ეგვიპტის პირველი დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან I დინასტია)

ეგვიპტის პირველი დინასტია (ან დინასტია I; ძვ.წ. 3100 – ძვ.წ. 2890) მოიცავს გაერთიანებული ეგვიპტის მეფეთა პირველ სერიას. მათი მმართველობა უშუალოდ მოსდევს ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანებას, რომლებიც სავარაუდოდ ფარაონმა ნარმერმა გააერთიანა. მათი მმართველობა აღნიშნავს ეგვიპტის ისტორიული დროის დასაწყისს. პირველი დინასტია არის ეგრეთწოდებულია არქაული პერიოდის ორი დინასტიიდან ერთ-ერთი.

ეგვიპტის პირველი დინასტია

 

ძვ.წ. 3100–ძვ.წ.  2890
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქითინისი
მთავრობამონარქია
ისტორიული ერაარქაული პერიოდი
 - შეიქმნაძვ.წ. 3100
 - გაუქმდაძვ.წ.  2890

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ფარაონები და ეგვიპტელთა სამშენებლო ტექნიკა

ინფორმაცია ამ დინასტიის შესახებ მიღებული რამდენიმე მონუმენტიდან და სხვა ობიექტებიდან, მათ შორი ყველაზე მნიშვნელოვანია ნარმერის ფილა და ნარმერის კვერთხისთავი. პირველი ორი დინასტიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ჩანაწერები არ შემონახულა, გარდა პალერმოს ჰქვია. სწორედ მათ შემდეგ იეროგლიფები სრულად განვითარდა და მომდევნო სამი ათასი წლის შემდეგ მათში მხოლოდ მცირე ცვლილებებიღა შევიდა.

ფარაონების მასიური სამარხებში აბიდოსში და ნაქადაში, გარდა ამისა, სასაფლაოებში საქარაში და ჰელუანიში მემფისთან ახლოს, კარგად ჩანს მათი მშენებლობების სტრუქტურები, ისინი ძირითადად ხეს და ტალახის აგურებს იყენებდნენ. ასევე მცირე რაოდენობით იყენებდნენ ქვას, უმეტესად კედლებისა და იატაკის მშენებლობაში. ისინი ქვას მასიურად იყენებდნენ ორნამეტსების დასამზადებლად და ჭურჭლის დასამზადებლად, თუმცა სკულპტურების შესაქმნელად ქვას იშვიათად იყენებდნენ. იალღუნი - მერქნიან მცენარეთა ამ გვარის მარილის კედრით აშენებდნენ ნავებს, რომლებიც აბიდოსის ნავების სახელითაა ცნობილი. იმ დროინდელი ხის დამუშავების ერთ-ერთი ადგილობრი ტექნიკა იყო ჭრილი და შვერილის შეერთება (მუხლის გაკეთება). ამ ტექნიკის თანახმად ხის ერთ ნაჭერს თავში უკეთდება შრილი, ხოლო მეორე ხის ნაჭერს კი შვერილი, ისინი ერთმანეში ჯდება, რის შედეგადაც გადაბმის ადგილი იღებს მუხლის ფორმას. ჭრილი და შვერილის შეერთების ვარიანტები ხმელთაშუა ზღვის და ეგვიპტის გემთმშენებლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკა გახდა.

ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა

ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა პრაქტიკულად სამგლოვიარო რიტუალის ნაწილი იყო, რომელიც პირველი დინასტიის ყველა წევრთან არის დაკავშირებული. ეს რიტუალი თვალნათლივ არის დემონტრირებული პირველი დინასტიის წევრების სამარხებში. გარდაცვლილ ფარაონს მსხვერპლად მისივე მსახურებს სწირავდნენ, რომლებსაც ფარაონის ნეშტის სიახლოვეს კრძალავდნენ. ადამიანებთან ერთად გარდაცვლილ ფარაონს მსხვერპლად ცხოველებსაც სწირავდნენ. ფარაონ ჯერის საფლავში ფარაონთან ერთად დასაფლავებულია 338 პიროვნება, რომლებიც ფარაონს ჯერის მსხვერპლად შესწირეს. მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანებსაც და ცხოველებსად. მათ სჯეროდათ, რომ ყველა მსხვერპლი ფარაონს სიკვდილის შემდეგ, მეორე ცხოვრებაში დაეხმარებოდა. უცნობი მიზეზების გამო, დინასტიისთან ერთად დასრულდა. მსხვერპლშეწირვა უშებტიმ ჩაანაცვლა, სწორედ უშებტი ეხმარებოდა ფარაონს იმ სამუშაოში, რომელიც ფარაონს მეორე ცხოვრებაში ელოდა.

მმართველები

ეგვიპტის ისტორიის მიხედვით პირველი დინატიის მმართველები იყვნენ:

პირველი დინასტია
სახელიკომენტარითარიღიხანგრძლივობა
ნარმერისავარაუდოდ ნარმერი იგივე მენესია, რომელმაც გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტეძვ.წ. 3150/3130 - 3050
ჰორ აჰაძვ.წ. 3080 ± 30[1]
ჯერიძვ.წ. 3073–303641 წელი
ჯეტიძვ.წ. 3008–2975?
მერნეიტიდენის დედაძვ.წ. 3008? 2946–2916
დენიპირველი ფარაონი ოქროს ჰორუსის სახელითძვ.წ. 2975–2935 ან ძვ.წ. 2928–291119-დან 50 წლამდე
აჯიბიძვ.წ. 2916–289620 წელი
სემერხეტიძვ.წ. 2912–289120 წელი
კააძვ.წ. 2906–288630 წელი
შესაძლო ფარაონები
სახელიკომენტარითარიღიხანგრძლივობა
სენეფერკასავარაუდოდ იმეფა მცირე დროითძვ.წ. 2900მცირე ხნით
ჰორუს-ბასავარაუდოდ იმეფა მცირე დროითძვ.წ. 2900მცირე ხნით

შეიშვნა: მონაცემები ფარაონთა მმართველობის წლების შესახებ აღებულია ვიკიპედიის ინგლისურენოვანი გვერდიდან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

წინამორბედი:
არც ერთი
 ეგვიპტის ფარაონთა დინასტია 
ძვ.წ. 3100 – ძვ.წ.  2890
შემდეგი:
II დინასტია
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა