Abacab

Abacabინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წელს.

Abacab
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 18 სექტემბერი, 1981
ჩაიწერა მაისი - ივნისი, 1981, The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 47:10
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Duke
(1980)
Abacab
(1981)
3X3
(1982)
სინგლები ალბომიდან Abacab
  1. „Abacab“
    გამოცემის თარიღი: 14 აგვისტო 1981
  2. „No Reply At All“
    გამოცემის თარიღი: 9 სექტემბერი 1981
  3. „Keep It Dark“
    გამოცემის თარიღი: 23 ოქტომბერი 1981
  4. „Man On The Corner“
    გამოცემის თარიღი: 5 მარტი 1982
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]
Q2/5 stars[3]

მიმოხილვა

ჯენესისმა ამ ალბომით განაინაცვლა უფრო მსუბუქი მუსიკისკენ, რაც უკვე დაიწყო დისკში Duke. როგორც მოყვარულებმა, ასევე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვანი შეფასება მისცეს ჯგუფის ამ თამამ ექსპერიმენტს. მაგრამ თავად ჯგუფის წევრების თქმით, მიმდინარეობის შეცვლა იყო ბუნებრივი, რადგან აუცილებელი იყო საკუთარი თავის გადარჩენა, ცვალებად მუსიკალურ სცენაზე, რომელსაც იპყრობდა 80-იანების ჟღერადობა. შედეგად, „სასათაურო სიმღერა“, „No Reply At All“, „Keep It Dark“ და „Man On The Corner“ იქცნენ წარმატებულ სინგლებად. ალბომი მათი დახმარებით მოხვდა ბრიტანეთის პოპულარული დისკების ჩარტების #1 ადგილზე, გაიყიდა რამდენიმე მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ჯგუფის პირველ პლატინის დისკად აშშ-ში.

Abacab გამოირჩევა ფილ კოლინზის მიერ შემუშავებული დასარტყმელი საკრავების პარტიებით - ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რამაც დისკს იმ დროისათვის თანამედროვე ჟღერადობა შესძინა. თუმცა, იგივე ეხება პიტერ გებრიელის იმდროინდელ ნაშრომებს, მით უმეტეს, რომ ყველას საერთოდ პროდიუსერი ჰიუ პეჯემი იყო.

გარდა ჯენესისისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების გამოყენებისა, დისკში ინტეგრირებულია ახლებიც - ჯგუფის Earth, Wind & Fire სტილის საყვირების სექციები (რომლებიც ასევე ფილ კოლინზის ალბომებზე გამოჩნდა), ფანკის რითმები („Dodo/Lurker“) და სხვა.

წლების მანძილზე ჯენესისი გარე პროდიუსერების დახმარებას იყენებდა. იგივე შეიძლება ითქვას ამ დისკზეც, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროდიუსერების სახით ტრიოს წევრებმაც ჩაწერის პროცესში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს.

ალბომის სახელწოდება აღებულია სასათაურო კომპოზიციიდან. გიტარისტ მაიკ რეზერფორდის თქმით, კომპოზიცია სამ ნაწილად იყოფა. შესაბამისად, სამივე იყო აღნიშნული a, b და c ასოებით. ჯგუფმა თავად დაალაგა ნაწილების თანმიმდევრობა და მიიღო ასეთი ქრონოლოგია - Accaabbaac.

მიუხედავად სტილისტური ცვლილებებისა, Abacab ითვლება ჯენესისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემად, რომელმაც მსმენელი მოამზადა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის - Genesis და Invisible Touch. ჯგუფი მოექცა პანკის/ახალი ტალღის რევოლუციის გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი გამოიტანა მინიმალისტური, ხალისიანი სიმღერების სახით, რომლებმაც ტრიო მოისროლეს ჩარტებში ისე, როგორც არასდროს.

ალბომისთვის დაიწერა კიდევ სამი სიმღერა - „Paperlate“, „You Might Recall“, და „Me & Virgil“. სამივე გამოიცა EP დისკზე 3 X 3, რომელიც ასევე მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტებში. სიმღერები ასევე შეიტანეს დისკზე Three Sides Live (1982).

კიდევ ორი სიმღერა, „Naminanu“ და „Submarine“ გამოიცა ალბომის სინგლების B-გვერდებზე, მაგრამ თავდაპირველად ისინი უნდა შეეტანათ სიმღერებთან „Dodo/Lurker“ ერთად, რადგან ეს ორი კონცეპტუალური პიესის ხასიათს ატარებს.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Abacab“ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი7:02
2.„No Reply at All“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი4:41
3.„Me and Sarah Jane“ბენქსი6:00
4.„Keep It Dark“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი4:34
მხარე two
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Dodo/Lurker“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი7:30
2.„Who Dunnit?“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი3:22
3.„Man on the Corner“კოლინზი4:27
4.„Like It or Not“რეზერფორდი4:58
5.„Another Record“ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი4:30

B-მხარეები

  • Naminanu (3:54, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Keep It Dark
  • Submarine (4:38, ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში Man On The Corner
  • Paperlate (3:23), You Might Recall (5:31) და Me And Virgil (6:18, ყველა სიმღერის ავტორი - ბენქსი, კოლინზი, რეზერფორდი) შეტანილია სინგლში 3 X 3.

პერსონალი

ტურნე

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Behind the Lines/Duchess
  2. The Lamb Lies Down On Broadway (ყოველთვის არ სრულდებოდა)
  3. Dodo/Lurker
  4. Abacab
  5. Carpet Crawlers
  6. Me and Sarah Jane
  7. Misunderstanding
  8. No Reply
  9. Firth of Fifth
  10. Man on the Corner
  11. Who Dunnit?
  12. In the Cage/Cinema Show/Slippermen/Afterglow
  13. Turn It On Again
  14. Dance on a Volcano/drum duet/Los Endos
  15. I Know What I Like

სერტიფიცირებები

რეგიონიჯილდოთარიღი
საფრანგეთი – SNEPოქრო (100,000 ერთეული)1981[4]
Germany – BVMIოქრო (250,000 ერთეული)1988[5]
იტალია – AFIოქრო (50,000 ერთეული)25 ოქტომბერი 1981[6]
ბრიტანეთი – ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციაოქრო (100,000 ერთეული)24 სექტემბერი 1981[7]
აშშ – RIAA2x პლატინა (2,000,000 ერთეული)11 თებერვალი 1988[8]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა