Different Gear, Still Speeding
Different Gear, Still Speeding — ინგლისურ ჯგუფ Beady Eye-ს სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 28 თებერვალს. ალბომის პროდიუსერია სტივ ლილიუაიტი. დისკი გამოიცა ჯგუფის საკუთარ ლეიბლზე Beady Eye Records.[11]
Different Gear, Still Speeding | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 28 თებერვალი 2011 | |||
ჩაიწერა | 2010 | , სტუდია RAK Studios, ლონდონი|||
ჟანრი | როკ-მუსიკა, პოსტ-ბრიტპოპი, ალტერნატიული როკი, ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 51:34 | |||
ლეიბლი | Beady Eye Records | |||
პროდიუსერი | სტივ ლილიუაიტი | |||
Beady Eye — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Different Gear, Still Speeding | ||||
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
BBC Music | კეთილგანწყობილი [4] |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
NME | 7/10[5] |
Spin | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Clash | 7/10[7] |
Uncut | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Fly | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Yahoo Music | 7/10[10] |
ბრიტანეთის ჩარტში მან 3-ე ადგილი დაიკავა და გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში 66.817 ასლის ოდენობით გაიყიდა. 2012 წლის იანვრისათვის ბრიტანეთში გაყიდულია მისი 166.609 ასლი.[12] კრიტიკოსებმა ალბომს არაერთგვაროვანი შეფასებები მისცეს.
სიმღერების სია
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Four Letter Word“ | ლიამ გალაგერი/გემ არჩერი/ენდი ბელი | 4:17 |
2. | „Millionaire“ | 3:19 | |
3. | „The Roller“ | გალაგერი/არჩერი/ბელი | 3:34 |
4. | „Beatles and Stones“ | 2:56 | |
5. | „Wind Up Dream“ | 3:27 | |
6. | „Bring the Light“ | გალაგერი/არჩერი/ბელი | 3:39 |
7. | „For Anyone“ | 2:15 | |
8. | „Kill for a Dream“ | 4:39 | |
9. | „Standing on the Edge of the Noise“ | 2:52 | |
10. | „Wigwam“ | 6:39 | |
11. | „Three Ring Circus“ | 3:09 | |
12. | „The Beat Goes On“ | 4:45 | |
13. | „The Morning Son“ | 6:03 |
iTunes გამოცემის დამატება | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
14. | „Man of Misery“ | ლიამ გალაგერი | |
15. | „Sons of the Stage“ | გორდონ კინგი, ტონი ოგდენი | 4:38 |
იაპონური გამოცემის დამატება [13] | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
14. | „Sons of the Stage“ | გორდონ კინგი, ტონი ოგდენი | 4:38 |
15. | „World Outside My Room“ | გალაგერი/არჩერი/ბელი | 4:20 |
სპეციალური გამოცემა
ალბომის სპეციალური გამოცემა გამოვიდა DVD დისკის თანხლებით, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც არსებული სინგლების ოფიციალური მუსიკალური ვიდეოები, ასევე დოკუმენტური ფილმი RAK Them Out.[14] სპეციალური იაპონური გამოცემები გამოვიდა მუსიკალური ვიდეოთი The Roller.[13]
ციფრული მუსიკის სერვისების HMV და 7digital მიერ გაყიდულ ვერსიებში ასევე წარმოდგენილია სიმღერის (Three Blind Mice რემიქსი.[15]
შეფასებები
ალბომი ძირითადად, დაფებითად შეფასდა. საიმონ გოდარის აზრით, ეს არის ყველაზე მძლავრი ჩანაწერი, რაც კი ლიამს შეუქმნია ალბომის (What's the Story) Morning Glory? შემდეგ. გერი მალჰოლანდმა ჟურნალში Uncut სამი ქულით (ხუთიდან) შეაფასა. მისი აზრით, დისკი ნაწილობრივ ახლოს არის Oasis-ის დებიუტთან Definitely Maybe, მაგრამ ამავე დროს, Oasis-ისგან განშორებასაც ჰგავს. Mojo-ს მიმოხილვის მიხედვით, დისკს 4 ვარსკვლავი მიენიჭა და აღინიშნა, რომ ლიამის ვოკალი აქ საუკეთესო მის კარიერაში. ჟურნალის The Fly აზრით კი, ალბომი დიდი იმედგაცრუებაა.[16]
BBC და The Independent თვლიან, რომ ამ ალბომში შეტანილი სიმღერები ყველა აუმჯობესებს Oasis-ის უკანასკნელ ალბომებზე გაჟღერებულ მასალას.[4] The Sun-ის აზრით, ალბომი ნაირფეროვანი, მაგრამ უბრალოა, ხოლო Bring the Light - მთავარი ნომერი. Mojo წერს, რომ ალბომი უფრო უკეთესი გამოვიდა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა, ხოლო Q თვლის, რომ იგი ყველა უარყოფით წინაგრძნობას აქრობს.