემბერს.

The Umbrella Chronicles დადებითად შეაფასეს ვიდოე თამაშების ჟურნალისტებმა. მათ ძირითადად შეაქეს თამაშის დიზაინი[8] და გეიმპლეი.[9] საერთო განხილვის საიტებზე GameRankings და Metacritic ფლობ 75%.03[10] და 75%.[11]

პლატფორმა Wii-ს ვერსიის მთლიანი გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით შეადგენს 1.4 მილიონ ეგზეპლარს.[12]2009 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა თამაშის გაგრძელება სახელწოდებით „Resident Evil: The Darkside Chronicles“, რომელიც წინამორბედის მსგავსად გააჩნია რელსური გეიმპლეი.[13]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა