Hounds of Love

Hounds of Love — ინგლისელი მომღერალ კეიტ ბუშის მეხუთე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1985 წლის 16 სექტემბერში. ალბომს წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება, წინა დისკის The Dreaming (1982) შემდეგ, რომელიც კომერციულად შესამჩნევად წარუმატებელი აღმოჩნდა. Hounds of Love არის ბუშის მეორე ალბომი, რომელიც ბრიტანეთის ალბომების ჩარტის პირველ პოზიციას იკავებდა და აგრეთვე მისი ყველაზე გაყიდვადი ალბომი[12], ბრიტანეთში გაყიდული 600.000 ასლით და ორმაგი პლატინის სტატუსით,[13] ხოლო 1998 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული 1.1 მილიონი ასლის ოდენობით.[14] აშშ-ში ალბომი Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე მოხვდა.

Hounds of Love
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 16 სექტემბერი 1985
ჩაიწერა იანვარი 1984 – ივნისი 1985, Wickham Farm Home Studio, უელინგი, ინგლისი
ჟანრი არტ-როკი, ექსპერიმენტული პოპი[1]
ხანგრძლივობა 47:33
ლეიბლი EMI
პროდიუსერი კეიტ ბუში
კეიტ ბუში — ქრონოლოგია
Kate Bush
(1984)
Hounds of Love
(1985)
The Whole Story
(1986)
სინგლები ალბომიდან The Sensual World
  1. „Running Up That Hill“
    გამოცემის თარიღი: 5 აგვისტო, 1985 (1985-08-05)
  2. „Cloudbusting“
    გამოცემის თარიღი: 14 ოქტომბერი, 1985 (1985-10-14)
  3. „Hounds of Love“
    გამოცემის თარიღი: 24 თებერვალი, 1986 (1986-02-24)
  4. „The Big Sky“
    გამოცემის თარიღი: 28 აპრილი, 1986 (1986-04-28)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[2]
Melody Makerსაშუალო[3]
NMEძალიან კეთილგანწყობილი[4]
Q5/5 stars (1997 წლის გამოცემა)[5]
რობერტ კრისტგოუB[6]
Rolling Stoneარაკეთილგანწყობილი[7]
Sounds5/5 stars[8]
Spinძალიან კეთილგანწყობილი[9]
Stylusძალიან კეთილგანწყობილი[10]
Virgin Encyclopedia of Popular Music5/5 stars[11]

ალბომის წამყვანი სინგლი "Running Up That Hill" იქცა ბუშის ერთ-ერთ წარმატებულ ჰიტად, რასაც მოჰყვა კიდევ სამი - "Cloudbusting", "Hounds of Love" და "The Big Sky", აღებული ალბომის პირველი მხარიდან. მეორე მხარე წარმოადგენს კონცეპტუალურ ალბომს, პიროვნებაზე, რომელიც ღამით ზღვაში ეულად მოგზაურობს.

Hounds of Love-მა გამოსვლის შემდეგ და წლების განმავლობაში გამოცემულ მიმოხილვებში კომერციული აღიარება მოიპოვა. ბევრი მსმენელი თუ მუსიკალური კრიტიკოსი მას ბუშის საუკეთესო ალბომად თვლის. დისკი არაერთხელ მოხვედრილა უდიდესი ალბომების სიებში.[15] 1986 წელს იგი ნომინირებული იყო BRIT-ის ჯილდოზე საუკეთესო ალბომის კატეგორიაში, სადაც ბუში აგრეთვე ნომინირებული იყო საუკეთესო პროდიუსერის, საუკეთესო შემსრულებელი ქალის და საუკეთესო სინგლის ("Running Up That Hill") კატეგორიებში.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი - კეიტ ბუში.

მხარე 1: Hounds of Love
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Running Up That Hill (A Deal with God)“5:03
2.„Hounds of Love“3:02
3.„The Big Sky“4:41
4.„Mother Stands for Comfort“3:07
5.„Cloudbusting“5:10
მხარე 2: The Ninth Wave
#სახელწოდებახანგრძლივობა
6.„And Dream of Sheep“2:45
7.„Under Ice“2:21
8.„Waking the Witch“4:18
9.„Watching You Without Me“4:06
10.„Jig of Life“4:04
11.„Hello Earth“6:13
12.„The Morning Fog“2:34
დამატებები (EMI-ის 1997 წლის გამოცემა)
#სახელწოდებახანგრძლივობა
13.„The Big Sky (Meteorological Mix)“7:44
14.„Running Up That Hill (12" მიქსი)“5:45
15.„Be Kind to My Mistakes“3:00
16.„Under the Ivy“ (B-მხარე სინგლის "Running Up That Hill" 7" გამოცემიდან)2:08
17.„Burning Bridge“ (B-მხარე სინგლის "Cloudbusting" 7" და 12" გამოცემებიდან)4:38
18.„My Lagan Love“ (B-მხარე სინგლის "Cloudbusting" 12" გამოცემიდან)2:30
შენიშვნები
  • 1985 წლის ორიგინალური აუდიოკასეტა შეიცავს "Running up that Hill"-ის 12" სინგლის ვერსიას. 2011 წელს Fish People-ზე გამოცემულ ვერსიაში შეტანილია "The Big Sky"-ის "სპეციალური სინგლის მიქსი".
  • "Hello Earth"-ში ჟღერს ქართული ხალხური სიმღერის „წინწყარო“ ვერსია, შესრულებული რიჩარდ ჰიკოქსის გუნდის მიერ.[16][17]

ჩარტები

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (1985)პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[18]79
კანადის ალბომების ჩარტი[31]32
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[32]12
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[33]40
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[34]14
ჩარტი (1986)პოზიცია
კანადის ალბომების ჩარტი[35]85
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[36]89
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[34]47

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
კანადა (Music Canada)[37]პლატინა100 000^
საფრანგეთი (SNEP)[39]ოქრო134,300[38]
გერმანია (BVMI)[40]პლატინა500 000^
იაპონია (Oricon Charts)24,800[24]
ნიდერლანდები (NVPI)[41]ოქრო50 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[42]2× პლატინა600,000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა