Abbey Road

The Beatles-ის ალბომი
(გადამისამართდა გვერდიდან Abbey Road (ალბომი))

Abbey Roadინგლისურ როკჯგუფ The Beatles-ის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. გამოცემულია 1969 წლის 26 სექტემბერს. არის ჯგუფის მიერ ჩაწერილი უკანასკნელი ალბომი,[12] თუმცა უფრო ადრე ჩაწერილი Let It Be იყო The Beatles-ის დაშლამდე (1970 წლის აპრილში) დასრულებული ბოლო სტუდიური ჩანაწერი.[13] ალბომი ძირითადად იწერებოდა 1970 წლის აპრილში, ივლისსა და აგვისტოში. აშშ-ისა და ბრიტანეთის ჩარტებში მიაღწია პირველ ადგილს. ოქტომბერში გამოვიდა ორმაგ-A-მხრიანი სინგლი ამ ალბომიდან — „Something“ / „Come Together“, რომელიც ასევე მოხვდა აშშ-ის ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.

Abbey Road
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 22 თებერვალი 1969 – 20 აგვისტო 1969
სტუდია ები-როუდის სტუდიები, სტუდია Olympic და Trident
ჟანრი როკ-მუსიკა[1]
ხანგრძლივობა 47:03
ლეიბლი Apple
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Yellow Submarine
(1969)
Abbey Road
(1969)
Let It Be
(1970)
სინგლები ალბომიდან Abbey Road
  1. „Something/Come Together“
    გამოცემის თარიღი: 6 ოქტომბერი, 1969
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[2]
The A.V. ClubA[3]
Consequence of SoundA+[4]
The Daily Telegraph5/5 stars[5]
Down Beat4/5 stars[6]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[7]
MusicHound5/5 stars[8]
Paste100/100[9]
Pitchfork Media10/10[10]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[11]

Abbey Road-ში ჟღერს როკის, პოპის, ბლუზის და პროგრესული როკის ელემენტების მქონე მუსიკა,[14] აქტიურად გამოიყენება როგორც მუგის სინთეზატორი, ისე Leslie-ს ხმოვან სისტემაში გატარებული გიტარის პარტიები. მის მეორე მხარეს წარმოდგენილია სიმღერების პოპური, რომლის საკუთარი ვერსიები ერთი სუტის სახით შემდგომში უამრავმა შემსრულებელმა წარმოადგინა. ფირფიტა იწერებოდა უფრო კოლეგიურ ატმოსფეროში, ვიდრე ეს მანამდე, Get Back-ის / Let It Be-ს სესიების დროს ხდებოდა, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის მაინც მოხდა მნიშვნელოვანი დაპირისპირებები — განსაკუთრებით, პოლ მაკ-კარტნის სიმღერაზე „Maxwell's Silver Hammer“. კამათი აისახა ჯონ ლენონის აქტიურობაზეც — საბოლოოდ, მას რამდენიმე სიმღერაში არც დაუკრავს. ალბომის გამოცემის დროისთვის ჯონმა ჯგუფი დატოვა, თუმცა ეს ყველასთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მომდევნო წელს მაკ-კარტნის წასვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომს თავდაპირველად მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება ჰქონდა, Abbey Road-ის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მისი მუსიკა არ იყო „ავთენტური“. კრიტიკა შეეხო დადგმის ხელოვნურ ეფექტებსაც. ამ შეფასებებთან კონტრასტშია თანამედროვე კრიტიკოსების მიერ Abbey Road-ის, როგორც The Beatles-ის საუკეთესო ალბომის, შეფასება და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიჩნევა. ალბომში შესული ჯორჯ ჰარისონის ორი სიმღერა, „Something“ და „Here Comes the Sun“, ითვლება მის მიერ ჯგუფისთვის დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერებად, ხოლო ალბომის გარეკანი, რომელზეც ჯგუფის წევრები გადადიან ები-როუდის სტუდიის ზებრა გადასასვლელზე, იქცა მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად და შემდგომში სხვა მუსიკოსების მიერ ხშირად მიბაძულად.

წარმოშობა

ალბომის Get Back ჩაწერის დროს (მას ეწოდა Let It Be) ჯგუფში უამრავ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ მაკ-კარტნი უკმაყოფილო იყო და სურდა ისეთი ალბომის ჩაწერა, რომელიც ძველი The Beatles-ის სტილში იქნებოდა და ამ ალბომზე The Beatles იქნებოდა ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო.

Let It Be ნაწილობრივ დასრულებული იყო, როდესაც დაიწყო ახალი სესიები, სინგლის „Ballad of John and Yoko“/„Old Brown Shoe“ გამოცემის შემდეგ. ხმის ჩაწერის პროცესი გაგრძელდა 2 ივლისიდან 1 აგვისტომდე. ალბომის დასრულების შემდეგ ჯგუფი დაუბრუნდა პროექტს „Get Back“/„Let It Be“, მაგრამ საბოლოოდ გამოსცა Abbey Road.

ალბომის ერთი მხარე სტილისტურად განსხვავდება მეორე ნახევრისგან. პირველი არის ცალკეული სიმღერების კომპილაციური ალბომი, ხოლო მეორეზე სიმღერები ერთმანეთს უერთდება. გარკვეულწილად, აქ შესრულებულია კონკრეტული ამოცანა - ლენონსაც და მაკ-კარტნისაც ჰქონდათ საკუთარი სიმღერები, რომელთა შეერთება უფრო საინტერესო შედეგს იძლეოდა.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
1.„Come Together“ჯონ ლენონი4:20
2.„Something“ (ჯორჯ ჰარისონი)ჯორჯ ჰარისონი3:03
3.„Maxwell's Silver Hammer“პოლ მაკ-კარტნი3:27
4.„Oh! Darling“პოლ მაკ-კარტნი3:33
5.„Octopus's Garden“ (რინგო სტარი)რინგო სტარი2:51
6.„I Want You (She's So Heavy)“ჯონ ლენონი7:47
მხარე 2
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
7.„Here Comes the Sun“ (ჯორჯ ჰარისონი)ჯორჯ ჰარისონი3:05
8.„Because“ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი2:45
9.„You Never Give Me Your Money“პოლ მაკ-კარტნი4:02
10.„Sun King“ჯონ ლენონი2:26
11.„Mean Mr. Mustard“ჯონ ლენონი1:06
12.„Polythene Pam“ჯონ ლენონი1:12
13.„She Came in Through the Bathroom Window“პოლ მაკ-კარტნი1:57
14.„Golden Slumbers“პოლ მაკ-კარტნი1:31
15.„Carry That Weight“ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი1:36
16.„The End“პოლ მაკ-კარტნი2:05
17.„Her Majesty“პოლ მაკ-კარტნი0:23
საერთო ხანგრძლივობა:47:23

ჩარტები

ყოველკვირეული ჩარტები

1987 წლის გამოცემა
ჩარტიპოზიცია
იაპონია[18]6
ბრიტანეთი[25]30

2009 წლის გამოცემა
ჩარტიპოზიცია
ავსტრალია[26]12
ავსტრია[27]36
ბელგია (ფლანდრია)[28]20
ბელგია (ვალონია)[29]28
დანია[30]18
ფინეთი[31]12
გერმანია[32]41
იტალია[33]7
იაპონია[34]12
მექსიკა[35]8
პორტუგალია[36]4
ესპანეთი[37]13
შვედეთი[38]6
შვეიცარია[39]28
ახალი ზელანდია[40]8
ბრიტანეთი[22]6
აშშ Billboard Comprehensive Albums[41]3

ათწლეულის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (1960-იანები)პოზიცია
ბრიტანეთი[42]4
ჩარტი (1970-იანები)პოზიცია
იაპონია[18]22

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[46]ალმასი500 000x
ავსტრალია (ARIA)[47]3× პლატინა210 000^
კანადა (Music Canada)[48]ალმასი1 000 000^
საფრანგეთი (SNEP)[50]2x ოქრო729,800[49]
გერმანია (BVMI)[51]პლატინა500 000^
იტალია (FIMI)[52]ოქრო50 000*
იაპონია655,000[18]
ახალი ზელანდია (RMNZ)[53]5× პლატინა75 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[54]2× პლატინა600 000^
აშშ (RIAA)[55]12× პლატინა12 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[56]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა