Mad Men

Mad Men (შემოკლ. Madison Men, ორაზროვანი მნიშვნელობით „თავქარიანი ადამიანები“) — ამერიკული დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომლის შემქმნელი და რეჟისორია მეთიუ ვინერი (მასვე ეკუთვნის „სოპრანოს კლანი“). სერიალს ეთერში გადასცემს კომპანია AMC და დადგმულია Lionsgate Television-ის სტუდიის მიერ. სერიალის პრემიერა 2007 წლის 19 ივლისს შედგა. მესამე სეზონი 2009 წლის 8 ნოემბერს დაიხურა.[1] მეოთხე სეზონის გადაღება 2010 წლის 12 აპრილს დაიწყო და მისი პირველი სერია 2010 წლის 25 ივლისს გავიდა AMC-ს ეთერში.[2]

Mad Men

გამხსნელი ტიტრი
ჟანრი დრამა
ავტორი მეთიუ ვინერი
მონაწილეობენ ჯონ ჰემი
ელიზაბეტ მოსი
ვინსენტ კარტჰაიზერი
ჯენიუარი ჯოუნზი
კრისტინა ჰენდრიქსი
მეგი სიფი (სეზონი 1)
ბრაიან ბეტი (სეზონი 1-3)
მაიკლ გლედისი
რიჩ სომერი
აარონ სტეიტონი
ელისონ ბრი
რობერტი მორსი
ჯონ სლეტერი
კირნან შიპკა
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 6
ეპიზოდი 78 (ეპიზოდების სია)
წარმოება
ხანგრძლივობა 47 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი AMC
ეთერში 19 ივლისი, 2007 (2007-07-19) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„მედ მენი“ 1960-იანი წლების ცხოვრებას ასახავს, თავდაპირველად, გამოგონილ „სტერლინგ კუპერის“ სარეკლამო სააგენტოში მედისონ ავენიუზე, ნიუ-იორკი, შემდეგ კი ახლად შექმნილ „სტერლინგ კუპერ დრეიპერ პრაისში“. სერიალის მთავარი გმირია დონ დრეიპერი (ჯონ ჰემი), „სტერლინგ კუპერის“ შემოქმედებითი დირექტორი და შემდეგ „სტერლინგ კუპერ დრეიპერ პრაისის“ დამფუძნებელი პარტნიორი. დანარჩენი გმირები დონ დრეიპერის ცხოვრებასთან დაკავშირებული ადამიანები არიან, როგორც ოფისში, ასევე — მის გარეთ. სერიალი ასევე აღწერს 1960-იან წლებში მიმდინარე ამერიკის სოციალური ღირებულებების გარდასახვის პროცესს.

სერიალმა მრავალი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით მისი ისტორიული ავთენტურობისა და ვიზუალური სტილისთვის, და, შესაბამისად, მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ცხრა „ემი“ და ხუთი „ოქროს გლობუსი“. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საკაბელო ტელესერიალი, რომელმაც ემის ჯილდო მიიღო „შესანიშნავი დრამატული სერიალისთვის“ (2008 და 2009 წლებში).[3] ნიუ-იორკ ტაიმზის თქმით სერიალი „კულტურული ფენომენი“ გახდა, ისევე, როგორც ეს თავის დროს „სოპრანოს კლანი“ იყო.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა