Appetite for Destruction

სტუდიური ალბომი Guns N' Roses (1987)

Appetite for Destruction (ინგლ. განადგურების მადა) — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფ Guns N' Roses-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 1987 წლის ივლისში ლეიბლზე Geffen Records. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. დისკი მოხვდა ამერიკული ’ბილბორდის’ 200-ეულში. 2008 წლის მონაცემებით მას RIAA-სგან 18-ჯერ აქვს მინიჭებული პლატინის სტატუსი[5], ხოლო მსოფლიო მასშტაბით ამავე წლის მონაცემებით, მისი გაყიდული ასლების რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.[6] იგი ითვლება ყველა დროის ყველა გაყიდვად სადებიუტო ალბომად, რითაც უსწრებს ჯგუფ „ბოსტონის“ სადებიუტო დისკს Boston, რომელსაც 17 გზის პლატინა აქვს მიღებული.[7]

Appetite for Destruction
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 21 ივლისი, 1987
ჩაიწერა სტუდია Rumbo; სტუდია Take One Studio, ბერბანკი; სტუდია Can Am, კალიფორნია, 1987
ჟანრი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 53:48
ენა ინგლისური
ლეიბლი Geffen
პროდიუსერი მაიკლ კლინკი
Guns N' Roses — ქრონოლოგია
Live ?!*@ Like a Suicide
(1986)
Appetite for Destruction
(1987)
Guns N' Roses (EP)
(1988)
სინგლები ალბომიდან Appetite for Destruction
  1. „It's So Easy“
    გამოცემის თარიღი: 15 ივნისი, 1987 (1987-06-15)
  2. „Welcome to the Jungle“
    გამოცემის თარიღი: 3 ოქტომბერი, 1987 (1987-10-03)
  3. „Sweet Child o' Mine“
    გამოცემის თარიღი: 18 აგვისტო, 1988 (1988-08-18)
  4. „Paradise City“
    გამოცემის თარიღი: 30 ნოემბერი, 1988 (1988-11-30)
  5. „Nightrain“
    გამოცემის თარიღი: 29 ივლისი, 1989 (1989-07-29)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
Sputnikmusic4.5/5[2]
რობერტ კრისტგოუB−[3]
Rolling Stone5/5 stars[4]

შექმნა

1988 წლის ინტერვიუში ექსლ როუზი ამბობდა, რომ ალბომის სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა ლოს-ანჯელესის საკლუბო ტურის პერიოდში. მოგვიანებით ჯგუფის ალბომებზე გამოჩნდა სიმღერები, რომლებიც ამ პერიოდში და ამ ალბომისთვის იქმნებოდა - Back Off Bitch, You Could Be Mine, ნოემბერი Rain და Don't Cry. ამბობდნენ, რომ ნოემბერი Rain არ შესულა ამ ალბომში, ვინაიდან უკვე დაიგეგმა სიმღერის Sweet Child 'O Mine შეტანა და ალბომზე უკვე იყო ერთი ბალადა (თუმცა, ეს პოლიტიკა შეიცვალა ალბომებზე Use Your Illusion I და Use Your Illusion II, სადაც ერთ ბალადაზე მეტი იყო შეტანილი.[8]

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების ავტორებად ჯგუფის ხუთივე წევრია დასახელებული, მათი უმეტესობის ჩაწერა სოლო-კომპოზიციების სახით დაიწყო, თითოეული წევრის მიერ. ასეთებია It's So Easy (დაფ მაკ-კეგენი) და Think About You (იზი სტრედლინი). Rocket Queen იყო ადლერის/სლეშის დაუსრულებელი სიმღერა, რომელიც მათი წინა პროექტისათვის Road Crew დაიწერა. Anything Goes, რომლის ავტორიც ჰოლივუდი როუზი იყო (სიმღერა შეტანილი იქნა კრებულში The Roots of Guns N' Roses) ასევე Appetite-ისათვის გადამუშავდა.

სხვა სიმღერებში ასახულია ჯგუფის რეაქცია ლოს-ანჯელესის როკ-ენ-როლური ანდერგრაუნდის დებოშზე. ასეთია Welcome to the Jungle, დაწერილი ექსლის მიერ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ვიზიტის გავლენით.[9] სიმღერების ნაწილში გამახვილებულია ყურადღება ჯგუფის წევრთა ადრეულ წლებზე. ასეთი სიმღერაა Out ta Get Me, ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა.[10] სიმღერების ნაწილი ეძღვნება ჯგუფის წევრთა მეგობარ გოგონებს - Sweet Child o' Mine, Think About You, My Michelle, You're Crazy და Rocket Queen.

ინფორმაცია სიმღერებზე

Welcome to the Jungle

გამოიცა ჯგუფის პირველი სინგლის სახით, 1987 წლის 3 ოქტომბერს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის #7 პოზიციაზე. სინგლში შეტანილია AC/DC-ს სიმღერის Whole Lotta Rosie ქავერ-ვერსია. ბრიტანულ გამოცემაში მის მაგივრად წარმოდგენილი იყო Mr. Brownstone, სტუდიური ალბომიდან. 2009 წელს არხმა VH1 Welcome to the Jungle დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მძიმე როკ სიმღერად.

Out ta Get Me

ტექსტში აქცენტია ექსლ როუზის პრობლემებზე სამართალდამცველებთან, რომლებიც მას ინდიანაში ცხოვრებისას ჰქონდა. გიტარისტ სლეშის თქმით, ეს სიმღერა უფრო სწრაფად დაიწერა, ვიდრე Welcome to the Jungle, ანუ სამ საათზე ნაკლებ პერიოდში.[10]

Paradise City

თავის ავტობიოგრაფიაში სლეში საუბრობს, რომ ეს სიმღერა დაიწერა ნაქირავები ავტოფურგონის სალონში, როდესაც ჯგუფი ბრუნდებოდა სან ფრანცისკოდან, სხვა ჯგუფთან, Rock N Riders ერთად. იგი ამტკიცებს, რომ ჯგუფი ნამდვილად ამ ფურგონის უკანა ნაწილში იჯდა, სვამდა და უკრავდა აკუსტიკურ გიტარებზე და სწორედ მაშინ იქნა მოფიქრებული სიმღერის შესავალი. დაფ მაკ-კეგენმა და იზი სტრედლინმა მასთან ერთად დაიწყეს დაკვრა. სლეშმა წაიღიღინა მელოდია, ხოლო ექსლმა მხარი აუბა ტექსტით Take me down to the Paradise City. სლეშმა დაამატა Where the grass is green and the girls are pretty. ამის შემდეგ ექსლმა გაიმეორე პირველი სტრიქონი, ხოლო სლეშმა ჩასვა Where the girls are fat and they've got big titties. ექსლმა დაასრულა Take . . . me . . . home!. სლეშს მოეწონა თავისი მეორე სტრიქონი, თუმცა ჯგუფის დანარჩენი წევრების აზრი განსხვავდებოდა.

My Michelle

სიმღერა ეძღვნება ჯგუფის მეგობარ მიშელ იანგს, რომელსაც მადლობას უხდიან ალბომის 'Appetite For Destruction' გარეკანზე. ექსლის თანახმად, იგი და იანგი იმყოფებოდნენ მანქანაში, როდესაც რადიოში ჟღერდა ელტონ ჯონის Your Song. იანგმა მაშინ ახსენა, რომ ყოველთვის სურდა, მის შესახებ ვინმეს სიმღერა შეექმნა. მოგვიანებით იგი კმაყოფილი დარჩა ამ კომპოზიციით,

Sweet Child O' Mine

ალბომის მეცხრე სიმღერა და მესამე სინგლი. იგი გამოვიდა 1988 წლის 18 აგვისტოს და მოხვდა ბილბორდის 100-ეულის სათავეში, იქცა რა ჯგუფის ერთადერთ #1 აშშ სინგლად. ბრიტანეთში მან #6 პოზიციამდე მიაღწია.

სიმღერის ტექსტში საუბარია ექსლის იმ პერიოდის მეგობარ გოგონაზე ერი ევერლიზე. ნაწყვეტი, რომელიც ჟღერს დასაწყისში მხოლოდ ხუმრობაა - სლეში აწყობდა გიტარას და შემთხვევით დაუკრა ცირკის ტიპის მელოდია.

You're Crazy

თავდაპირველად იგი დაიწერა, როგორც აკუსტიკური ნომერი, მაგრამ ალბომისთვის Appetite for Destruction გადამუშავებული იქნა.[11]. ეს ვერსია არის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კომპოზიცია. უფრო ნელი, აკუსტიკური მოხვდა ალბომში G N' R Lies. მოცემული ვერსია ასევე სრულდებოდა ელექტრონულ გიტარებზე. მისი ერთ-ერთი ჩანაწერი შესულია ალბომში Live Era: '87–'93).

სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო Fucking Crazy.[11]

Anything Goes

ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც 1981 წელს დაიწერა[12] მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო My Way, Your Way.[13]

გაფორმება

გარეკანის თავდაპირველი ვერსია, რომელიც რობერტ უილიამსის ნახატს ეფუძნებოდა. რობოტის ტიპის მოძალადეს სჯის ლითონის შურისმაძიებელი.

ალბომის ორიგინალური ყდა ეფუძნებოდა რობერტ უილიამსის ნახატს Appetite for Destruction. მასზე გამოსახული იყო რობოტის ტიპის მოძალადი, რომელსაც ლითონის შურისმაძიებელი სჯიდა. მას შემდეგ, რაც ამის გამო რამდენიმე სარეალიზაციო ქსელმა უარი თქვა ალბომის გავრცელებაზე, მოხდა გარეკანის შეცვლა - ნახატით, რომელზეც გამოსახული იქნა ჯვარი ჯგუფის წევრების სახეებით თავის ქალების სტილში. ალბომის უკანა გარეკანზე გამოყენებულია რობერტ ჯონის, მარკ კენტერისა და ჯელ ლიუს ფოტოსურათები. 2008 წლის გრამფირფიტის გამოცემაზე დაგეგმილი იყო ორიგინალური გარეკანის აღდგენა, მაგრამ ლეიბლმა იგი შეცვალა თავის ქალების ვერსიით.[14] ვინილის ხელმეორე გამოცემაზე ჯგუფის შემოქმედებაში პირველად იქნა წარმოდგენილი გაფრთხილება Parental Advisory. მანამდე იგი იბეჭდებოდა კომპაქტ-დისკის პოლიეთილენის შეფუთვაზე (ასევე აუდიოკასეტაზე) და მოგვიანებით - თავად ყუთზე.

ისეთ გამოცემებზე, რომლებიც ორგვერდიან ფორმატს ითვალისწინებდა (გრამფირფიტები და აუდიოკასეტები), გვერდებს ეწოდებოდა არა A და B, არამედ G და R. სიმღერები 1-6 (ანუ G გვერდი) წარმოადგენდნენ სიმღერებს ნარკოტიკებსა და ქალაქის ცხოვრებაზე. მეორე გვერდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო სიმღერები სიყვარულზე, სექსსა და ურთიერთობებზე, იყო R გვერდი.

გავლენა და წარმატება

  • 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი Appetite for Destruction-ს უწოდა 1980-იანი წლების რიგით 20-ე საუკეთესო ალბომი.
  • იგივე ჟურნალმა მოგვიანებით ეს ალბომი შეიყვანა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #61 პოზიციაზე.[15]
  • 2001 წელს ჟურნალმა Q დაასახელა Appetite for Destruction ყველა დროის 50 ყველაზე მძიმე ალბომის რეიტინგში.[16]
  • 2004 წელს ჟურნალმა Q Appetite for Destruction ასევე დაასახელა კლასიკური როკის უდიდეს ალბომებს შორის[17]
  • 2003 წელს ტელეარხმა VH1 Appetite for Destruction დაასახელა ყველა დროის რიგით 42ე საუკეთესო ალბომად.[18]
  • 2002 წელს რესურმა Pitchfork Media დაასახელა Appetite for Destruction რიგით 59-ე პოზიციაზე სიაში 1980-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომი.[19]
  • ჟურნალში Spin ალბომი დასახელდა #18 პოზიციაზე, სიაში 100 საუკეთესო ალბომი, 1985-2005.[20]
  • ჟურნალმა Kerrang! ასევე შეადგინა ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-ალბომის სია, სადაც Appetite for Destruction #1 პოზიციას იკავებდა.[21]
  • როკ-მუსიკის დიდების დარბაზის 200 რჩეული ალბომის სიაში ეს დისკი #32 პოზიციას იკავებს. სია შეადგინა ჩანაწერთა გავრცელების ეროვნულმა ასოციაციამ.
  • 2006 წელს ჟურნალმა Q ეს ალბომი დაასახელა 1980-იანი წლების 40 საუკეთესო ალბომის სიის #10 პოზიციაზე .[22]
  • 2006 წელს ალბომი მოხვდა ჟურნალის Guitar World მიერ შედგენილია ყველა დროის 100 საუკეთესო საგიტარო ალბომის სიის #2 პოზიციაზე.[23]

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორია Guns N' Roses; It's So Easy-ს თანაავტორია უესტ ერკინი. სიმღერის Anything Goes თანაავტორია კრის უებერი.[24] სხვა ავტორები მითითებულია.

#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
1.„Welcome to the Jungle“ექსლ როუზისლეში4:34
2.„It's So Easy“მაკ-კეგენი, უესტ ერკინიმაკ-კეგენი, ერკინი3:23
3.„Nightrain“როუზი, მაკ-კეგენი იზი სტრედლინი, სლეში, მაკ-კეგენი4:29
4.„Out ta Get Me“როუზისტრედლინი, სლეში4:25
5.„Mr. Brownstone“ სტრედლინი, სლეში[25][26][27]სტრედლინი, სლეში3:49
6.„Paradise City“როუზი, მაკ-კეგენი, სლეშისლეში, სტრედლინი, მაკ-კეგენი6:46
7.„My Michelle“როუზისტრედლინი3:40
8.„Think About You“სტრედლინი სტრედლინი3:52
9.„Sweet Child o' Mine“როუზისლეში, სტრედლინი[28][29][30]5:55
10.„You're Crazy“როუზისტრედლინი, სლეში3:17
11.„Anything Goes“როუზი, სტრედლინისტრედლინი, როუზი, კრის უებერი3:26
12.„Rocket Queen“როუზი სლეში, მაკ-კეგენი6:13

პერსონალი

ადგილები ჩარტში

ალბომი

წელიჩარტიადგილი
1988ბილბორდის 2001
1989

სინგლები

წელისიმღერაჩარტიუმაღლესი პოზიცია[31]
1988Sweet Child O' Mineბილბორდის 100-ეული1
მეინსტრიმ როკი7
Welcome to the Jungleბილბორდის 100-ეული7
მეინსტრიმ როკი37
Nightrainბილბორდის 100-ეული93
1989მეინსტრიმ როკი26
Paradise Cityბილბორდის 100-ეული5
მეინსტრიმ როკი14

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[32]3× პლატინა180 000x
ავსტრალია (ARIA)[33]პლატინა70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[34]პლატინა50 000x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[35]პლატინა250 000*
კანადა (Music Canada)[36]ალმასი1 000 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[37]ოქრო25,000[37]
საფრანგეთი (SNEP)[38]2× ოქრო200 000*
გერმანია (BVMI)[39]პლატინა500 000^
იაპონია (RIAJ)[40]პლატინა200 000^
იტალია (FIMI)[41]ოქრო50 000*
მექსიკა (AMPROFON)[42]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward100 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[43]პლატინა15 000^
შვედეთი (GLF)[44]ოქრო50 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[45]პლატინა50 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[46]3× პლატინა900 000^
აშშ (RIAA)[47]18× პლატინა18 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა