F-22 Raptor

Lockheed Martin-ისა და Boeing-ის მიერ შემუშავებული Stealth Aircraft

F-22 Raptor — Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში, მხოლოდ 187 F-22 არის შეკვეთილი. მისი ექსპორტი აკრძალულია, მიუხედევად იმისა, რომ იაპონიამ, ისრაელმა და ავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა.

F-22 Raptor
აშშ–ის F-22 Raptor
ფუნქციასტელსის საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი
წარმოებაLockheed Martin Aeronautics
Boeing Integrated Defense Systems
პირველი გაფრენაYF-22: 29 სექტემბერი 1990
F-22: 7 სექტემბერი 1997
წარდგენა15 დეკემბერი 2005
სტატუსიაქტიური
მომხმარებლებიაშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა141 (2009 წლის მაისისთვის)
პროგ. ღირებულება65 მილიარდი აშშ-ის დოლარი
ღირებულება137.5 მილიონი აშშ-ის დოლარი
შეიქმნაX-44 MANTA
FB-22

კრიტიკა

ზოგიერთი მას იწუნებს რადგან ფიქრობს, რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისთვის, რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ (ავღანეთის ომი, ერაყის ომი) და რომლებშიც, მათი აზრით, საჭიროა მოიერიშე თვითმფრინავები და არა ცივი ომის ტიპური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები.

ომებში მომაწილეობა

2011 წლის მონაცემებით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

ავარიები

2004 წლის 20 დეკემბერს, ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F-22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა[1].

2009 წლის 25 მარტს, ერთი F-22 ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით.მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის. დაიღუპა[2].

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა