New (ალბომი)

პოლ მაკ-კარტნის ალბომი

Newინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მეთექვსმეტე სტუდიური სოლო-ალბომი, რომელიც გამოიცა 2013 წლის 14 ოქტომბერს. იგი აგრეთვე არის პირველი Memory Almost Full-ის შემდეგ, რომელიც მთლიანად ორიგინალური კომპოზიციებისგან შედგება.[4] ალბომზე პროდიუსერების სახით მუშაობდნენ ჯაილზ მარტინი, მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი და პოლ ეპუორთი. მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ჩანაწერზე გავლენა იქონია მის ცხოვრებაში უკანასკნელმა, ისევე, როგორც The Beatles-ის ჩამოყალიბებამდე მომხდარმა მოვლენებმა. მისივე თქმით, არანჟირებების ნაწილი არ ჰგავს მის ჩვეულ როკ-ჩანაწერებს.[5] პირველი სინგლის „New“ და ზოგადად ალბომის შეფასება პოზიტიური იყო.

New
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 ოქტომბერი, 2013 (2013-10-14)
ჩაიწერა იანვარი 2012 – მარტი 2013
სტუდია Henson Recording Studios, ლოს-ანჯელესი;
Avatar Studios, ნიუ-იორკი;
ები-როუდის სტუდიები, Air Studios, Wolf Tone Studios, ლონდონი;
The Mill, აღმოსავლეთი სასექსი
ჟანრი
ხანგრძლივობა 46:11
ლეიბლი Virgin EMI (ბრიტანეთი)[1]
Hear Music (აშშ)[2]
პროდიუსერი ჯაილზ მარტინი, პოლ ეპუორთი, მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი
პოლ მაკ-კარტნი — ქრონოლოგია
iTunes Live from Capitol Studios
(2012)
New
(2013)
Pure McCartney
(2016)
პოლ მაკ-კარტნის სტუდიური ალბომები – — ქრონოლოგია
Kisses on the Bottom
(2012)
New
(2013)
სინგლები ალბომიდან New
  1. „New“
    გამოცემის თარიღი: 28 აგვისტო, 2013 (2013-08-28)
  2. „Queenie Eye“
    გამოცემის თარიღი: 24 ოქტომბერი, 2013 (2013-10-24)
  3. „Save Us“
    გამოცემის თარიღი: 31 მარტი, 2014 (2014-03-31)[3]
  4. „Appreciate“
    გამოცემის თარიღი: 16 მაისი, 2014 (2014-05-16)
  5. „Early Days“
    გამოცემის თარიღი: 7 ივლისი, 2014 (2014-07-07)

ჩაწერა

ალბომზე პროდიუსერების სახით მუშაობდნენ მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი, პოლ ეპუორთი და ჯაილზ მარტინი.[4] რონსონი არის სასათაურო სიმღერის პროდიუსერი .[4]

კომპოზიცია

მაკ-კარტნი ამბობდა, რომ ალბომში სიმღერები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნებოდა. „ვიმუშავე ოთხ პროდიუსერთან და ოთხივემ სხვადასხვა შემოიტანეს“.[6] სიმღერები ამ ალბომზე წინასწარ არ დაიწერა, ისინი იმპროვიზაციით შეიქმნა.[6] სასათაურო „New“ არის „სიმღერა სიყვარულზე, მაგრამ მასში საუბარია ასეთ რამეზე - ჩემგან რა გინდა, მე პასუხები არ მაქვს“. ეს ნიშნავს - მე არ ვიცი, რა ხდება, მე არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ კარგია და მიყვარხარ“.[6]

სხვა სიმღერები ავტობიოგრაფიულია: „On My Way to Work“ ეხება იმ პერიოდს, როდესაც პოლ ჯერ არ იყო ცნობილი და ლივერპულში მუშაობდა.[7] „Early Days“-ში მაკ-კარტნი იხსენებს ლივერპულში ჯონ ლენონთან ერთად გატარებულ პერიოდს: „ვიხსენებდი, როგორ ვიყავით მუსიკალურ მაღაზიაში, ვუსმენდით ადრეულ როკ-ენ-როლს და ვათვალიერებდით პოსტერებს და მთელ იმ ხალისს, რასაც მე ეს მანიჭებდა“.[8]

უკანასკნელი მოვლენების განხილვისას მაკ-კარტნი ამბობდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია შეველთან ქორწინებამ: „ეს ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი პერიოდია, ახალ მეუღლესთან ერთად - ამიტომ ახალ მეუღლესთან ახალი სიმღერებიც ჩნდება“. მისი აზრით, New ძირითადად მხიარულია, მაგრამ მასში ფარულად ჩანს „ტკივილი, რომელიც გადადის სიცილში“.[8] რონსონმა „Alligator“-ს უწოდა „ჩაფიქრებული“ და „საკმაოდ რთული“.[9] მაკ-კარტნიმ „Everybody Out There“ დაწერა მსმენელის აყოლებისთვის და თქვა, რომ ამაყობდა „Early Days“-ით და დამალული სიმღერით „Scared“.[10]

პრომოკამპანია

„New“ სინგლის სახით გამოვიდა iTunes-ზე და SoundCloud-ზე, 2013 წლის 28 აგვისტოს.[4] ალბომის გამოცემა ბრიტანეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ხოლო მეორე დღეს - აშშ-ში,[6] 12 ძირითადი სიმღერით და სპეციალური გამოცემით, რომელშიც დამატებული იქნება კიდევ ორი.[4]

შეფასება

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic77/100[11]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic [12]
Clash7/10[13]
The Daily Telegraph [14]
Entertainment WeeklyA–[15]
The Guardian [16]
NME7/10[17]
Pitchfork7.8/10[18]
PopMatters [19]
Rolling Stone [20]
Slant Magazine [21]

ალბომიდან გამოცემული პირველი სიმღერა, „New“, დადებითად მიიღეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე ზოგადად მუსიკალურმა პრესამ. იგი BBC Radio 2-ის მიერ არჩეული იქნა კვირის ჩანაწერად[6] და მოხვდა მის A-სიაში[22]. გარდა ამისა, სიმღერა ჟურნალმა Mojo-მ დღის სიმღერად დაასახელა, აღნიშნა რა მისი „გულუბრყვილო ოპტიმიზმი, უძლეველი მელოდია“ და „ორკესტრირებული პოპ-არანჟირებები“.[23] Rolling Stone-ის უილ ჰერმესმა აღნიშნა მისი „მოძრავი კლავისინზე აგებული მელოდია“, მიანიჭა 4 ვარსკვლავიანი შეფასება და გაავლო პარალელები The Beatles-ის „Got to Get You into My Life“-თან[24] - იგივე აზრს იზიარებდა The Daily Telegraph, რომელმაც მას უწოდა „სტილიზებული, ბითლზური ბაკუნი“.[25]

სიმღერების სია

New - ჩვეულებრივი გამოცემა[26]
#სახელწოდებაპროდიუსერ(ებ)ი[5][27]ხანგრძლივობა
1.„Save Us“პოლ ეპუორთი2:39
2.„Alligator“მარკ რონსონი3:27
3.„On My Way to Work“ჯაილზ მარტინი3:43
4.„Queenie Eye“ეპუორთი3:48
5.„Early Days“ითან ჯოუნსი4:07
6.„New“რონსონი2:56
7.„Appreciate“მარტინი4:28
8.„Everybody Out There“მარტინი3:21
9.„Hosanna“ჯოუნსი3:29
10.„I Can Bet“მარტინი3:21
11.„Looking at Her“მარტინი3:05
12.„Road“ (დამალული სიმღერის სახით შეტანილია Scared)ეპუორთი, მარტინი (Scared)4:36
საერთო ხანგრძლივობა:46:11

ჩარტები და სერტიფიცირებები

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (2013)პოზიცია
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[54]167
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[55]101
დანიის ალბომების ჩარტი[56]85
იაპონიის ალბომების ჩარტი[57]93
აშშ Billboard Rock Albums[58]56
ჩარტი (2014)პოზიცია
აშშ Billboard Rock Albums[59]66

სერტიფიცირებები და გაყიდვები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
იაპონია (Oricon-ის ჩარტი)76,000[60]
პოლონეთი (ZPAV)[61]ოქრო10 000*
აშშ (Nielsen SoundScan)217,000[62]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

გამოცემების ისტორია

რეგიონითარიღიფორმატილეიბლი
ავსტრალია[63]11 ოქტომბერი, 2013 (2013-10-11)ციფრული ჩამონატვირთიConcord Music Group
გაერთიანებული სამეფო[64]14 ოქტომბერი, 2013 (2013-10-14)Hear Music
აშშ[65]15 ოქტომბერი, 2013 (2013-10-15)Concord Music Group

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა