420 (მარიხუანა)

4:20 ან 4/20 (ინგლ. four-twenty) — ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში მარიხუანის მოწევის მალულად მისათითებლად იყენებენ და, ასოციაციით, ვინმეს მარიხუანის კულტურასთან დასაკავშირებლად. ხშირად ტერმინები, როგორიცაა „420-თან მეგობრული“ ჩნდება ბინის გამქირავებელთა განცხადებებში, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მცხოვრებლები ტოლერანტულები არიან მარიხუანის მწეველებთან.

ლუის პასტორის ქანდაკება (შექმნილი ბენი ბუფანოს მიერ)[1][2] სან-რაფაელის სკოლის ეზოში.

წარმოშობა

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის წარმოშობის მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს, საყოველთაოდ მიღებული ვერსიით 1971 წელს მოზარდთა ჯგუფი სან-რაფაელის საშუალო სკოლიდან (კალიფორნია) სკოლის შემდეგ 4:20 საათზე იკრიბებოდა მარიხუანის მოსაწევად ლუი პასტერის ქანდაკებასთან.[3] ეს ტერმინი შემდგომში ამ ჯგუფის მისალმება გახდა: „420 Louis!“, და პოპულარული გახდა გვიან 1980-იან წლებში როკ-ჯგუფის „გრეიტფულ დედ“ ფანებში. მრავალი მარიხუანის მწეველი დღემდე აგრძელებს 4:20 საათზე ჯგუფური მოწევის ტრადიციას. მოგვიანებით 20 აპრილი (აშშ-ის დათარიღების სისტემით 4/20) კონტრკულტურის დღესასწაული გახდა, სადაც ხალხი მარიხუანის მოწევას ზეიმობს.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა