N-Gage QD

N-Gage QDსმარტფონი და მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, N-Gage-ის განახლებული და შემცირებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული ფინური კომპანია Nokia-ს მიერ. დაანონსდა 2004 წლის 14 აპრილს, ხოლო გამოვიდა 2004 წლის მაისში.[2]

Nokia N-Gage QD
მწარმოებელი Nokia
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი მაისი, 2004[1]
შეწყდა 26 ნოემბერი, 2005
გაიყიდა 2 მილიონი
მედია MMC
პროცესორი ARM9E
მეხსიერების საცავი MMC, 3.4 მბ შიდა მეხსიერება
ონლაინ სერვისები N-Gage Arena

N-Gage QD მოიხმარდა იმავე ოპერაციულ სისტემას (Symbian OS v6.1), რასაც მისი წინამორბედი კონსოლი. აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა მის წინამორბედს: განახლდა დიზაინი, გაიზარდა ელემენტის მოცულობა, თუმცა მისი ზომის შემცირების გამო გამოაკლდა USB პორტი, რადიოს მხარდაჭერა და MP3-ის დაკვრის ფუნქცია.

კონსოლმა ვერ შეძლო Nintendo-ს Game Boy Advance-ისთვის კონკურენციის გაწევა და ფართო მასების ყურადღების მიპყრობა. იგი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლის ოდენობით.

2005 წლის ნოემბერში Nokia-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება. მოგვიანებით Nokia-მ N-Cage-ის სათამაშო აღჭურვილობა დანერგა 60 სერიის სმარტფონებში, რომელიც 2007 წელს დაანონსდა როგორც N-Gage პლატფორმა ან „N-Gage 2.0“.[3][4]

თამაშები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა