Horizon Forbidden West

2022 წლის ვიდეო თამაში

Horizon Forbidden West (ქართ. ჰორიზონტი აკრძალული დასავლეთი) - მომავალი ღია მსოფლიოს (ინგლ. Open World) მოქმედებითი, სათავგადასავლო, როლური ვიდეო თამაში "ინტერაქტიური კინოს" ელემენტებით შემუშავებული ნიდერლანდური, დეველოპერული სტუდიის Guerrilla Games-ის და გამოშვებული Sony Interactive Entertainment-ის მიერ. ის არის მრავალ გზის კრიტიკოსების აღიარებული 2017 წლის Horizon Zero Dawn-ის[2] ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი გაგრძელება რომლის პრემიერა დაგეგმილია 2021 წელს PlayStation 5-ის და PlayStation 4-ის კონსოლებზე.[3][4][5] მოქმედებები ვითარდება პოსტ აპოკალიფსურ "ღია მსოფლიო"-ში მესამე პირის პერსპექტივით. Horizon II-ში გრძელდება მთავარი გმირი ელოის (Aloy) შთამბეჭდავი ისტორია 31-ე საუკუნეში, ნორას ტომის ახალგაზრდა მონადირე გოგონას, რომელიც გაგზავნილი იქნა იდუმალი საზღვრისკენ რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების (US) ტერიტორიას "ყოფილ" შტატ იუტიდან - წყნარი ოკეანეს სანაპირომდე მისიით იპოვოს იდუმალი ჭირის წყარო, რომელიც კლავს ყველაფერს, რასაც აინფიცირებს.[6]

Horizon Forbidden West
ფაილი:Horizon Forbidden West cover art.jpg
ოფიციალური პოსტერი
დეველოპერ(ებ)ი Guerrilla Games
გამომცემელი Sony Interactive Entertainment
სერია Horizon
ძრავა Decima[1]
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 18 თებერვალი, 2022
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი სათავგადასავლო როლური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი მათეის დე იონე (Mathijs de Jonge)
საიტი ოფიციალური გვერდი

მოკლე შინაარსი

გაეცანით შორეულ მიწებს, იბრძოლეთ უფრო დიდ და შიშისმომგვრელ მანქანებთან და შეხვდით გასაოცარ ახალ ტომებს, როდესაც დაბრუნდებით "Horizon"-ის შორეული მომავლის, პოსტ აპოკალიფსურ სამყაროში.[7]

მიწა კვდება. მანკიერი ქარიშხლები და შეუჩერებელი სენი ანადგურებს კაცობრიობის გაფანტულ ნარჩენებს, ხოლო საშინელი ახალი მანქანები მიიპარებიან მათ საზღვრებთან. დედამიწაზე ცხოვრება კიდევ ერთი გადაშენებისკენ მიქრის და არავინ იცის რატომ.[7]

ელოიზეა დამოკიდებული ამ საფრთხეების საიდუმლოებების გამოვლენა და მსოფლიოში წესრიგის და წონასწორობის აღდგენა. ამ გზაზე მან უნდა გაერთიანდეს ძველ მეგობრებთან, შექმნას ალიანსები მეომარ ახალ ფრაქციებთან და ამოხსნას უძველესი წარსულის მემკვიდრეობა - ამ დროს ეცადოს ერთი ნაბიჯით გაუსწროს ერთი შეხედვით დაუმარცხებელ ახალ მტერს.[7]

გეიმპლეი

Horizon Forbidden West - მოქმედებითი, სათავგადასავლო, როლური ვიდეო თამაში "ინტერაქტიური კინოს" ელემენტებით და მესამე პირის პერსპექტივით. როგორც წინა ნაწილში "Horizon II"-შიც მთავარი გმირია ნორას ტომის ახალგაზრდა, მონადირე გოგონა სახელით ელოი (Aloy). მოქმედებები ვითარდება ღია მსოფლიოში იდუმალებით მოცულ პოსტ აპოკალიფსურ ტერიტორიაზე სახელად "Forbidden West" (ქართ. აკრძალული დასავლეთი) რომელიც მოიცავს იუტას, ნევადას და კალიფორნიის შტატებს.[8][9] რუქა უფრო დიდი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი, სავსეა საიდუმლოებებით, რომლებიც "ძველების" სამყაროს ნანგრევების ქვეშ მდებარეობს. ვიდეო თამაშში წარმოდგენილი იქნება უამრავი საკულტო ადგილები, მათ შორის სან-ფრანცისკოს ნანგრევები და იოსემიტის ხეობა, სხვადასხვა ბიომებით.[10][11] გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი დამატებაა წყალქვეშა გამოკვლევის ელემენტია.[12] მოთამაშეებს შეეძლებათ აღმოაჩინონ საიდუმლოებები ზღვების, ტბებისა და მდინარეების ზედაპირის ქვეშ.[13]

შემუშავების პროცესი და გამოშვება

Horizon Forbidden West-ს ქმნის ნიდერლანდური დეველოპერული სტუდია Guerrilla Games-ი და გამოსცემს Sony Interactive Entertainment-ი PlayStation 5-ის კონსოლისთვის. 2020 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა რომ Horizon II-ის პორტირება მოხდება PlayStation 4-ზეც.[14] ეს არის Horizon Zero Dawn-ის სიუჟეტის პირდაპირი გაგრძელება.[15][16] ელოის როლს კვლავ შეასრულებს BAFTA Games Awards-ის ნომინანტი და Golden Joystick Awards-ის მრავალ გზის გამარჯვებული ეშლი ბიორჩი (Ashly Burch) ხოლო საილენსის როლს ჰოლივუდის მსახიობი ლენს რედიკი (Lance Reddick).[17] ვიდეო თამაშის პირველი ანონსი ტრეილერი აჩვენეს PS5 - THE FUTURE OF GAMING SHOW ღონისძიების დროს 2020 წლის 11 ივნისს და სავარაუდო პრემიერა შედგება 2021 წლის მეორე ნახევარში.[15][18]

PlayStation 5-ის ვერსიისთვის ვიდეო თამაში ისარგებლებს კონსოლის ისეთი მახასიათებლებით როგორიცაა გაზრდილი დამუშავების სიმძლავრე, ულტრამაღალი სიჩქარის SSD, „Tempest Engine“ 3D სივრცული აუდიო, შემცირებული ჩატვირთვის სიჩქარე და DualSense კონტროლერის ადაპტური "ტრიგერების" ჰაპტიკური უკუკავშირით.[19][20][21] Horizon II იქმნება განახლებულ Decima ძრავაზე.[1]

2020 წლის 5 აგვისტოს Titan Comics-მა გამოსცა კომიქსების სერია რომელში Horizon Zero Dawn-ის შემდგომი მოვლენებია ასახული.[22]

იხილეთ აგრეთვე

Horizon Zero Dawn

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა