Close to the Edge

Close to the Edgeინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1972 წელს.

Close to the Edge
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 სექტემბერი 1972
ჩაიწერა აპრილი-ივნისი, 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 37:51
ლეიბლი Atlantic Records
პროდიუსერი Yes, ედი ოფორდი
Yes — ქრონოლოგია
Fragile
(1971)
Close to the Edge
(1972)
Yessongs
(1973)
სინგლები ალბომიდან Close to the Edge
  1. „And You and I (Part I & II)“
    გამოცემის თარიღი: 1972 (1972)
ალტერნატიული გარეკანი

სტივენ უილსონის რემიქსის ყდა
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
Pitchfork(9.0/10)[2]
რობერტ კრისტგოუC+[3]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[4]

ისტორია

ამ ალბომით ჯგუფი შეეცადა ეპიკური პიესების შექმნას, შედეგად დისკი შედგენილი იქნა სამი ხანგრძლივი კომპოზიციისგან. ცენტრალური ნომერია თავად სასათაურო კომპოზიცია. უფრო გვიან გამოცემულ დისკებზე ასევე იქნა გამოყენებული მსგავსი მიდგომა.

სამივე კომპოზიციის ჟღერადობაში შეიმჩნევა ალბომის Tales from Topographic Oceans მსგავსი ელემენტები, განსაკუთრებით - ხმოვანი ეფექტების სახით.

1972 წლის ივნისში ბილ ბრუფორდმა მოულოდნელად დატოვა ჯგუფი, ალბომის ჩაწერის შემდეგ. იგი გადავიდა კინგ კრიმსონის შემადგენლობაში, ხოლო Yes-ს შეუერთდა ჯგუფის Plastic Ono Band ყოფილი წევრი, ალან უაიტი.

ალბომის გარეკანის ავტორია როჯერ დინი.

2003 წლის 26 აგვისტოს გამოიცა ალბომის რემასტერი. მასში დამატებული იქნა კომპოზიციები „America“ და „Total Mass Retain“ და კომპოზიციების „And You and I“ / „Siberian Khatru“ პირველი ვერსიები.

1972 წელს ალბომმა ბრიტანეთში დაიკავა ჩარტის #4, ხოლო აშშ-ში - #3 ადგილი. მთლიანობაში ჩარტში მან 32 კვირა გაატარა. ნიდერლანდებში მისი წარმატება ყველაზე დიდი იყო - #1 ადგილი ჰოლანდიურ ჩარტში.

სიმღერების სია

მხარე 1
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„Close to the Edge
  • I. The Solid Time of Change
  • II. Total Mass Retain
  • III. I Get Up, I Get Down
  • IV. Seasons of Man“
ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუანდერსონი, ჰაუ18:43
მხარე 2
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„And You and I
  • I. Cord of Life
  • II. Eclipse
  • III. The Preacher, the Teacher
  • IV. The Apocalypse“
ანდერსონიანდერსონი, ჰაუ (გარდა Eclipse-ის), ბილ ბრუფორდი, კრის სკუაირი10:08
  • 3:47
  • 2:29
  • 3:00
  • 0:52
  • 2.„Siberian Khatru“ანდერსონიანდერსონი, ჰაუ, რიკ უეიკმენი8:55

    2013 წლის გამოცემა

    2013 წელს გამოვიდა ალბომის ორი ახალი რემასტერი. სტივ ჰოფმანი (Audio Fidelity Records) ხელმძღვანელობდა CD და Super Audio CD შედგენის პროცესს. Panegyric-ისთვის მომზადებულ მიქსზე მუშაობდა სტივენ უილსონი, რომელმაც გამოიყენა ორიგინალური ფირები. აქედან მომზადდა 2013 წლის სტერეო, 5.1 მოცულობითი ჟღერადობის და ორიგინალური სტერეო მიქსები, როგორც CD/DVD-Audio, ასევე CDBlu-Ray დისკის ფორმატებში. დამატებითი სიმღერების სახით შეტანილია სინგლების ვერსიები, Close to the Edge-ის ადრეული მიქსი და ალბომის სამივე კომპოზიციის ინსტრუმენტული ვერსიები.

    დამატებითი სიმღერები
    1. America - 10:31
    2. Close To The Edge (ადრეული ვერსია/პირველი მიქსი)- 18:42
    • 2013 წლის სტერეო-მიქსები - 24/96 MLP დანაკარგის გარეშე
    • 5.1 მიქსი, მოცულობითი ჟღერადობით - 24/96 MLP დანაკარგის გარეშე / DTS 96/24
    • ორიგინალური სტერეო-მიქსები - ორიგინალური ფირებიდან - LPCM Stereo 24/96
    America
    1. America (5.1 მიქსი, მოცულობითი ჟღერადობით)- 10:31
    2. America (2013 წლის სტერეო მიქსი) - 10:31
    3. America (ორიგინალური მიქსი) - 10:31
    ალტერნატიული ალბომი - 24/96 LPCM
    1. Close To The Edge (ადრეული ვერსია/პირველი მიქსი)- 17:42
    2. And You And I (ალტერნატიული ვერსია)- 10:18
    3. Siberian (Siberian Khatru-ს სტუდიური დუბლი) - 9:20
    სინგლების ვერსიები - 24/192 LPCM
    1. Total Mass Retain (სინგლის ვერსია) - 3:21
    2. And You And I (პრომო სინგლის ვერსია, მონო) - 3:29
    3. America (სინგლის ვერსია) - 4:13

    პერსონალი

    ჩარტები

    ჩარტიPeak
    position
    გერმანიის ალბომები (Media Control)[5]36
    ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[6]8
    ბრიტანეთის ალბომები (OCC)[7]4

    სერტიფიცირებები

    რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
    კანადა (Music Canada)[8]პლატინა100 000^
    გაერთიანებული სამეფო (BPI)[9]პლატინა300 000^
    აშშ (RIAA)[10]პლატინა1 000 000^

    ^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

    სქოლიო

    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა