Australian Goldfields Open

Australian Goldfields Openსნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი ავსტრალიაში. პირველად შემოიღეს 2011/12 წლების სეზონზე ქალაქ ბენდიგოში (ვიქტორიას შტატი). მიმდინარე ჩემპიონია ინგლისელი ჯად ტრამპი.

ისტორია

1975 წელს მელბურნმა მიიღო 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იმ დროისთვის უკვე რეიტინგული ტურნირი იყო. თუმცა საკუთარი რეიტინგული შეჯიბრება ქვეყანას არ ჰქონდა 2011 წლამდე. ამგვარი სტატუსის ტურნირის ჩატარების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1989 წელს იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარკვეულ მიზეზთა გამო გადაიტანეს ჰონგ-კონგში და ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩანაცვლდა ჰონგ-კონგის ღია ჩემპიონატით. უფრო ადრე, 1987 წელს, შეწყდა მეინ-ტურის ერთადერთი ადგილობრივი შეჯიბრების, Australian Masters ჩატარება, ხოლო 1988 წელს არსებობა შეწყვიტა ავსტრალიის ჩემპიონატმა პროფესიონალებს შორის. ამგვარად, 1989 წლიდან 2010 წლამდე ავსტრალიაში არ ჩატარებულა სნუკერის არც ერთი პროფესიონალური ტურნირი. გამონაკლისი გახდა მსოფლიო სერიის ეტაპი World Snooker 1995 წელს მელბურნში; თუმცა ეს საკმაოდ უმნიშვნელო შეჯიბრება იყო.

ავსტრალიაში რეიტინგული ტურნირის მოწყობის განზრახვის შესახებ 2011 წლის დასაწყისში განაცხადა World Snooker-ის ხელმძღვანელმა, ბარი ჰირნმა. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიელი ნილ რობერტსონის გამარჯვებამ.

ფორმატი

ყველა საკვალიფიკაციო თამაში ტარდება შეფილდის სნუკერის აკადემიაში. კვალიფიკაციისა და მთავარი ეტაპის მატჩები ნახევარფინალამდე თამაშდება 5 გამარჯვებამდე; ნახევარფინალები — 6 გამარჯვებამდე, ფინალი — 9-მდე. არის აგრეთვე უაილდ-კარდ რაუნდი.

გამარჯვებულები

წელიგამარჯვებულიფინალისტიანგარიშისეზონი
Australian Masters (არარეიტინგული)[1]
1979 იან ანდერსონი პერი მენსი[n 1]1979/80
1980 ჯონ სპენსერი დენის ტეილორი[n 1]1980/81
1981 ტონი მეო ჯონ სპენსერი[n 1]1981/82
1982 სტივ დეივისი ედი ჩარლტონი[n 1]1982/83
1983 კლიფ თორბერნი ბილ ვერბენიუკი7–31983/84
1984 ტონი ნოულზი ჯონ ვირგო7–31984/85
1985[2] ტონი მეო ჯონ კემპბელი7–21985/86
1986 დენის ტეილორი სტივ დეივისი3–21986/87
1987 სტივენ ჰენდრი მაიკ ჰალეტი371–226[n 1]1987/88
Hong Kong Open (რეიტინგული)
1989[3] მაიკ ჰალეტი დენ ო'კეინი9–81989/90
Australian Open (არარეიტინგული)
1994[4] ჯონ ჰიგინსი უილი თორნი9–51994/95
Australian Masters (არარეიტინგული)
1995[4] ენტონი ჰემილტონი კრის სმოლი8–61995/96
Australian Goldfields Open (რეიტინგული)[5]
2011[6] სტიუარტ ბინემი მარკ უილიამსი9–82011/12
2012[7] ბარი ჰოკინსი პიტერ ებდონი9–32012/13
2013[8] მარკო ფუ ნილ რობერტსონი9–62013/14
2014[9] ჯად ტრამპი ნილ რობერტსონი9–52014/15

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

შენიშვნები

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა