Qatar Airways დაარსდა 22 ნოემბერი, 1993 (1993-11-22 ) აეროპორტი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი დევიზი World's 5-star airline , მსოფლიოს 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია ალიანსი Oneworld ფლოტის ზომა 167 დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 151[1] შვილობილი კომპანიები Al Maha Airways[2] [3] The Qatar Aircraft Catering Company Qatar Airways Holidays United Media Int Qatar Duty Free Qatar Aviation Services Qatar Distribution Company Qatar Executive შტაბ-ბინა Qatar Airways Towers,დოჰა , კატარი მმართველი აკბარ ალ ბაკერი (აღმასრულებელი დირექტორი) საიტი: qatarairways.com
Qatar Airways Company Q.C.S.C. (არაბ. القطرية ),[4] ოპერირებს, როგორც Qatar Airways (ქართ. კატარის (ყატარის [5] ) ავიახაზები ) — კატარის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფლაგმანი ავიაკომპანია[6] [7] . მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ დოჰაში [8] . ავიაკომპანიას გააჩნია ოპერირების ფართო ქსელი და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან ის ასრულებს საერთაშორისო ფრენებს აფრიკის , ცენტრალური აზიის , ევროპის , შორეული აღმოსავლეთის , სამხრეთი აზიის , ახლო აღმოსავლეთის , ჩრდილოეთ ამერიკის , სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის მიმართულებით 140-ზე მეტ დანიშნულების პუნქტში. Qatar Airways ამჟამად 150-ზე მეტ თვითმფრინავს ფლობს.
Qatar Airways Group-ში სულ დასაქმებულია 31 000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 19 000 ადამიანი უშუალოდ Qatar Airways-ის თანამშრომელია. 2013 წლის ოქტომბრიდან, ავიაკომპანია არის Oneworld-ის ალიანსის წევრი.
Qatar Airways 1993 წლის 22 ნოემბერს შეიქმნა[9] , ხოლო ფრენები 1994 წლის 20 იანვრიდან დაიწყო[10] . პირველი დანიშნულების პუნქტი, სადაც ავიაკომპანიამ რეისი შეასრულა იორდანიის დედაქალაქი ამანი იყო[11] . 1995 წლამდე ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი შეიხი ჰამად ბინ ალი ბინ ჯაბორ ალ თანი იყო. ამ დროისათვის ფლოტი ორი Airbus A310-სგან შედგებოდა რომლებიც ფრენებს აბუ-დაბის , ბანგკოკის , კაიროს , დუბაის , ხარტუმის , ელ-ქუვეითის , ლონდონის , მადრასის , მანილის , მასკატის , ოსაკის , შარჯის , ტაიბეის , ტოკიოსა და ტირუვანანტაპურამი მიმართულებებით ასრულებდა[10] . 1995 წლის განმავლობაში Boeing -ისგან All Nippon Airways-ის ორი ყოფილი Boeing 747 შეიძინა[12] [13] . 1996 წელს კომპანიის ფლოტი Air Mauritius-ისგან ნაყიდი კიდევ ერთი მეორადი Boeing 747SP-თი შეივსო[14] [15] .
Qatar Airways-ის Airbus A350 XWB ეშვება ლონდონის ჰითროუს აეროპორტში (2015 წელი) Qatar Airways-ის Boeing 787-8 მოკლე ფინიშზე ციურიხის აეროპორტში (2014 წელი). 2012 წლის ნოემბრისათვის, Qatar Airways სპარსეთის ყურის პირველი ავიაკომპანია იყო რომელიც 787-ით ოპერირებდა[16] Qatar Airways-ის Airbus A330-200 მოკლე ფინიშზე სტამბოლის ათათურქის აეროპორტში (2013 წელი) Qatar Airways-ის Boeing 777-300ER ეშვება ფრანკფურტის აეროპორტში Qatar Airways-ის Airbus A380-800 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Qatar Airways-ის ფლოტი შემდეგი თვითმფრინავებისგან შედგება:[17]
Qatar Airways-ის ფლოტი თვითმფრინავი მოქმედი შეკვეთილი მგზავრი შენიშვნები F J Y სულ Airbus A319-100LR 2 — — 8 102 110 — 40 — 40 Airbus A320-200 35 4[18] — 12 132 144 — 12 120 132 Airbus A320neo — 36[18] გამოცხადდება Airbus A321-200 8 — — 12 170 182 — 12 165 177 — — 196 196 Airbus A321neo — 14[18] გამოცხადდება Airbus A330-200 16 — 8 24 200 232 12 24 192 228 — 24 236 260 — 24 248 272 Airbus A330-300 13 — 12 24 223 259 — 30 275 305 Airbus A340-600 4 — 8 42 256 306 Airbus A350-900 6[21] [22] 37[23] — 36 247 283[24] დამკვეთის გამოშვება Airbus A350-1000 — 37[25] გამოცხადდება Airbus A380-800 6 4[18] 8 48 461 517[26] Boeing 777-200LR 9 — — 42 217 259 Boeing 777-300ER 28 5საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! — 42 293 335 — 24 356 380 Boeing 777-8 — 10[27] გამოცხადდება Boeing 777-9 — 50[28] გამოცხადდება Boeing 787-8 25[29] 5[30] — 22 232 254 Qatar Airways-ის სატვირთო ფლოტი Airbus A330-200F 6 2[31] არ აქვს Boeing 747-400BCF 1 — არ აქვს იჯარით MyCargo-სგან[32] Boeing 777F 8 8[33] [27] [34] არ აქვს სულ 167 215
შენიშვნა: ზოგიერთი კომპანიასთან კავშირის არმქონე თვითმფრინავები, მაგალითად ისეთი როგორიცაა სამეფო ოჯახისა და მთავრობის VIP თვითმფრინავები ასევე შეღებილია Qatar Airways-ის ფერებში და მოღვაწეობს როგორც Qatar Amiri Flight.
Qatar Airways-ის Boeing 747SR გატვიკის აეროპორტში (1996 წელს) Qatar Airways-ის ადრე მოქმედი თვითმფრინავებია:
ფლოტის ისტორია თვითმფრინავი მიღებული ჩამოწერილი შენიშვნები Airbus A300-600R 1997[35] უცნობია Airbus A300-600RF 1997 2013 Airbus A310-200 1994 1995 Airbus-ისგან იჯარით 2 ცალი Boeing 727-200Adv[36] უცნობია 2001[37] Boeing 747-100B[36] 1995 უცნობია ყოფილი All Nippon Airways[12] Boeing 747SP[15] 1996[15] უცნობია ყოფილი Air Mauritius[15]