19 (ადელის ალბომი)

ადელის ალბომი

19 — ინგლისელი მომღერალ ადელის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2008 წლის 28 იანვარს, ლეიბლზე XL Recordings. 2006 წლის მაისში, ბრიტანეთის ხელოვნებათა და ტექნოლოგიის კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ ადელმა დაიწყო სიმღერების გამოქვეყნება და კურსისთვის ჩაიწერა სამი სიმღერისგან შემდგარი დემო-ფირი, რომელიც მეგობარს გადასცა. მეგობარმა დემო Myspace-ზე გამოაქვეყნა, სადაც მას დიდი წარმატება ხვდა წილად და მიიქცია XL Recordings-ის ინტერესი. ამას მოჰყვა ადელსა და ლეიბლს შორის გაფორმებული კონტრაქტი და დამატებითი ვოკალი ჯეკ პენიატის ჩანაწერზე. ამ სესიის დროს მომღერალმა ჯიმ ებისი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი სადებიუტო ალბომის პროდიუსერი გახდა.

19
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 იანვარი, 2008 (2008-01-28)
ჩაიწერა სექტემბერი 2006 – ოქტომბერი 2007
სტუდია
  • Angel Studios
  • Bimbos
  • Highline Ballroom
  • Metropolis Studios
  • Olympic Studios
  • RAK Studios
  • Konk
  • Roxy
  • The Townhouse
  • World Café
ჟანრი სოული
ხანგრძლივობა 43:41
ლეიბლი XL
პროდიუსერი
  • ჯიმ ებისი
  • მარკ რონსონი
  • ეგ უაიტი
ადელი — ქრონოლოგია
19
(2008)
21
(2011)
სინგლები ალბომიდან 21
  1. „Hometown Glory“
    გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი 2007
  2. „Chasing Pavements“
    გამოცემის თარიღი: 21 იანვარი 2008
  3. „Cold Shoulder“
    გამოცემის თარიღი: 20 აპრილი 2008
  4. „Make You Feel My Love“
    გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი 2008
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic68/100[1]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[2]
Digital Spy3/5 stars[3]
The Guardian2/5 stars[4]
The Independent3/5 stars[5]
რობერტ კრისტგოუ(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)(1 ვარსკვლავიანი საპატიო აღნიშვნა)[6]
NME5/10[7]
PopMatters8/10[8]
The Observer5/5 stars[9]
The Sun4.5/5 stars[10]
The Times4/5 stars[11]

ადელი მთლიანი ალბომის სიმღერების ავტორია, თუმცა ჩაწერისას მუშაობდა რამდენიმე თანაავტორთან და პროდიუსერთან, რომელთა შორის იყვნენ საშა სკარბერკი, ეგ უაიტი და ჯიმ ებისი. მათი დახმარებით შეიქმნა ალბომი წარუმატებელ სასიყვარულო ურთიერთობებზე.[12] გამოცემისთანავე კრიტიკოსებმა 19 დადებითად შეაფასე და თვლიდნენ, რომ მას ჰქონოდა შანსი, ქცეულიყო თავისი თაობის ერთ-ერთ გავლენიან და პატივსაცემ შემსრულებლად.[13]19-მ მიიღო რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის, მერკურის ჯილდო და გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.[14] მეორე სინგლი, "Chasing Pavements" აგრეთვე გრემის გამარჯვებული იყო - პოპ-მუსიკის კატეგორიაში საუკეთესო ქალი შემსრულებლის პოზიციაზე.[14]

19 კომერციულადაც წარმატებული იყო, მოხვდა რა გამოცემისთანავე ბრიტანეთის ჩარტში №1 პოზიციაზე[15] და მიაღწია Billboard 200-ის მეოთხე ადგილამდე. ალბომი ბრიტანეთში რამდენიმეჯერ იყო სერტიფიცირებული პლატინის სტატუსით და აშშ-ში ორმაგი პლატინის სტატუსის მატარებელია.[16][17] მისმა მსოფლიო გაყიდვებმა დაახლოებით 7 მილიონი ასლი შეადგინეს.[18]

სიმღერების სია

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Daydreamer“ადელ ედკინსიჯიმ ებისი3:41
2.„Best for Last“ედკინსიებისი4:19
3.„Chasing Pavements“
  • ედკინსი
  • ეგ უაიტი
ეგ უაიტი3:31
4.„Cold Shoulder“
  • ედკინსი
  • საშა სკარბეკი
მარკ რონსონი3:12
5.„Crazy for You“ედკინსიებისი3:28
6.„Melt My Heart to Stone“
  • ედკინსი
  • უაიტი
უაიტი3:24
7.„First Love“ედკინსიებისი3:10
8.„Right as Rain“
  • ედკინსი
  • ლეონ მიხელსი
  • ჯეფ სილვერმანი
  • ნიკ მოვშონი
  • კლეი ჰოლი
ებისი3:17
9.„Make You Feel My Love“ბობ დილანიებისი3:32
10.„My Same“ედკინსიებისი3:16
11.„Tired“
  • ედკინსი
  • უაიტი
უაიტი4:19
12.„Hometown Glory“ედკინსიებისი4:31

სერტიფიცირებები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[20]2× პლატინა213,000[19]
ბელგია (BEA)[21]2× პლატინა60 000*
კანადა (Music Canada)[22]3× პლატინა240,000^
დანია (IFPI Denmark)[23]ოქრო15 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[24]ოქრო15,709[24]
გერმანია (BVMI)[25]პლატინა200 000^
იტალია (FIMI)[26]პლატინა70 000*
მექსიკა (AMPROFON)[27]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward40 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[28]2× პლატინა30 000^
ესპანეთი (PROMUSICAE)[29]პლატინა80 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[30]პლატინა30 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[32]7× პლატინა2,309,688[31]
აშშ (RIAA)[33]3× პლატინა3 000 000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[34]3× პლატინა3 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა