Nokia

ნოკია — კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფინური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისთან ახლოს, ქალაქ ესპოოში მდებარეობს.[1] მისი კუთვნილი კომპანია Nokia Solutions and Networks აწარმოებს სატელეკომუნიკაციო ქსელების აღჭურვილობასა და სერვისს.ინტერნეტ-მომსახურება, მათ შორის აპლიკაციები, თამაშები, მუსიკა, მედია, შეტყობინენები და უფასო ციფრული რუკები და სანავიგაციო მომსახურება კი მთლიანად მის მფლობელობაში მყოფი ქვედანაყოფის — Navteq-ის ხელშია.

Nokia Corporation
ტიპი საერთაშორისო კომპანია
დაფუძნდა 1865
სათავო ოფისი ესპოო, ფინეთი
პროდუქცია მობილური ტელეფონები, სმარტფონები, სხვადასხვა პროდუქცია GSM ქსელისთვის
შემოსავალი €7,2 მილიარდი (2007)
თანამშრომელი 68 321 კაცი (2007)
საიტი nokia.საერთაშორისო
nokia.საქართველო

2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ნოკიას დასაქმებული ჰყავდა 101 982 ადამიანი, პროდუქტს ყიდიდა 150-ზე მეტ ქვეყანაში და წლიური შემოსავლის სახით დაახლოებით 30 მილიარდ ევროს იღებდა.[2] 2012 წლის ბოლო მეოთხედში, ნოკია მობილური ტელეფონების მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში გაყიდვების თვალსაზრისით (სამსუნგის შემდეგ) და მსოფლიო ბაზრის 18.0%-ს იკავებდა.[3] ამჟამად კი ნოკია სმარტფონების ბაზრის მხოლოდ 3,2%-ს იკავებს.[4] 2013 წლის ბოლო მეოთხედში კომპანიამ მობილური ტელეფონებიდან შემოსავლების 40% დაკარგა. კომპანია ნოკია შეზღუდული პასუხისმგებლობის ღია საზოგადოებაა, შეტანილია ჰელსინკისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე.[5] Fortune Global 500-ის თანახმად, 2013 წლის მონაცემებით, ნოკია შემოსავლების თვალსაზრისით მსოფლიოში 274-ე უმსხვილესი კომპანიაა.[6]

1998-2012 წლებში ნოკია მობილური ტელეფონების უმსხვილესი გამყიდველი იყო მსოფლიოში.[3] თუმცა, 2007 წლიდან კომპანიის საბაზრო წილმა თანდათან კლება იწყო, რისი მიზეზიც სხვა მწარმოებლების სენსორულ სმარტფონებზე მოთხოვნის ზრდა გახდა. ასეთი მწარმოებლები ძირითადად იყო Apple და მისი iPhone, ასევე კომპანია Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სხვა მოწყობილობები. 2007 წლის ბოლოს კორპორაციის ფასი 40 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2012 წლის შუაში კი მხოლოდ 2 მლრდ.[7][8] დაკარგულის ანაზღაურების მიზნით, 2011 წლის თებერვალში ნოკიამ მაიკროსოფტთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა. შედეგად, ნოკიას ყველა სმარტფონში ოპერაციული სისტემა Symbian-ი Microsoft-ის Windows Phone-მა შეცვალა.[9] ამის შემდეგ, ნოკიას სმარტფონების გაყიდვები, რაც მანამდე იზრდებოდა, დრამატულად დაეცა.[10] 2011 წლის დასაწყისიდან 2013 წლამდე ნოკიამ დაკარგა მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი გამყიდველის პოზიცია და ამ სეგმენტში რიგით მეათემდე დაეშვა.[11]

2013 წლის 2 სექტემბერს კომპანია Microsoft-მა გაასაჯაროვა თავისი განზრახვა ნოკიას მობილური ტელეფონების ბიზნესის შეძენის შესახებ, რაშიც ის 5,44 მილიარდ ევროს (7,17 მლრდ აშშ დოლარი) იხდიდა. შეთანხმებისას, Microsoft-ის მხარეს შეუერთდნენ ნოკიას ყოფილი აღმასრულებელი დიორექტორი სტივენ ელოპი და Microsoft-ის სხვა აღმასრულებელი პირები.[12][13]

მრავალი მედიასაშუალების ცნობით, 2014 წლის 24 თებერვალს გასამართი Mobile World Congress-ის წინ, ნოკია გეგმავს თავისი პირველი ანდროიდ-სმარტფონის, Nokia X-ის გამოშვებას.[14][15]

ისტორია

1865-1967

თანამედროვე ნოკიას წინაპრები იყვნენ Nokia Company (Nokia Aktiebolag), Finnish Rubber Works Ltd (ფეხსაცმელების მწარმოებელი) და Finnish Cable Works Ltd (Suomen Kaapelitehdas Oy).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა