Artpop

Artpop (სტილისტურად ARTPOP) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას რიგით მესამე სტუდიური ალბომი, იგი გამოიცა 2013 წლის 6 ნოემბერს ხმის ჩამწერ ლეიბლზე Streamline და Interscope Records. ალბომზე მუშაობა დაიწყო 2011 წელს ალბომ Born This Way-ს მინი პრომო ტურნეს ფარგლებში და გაგრძელდა 2013 წლამდე როდესაც გაგა მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო ტურით Born This Way Ball, ალბომზე მუშაობა ასევე გაგრძელდა გაგას ბარძაყის ოპერაციის შემდგომ გამოსაჯამრთებელ პერიოდში, რომლის დროსაც მთლიანად შეიცვალა ალბომის კონცეფცია.

ARTPOP 2
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 6 ნოემბერი, 2013 (2013-11-06)
ჩაიწერა 2011–13
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 59:04
ლეიბლი
პროდიუსერი
  • ლედი გაგა
  • პოლ "DJ White Shadow" ბლერი
  • Zedd
  • უგო ლეკლერქი
  • ნიკ მონსონი
  • რიკ რუბინი
  • ჯორჯიო ტუინფორტი
  • დინო ზისისი
  • Infected Mushroom
  • will.i.am
  • დავიდ გეტა
ლედი გაგა — ქრონოლოგია
A Very Gaga Holiday
(2011)
ARTPOP 2
(2013)
Cheek to Cheek
(2014)
სინგლები ალბომიდან ARTPOP
  1. „Applause“
    გამოცემის თარიღი: 12 აგვისტო, 2013
  2. „Do What U Want“
    გამოცემის თარიღი: 21 ოქტომბერი, 2013
  3. „G.U.Y.“
    გამოცემის თარიღი: 28 მარტი, 2014
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
AnyDecentMusic?6.0/10[1]
Metacritic61/100[2]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[3]
The A.V. ClubC–[4]
Entertainment WeeklyB[5]
The Guardian3/5 stars[6]
The Independent3/5 stars[7]
Los Angeles Times2.5/4 stars[8]
NME6/10[9]
Rolling Stone3/5 stars[10]
Slant Magazine3.5/5 stars[11]
Spin6/10[12]

გაგა ალბომს აღწერს როგორც „ვარჰოლის საპირისპირო“ მოვლენა პოპ კულტურაში. მან ჩანაწერზე ითანამშრომლა დიდი ხნის პარტნიორებთან — პოლ "DJ White Shadow" ბლერი და RedOne, ასევე ახალ პროდიუსერებთან — Zedd და Madeon. ლირიკული თემები ტრიალებს დიდების, სიყვარულის, სექსის, ფემინიზმის, საკუთარი თავის გაძლიერების, დამოკიდებულების დაძლევის და მედიის გარშემო, მასში მრავლადაა გამოყენებული პერსონაჟები რომაული და ბერძნული მითოლოგიებიდან. ალბომში შესულია დუეტი R&B მომღერალ რ. კელისთან და რეპერებთან — T.I., Too Short და Twista.

ალბომის მხარდასაჭერად გამსვლამდე ერთი დღით ადრე გაგამ ნიუ-იორკში უმასპინძლა ორ დღიან ღონისძიებას — artRave, სადაც შეასრულა რამდენიმე სიმღერა ალბომიდან და ასევე შედგა ალბომის ყდაზე გამოსახული ჯეფ კუნსის მიერ შექმნი გაგას გიგანტური სკულფტურის პრეზენტაცია. ჩანაწერმა კრიტიკოსების მხრიდან შერეული შეფასება დაიმსახურა, მიუხედავად ამისა ალბომმა კომერციულ წარმატებას მიაღწია და მისი დებიუტი აშშ-ის ბილბორდ 200-ში შედგა პირველი პოზიცია. ჩანაწერმა ასევე დაიკავა პირველი პოზიცია ხუთზე მეტ ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში და იაპონიაში. 2014 წლის მოცაცემებით ალბომი მსოფლიოს მასშტაბით გაყიუდლია 2.5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით.

ალბომის პირველმა სინგლმა Applause კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და შევიდა ოცზე მეტი ქვეყნის ათეულში, მათ შორის აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია. დამატებით ალბომიდან ასევე გამოიცა ორი სინგლი — Do What U Want, G.U.Y. და ორი პრომო სინგლი — Venus, Dope. ალბომის მხარდასაჭერი მეოთხე მსოფლიო ტურნე — artRAVE: The ARTPOP Ball დაიწყო 2014 წლის მაისში და დამთავრდა იმავე წლის ნოემბერში, ტურნეს შემოსავალმა შეადგინა 83 მილიონ აშშ დოლარი.

სინგლები

Applause — ალბომის პირველი სინგლი, თავდაპირველად სიმღერის პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის 19 აგვისტოს, თუმცა პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ინტერნეტში არალეგალურად გავრცელდა სიმღერის ნაწყვეტები და ლეიბლის გადაწყვეტილებით მისი პრემიერა შედგა 12 აგვისტოს, ხოლო რადიოებს ოფიციალურად 19 აგვისტოს დაემატა. სიმღერა არის ნაზავი ელექტრო-პოპის და ევროდენსის. კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა დადებითი შეფასება და მათ აღნიშნეს, რომ სიმღერაზე იგრძნობა ენი ლენოქსის და დევიდ ბოუის გავლენა. სიმღერა შევიდა 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულში, მათ შორის აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია ხოლო ბილბორდის კლუბური დენს სიმღერების ჩარტში პირველი პოზიცია. ასევე 19 აგვისტოს შედგა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს პრემიერა რომელიც გადაღებულია შვედი ფოტოგრაფი დუეტის ინეზ და ვინუტის მიერ, ვიდეო შთაგონებულია სხვადახსვა ხელოვნების ნიმუშებით, მათ შორის არის რენესანსის ეპოქის მხატვარ სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო „ვენერას დაბადება“, ენდი უორჰოლის ნამუშევრები და ჯონ გალიანოს 2009 წლის მოდის ჩვენება. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ სიმღერა სერტიფიცირებული იქნა სამმაგი პლატინით.

Do What U Want — ალბომის მეორე სინგლი. 2013 წლის 21 ოქტომბერს სიმღერა თავდაპირველად გამოიცა როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, კომერციული წარმატების შემდგომ სიმღერა დასახელდა როგორ ალბომის ოფიციალური მეორე სინგლი და ჩაანაცვლა სიმღერა Venus რომელიც უკვე დაანონსებული იყო მეორე სინგლად. Do What U Want ჩაწერილია დუეტში R&B მომღერალ რ. კელისთან ერთად რის გამოც მასზე იგრძნობა R&B გავლენა რომელსაც თან ახლავს 80-იანი წლების სინთპოპის ელემენტები. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და შევიდა ათზე მეტი ქვეყნის ათეულში, ხოლო აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-13 პოზიცია. სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა რომლის პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. 2014 წლის ივნისში ინტერნეტში გავრცელდა კადრები ვიდეოდან. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ სიმღერა სერტიფიცირებული იქნა პლატინით.

G.U.Y. — ალბომის მესამე სინგლი, რომელიც აშშ-ში გამოიცა 2014 წლის 8 აპრილს. კრიტიკოსების მხრიდან მიიღო შერეული შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. კომერციული თვალსაზრისით იგი მიიჩნევა გაგას ყველაზე წარუმატებელ სინგლად, აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია. სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო თავად გაგამ გადაიღო კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს. გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y. რომელშიც გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონის დნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას.

ალბომის გამოსვამდე რამდენიმე კვირით ადრე მის მხარდასაჭერად ასევე გამოიცა ორი პრომო სინგლი — Venus და Dope, ამ უკანასკნელმა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულშ დაიკავა მე-8 პოზიცია რითიც გახდა გაგას რიგით მე-13 სიმღერა რომელიც შევიდა ცხელი ასეული ათეულში.

სიმღერების სია

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Aura“
  • ლედი გაგა
  • ანტონ ზასლავსკი
  • ამიტ დუვდევანი
  • ერეზ ეისენი
  • Zedd
  • Infected Mushroom
  • გაგა
3:55
2.„Venus“
  • გაგა
  • პოლ "DJ White Shadow" ბლერი
  • უგო ლეკლერქი
  • დინო ზისისი
  • ნიკ მონსონი
  • Sun Ra
  • გაგა
  • ლეკლერქი[ა]
  • მონსონი[ბ]
3:53
3.„G.U.Y.“
  • გაგა
  • ზასლავსკი
  • Zedd
  • გაგა
3:52
4.„Sexxx Dreams“
  • გაგა
  • ბლერი
  • მარტინ ბრესო
  • DJ Snake
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ბ]
  • ზისი[ა]
3:34
5.„Jewels N' Drugs“ (მონაწილეობენ T.I., Too Short და Twista)
  • გაგა
  • ბლერი
  • მონსონი
  • ზისისი
  • Too Short
  • Twista
  • T.I.
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:48
6.„MANiCURE“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:19
7.„Do What U Want“ (მონაწილეობს რ. კელი)
  • გაგა
  • ბლერი
  • ბრესო
  • DJ Snake
  • კელი
  • ბლერი
  • გაგა
3:47
8.„ARTPOP“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
4:07
9.„Swine“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
4:28
10.„Donatella“
  • გაგა
  • ზასლავსკი
  • Zedd
  • გაგა
4:24
11.„Fashion!“
  • ტუინფორტი
  • will.i.am
  • გეტა
  • გაგა
3:59
12.„Mary Jane Holland“
  • გაგა
  • Madeon
  • Madeon
  • გაგა
4:37
13.„Dope“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
3:41
14.„Gypsy“
  • გაგა
  • RedOne
  • Madeon
  • ბლერი
  • Madeon
  • გაგა
4:08
15.„Applause“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბრესო
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:32
საერთო ხანგრძლივობა:59:04[13]
ჩანაწერი
  • ^[ა]  თანაპროდიუსერი.
  • ^[ბ]  დამხმარე პროდიუსერი.
  • Venus შეიცავს ელემენტებს ამერიკელი ჯაზ კომპოზიტორის Sun Ra-ს სიმღერიდან Rocket Number Nine და ფრანგული დუეტის Zombie Zombie-ის სიმღერიდან Rocket n°9.
  • ალბომის ცენზურირებულ ვერსიაში სიმღერა Sexxx Dreams შეტანილია სახელით „X Dreams“ და სიმღერა Jewels n' Drugs შეტანილია სახელით „Jewels n' *****“.[19]

ჩარტები

წლის შემაჯამებელი ჩარტი

ჩარტი (2013)პოზიცია
არგენტინის ალბომები (CAPIF)[53]
სტანდარტული გამოცემა
66
არგენტინის ალბომები (CAPIF)[53]
დელუქს გამოცემა
87
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[54]72
ავსტრალიის დენს ალბომები (ARIA)[55]9
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[56]110
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[57]88
ბრაზილიის ალბომები (ABPD)[58]16
უნგრეთის ალბომები (MAHASZ)[59]57
იტალიის ალბომები (FIMI)[60]50
იაპონიის ალბომები (Oricon)[61]45
მექსიკის ალბომები (Top 100)[62]23
სამხრეთ კორესი საერთაშორისო ალბომები (Gaon)[63]20
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[64]54
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[65]74
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[66]52
აშშ Billboard 200[67]103
აშშ საცეკვაო/ელექტრონული ალბომები (Billboard)[68]2
ჩარტი (2014)პოზიცია
ავსტრალიის დენს ალბომები (ARIA)[69]31
კანადის ალბომები (Billboard)[70]23
ჩინეთის ალბომები (Sino Chart)[71]19
იაპონიის ალბომები (Oricon)[61]33
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[72]65
აშშ Billboard 200[73]34
აშშ საცეკვაო/ელექტრონული ალბომები (Billboard)[74]1

სერტიფიცირებები და გაყიდვები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[75]ოქრო20 000x
ავსტრია (IFPI Austria)[76]ოქრო7 500x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[77]პლატინა40 000*
კანადა (Music Canada)[78]პლატინა80 000^
საფრანგეთი (SNEP)[80]პლატინა60,000[79]
უნგრეთი (MAHASZ)[81]ოქრო3 000x
იტალია (FIMI)[82]ოქრო30 000*
იაპონია (RIAJ)[83]პლატინა195,712[61]
მექსიკა (AMPROFON)[84]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward60 000^
პოლონეთი (ZPAV)[85]ოქრო10 000*
სამხრეთი კორეა (KMCIA)[86]ოქრო3,856[87]
ესპანეთი (PROMUSICAE)[88]ოქრო20 000^
შვედეთი (GLF)[89]ოქრო20 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[90]ოქრო15 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[92]ოქრო207,243[91]
აშშ768,000[93]
ჯამში
მსოფლიო2,500,000[94]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია

რეგიონითარიღიფორმატ(ებ)ილეიბლილიტ.
იაპონია6 ნოემბერი, 2013Universal Music[15]
[18]
[95]
ავსტრალია8 ნოემბერი, 2013[96]
[97]
[98]
საფრანგეთიციფრული ჩამონატვირთი[99]
გერმანია
  • CD
  • CD+DVD
  • ციფრული ჩამონატვირთი
[17]
[100]
[101]
იტალიაციფრული ჩამონატვირთი[102]
დიდი ბრიტანეთიPolydor[103]
საფრანგეთი11 ნოემბერი, 2013
  • CD
  • CD+DVD
Universal Music[104]
[105]
დიდი ბრიტანეთიPolydor[106]
[107]
აშშ
  • CD
  • ციფრული ჩამონატვირთი
[13]
[108]
იტალია12 ნოემბერი, 2013
  • CD
  • CD+DVD
Universal Music[109]
[110]
პოლონეთიCD[111]
ჩინეთი21 იანვარი, 2014[112]
გერმანია21 თებერვალი, 2014გრამფირფიტა[113]
ავსტრალია28 თებერვალი, 2014[114]
საფრანგეთი3 მარტი, 2014[115]
დიდი ბრიტანეთიPolydor[116]
აშშ24 მარტი, 2014
  • Streamline
  • Interscope
[117]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა