ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติห้วยน้ำดัง) — ეროვნული პარკი ტაილანდში, ჩიანგმაის პროვინციასა და მეჰონგსონის პროვინციაში. მთიანი პარკი მდიდარია მთიანი ხედებით, ჩანჩქერებითა და ცხელი წყაროებით.[1]

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติห้วยน้ำดัง

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობაჩიანგმაის პროვინცია, მეჰონგსონის პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანატაილანდის დროშა ტაილანდი
უახლოესი ქალაქიჩიანგმაი
კოორდინატები19°37′34″ ჩ. გ. 99°01′17″ ა. გ. / 19.62611° ჩ. გ. 99.02139° ა. გ. / 19.62611; 99.02139
ფართობი1252 კმ²
მმართველი ორგანოეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

გეოგრაფია

ჰოი-ნამ-დანგის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩიანგმაისა და მეჰონგსონ პროვინციებიდან 100 კმ-ის მოშორებით. პარკის ფართობი 1252 კმ². პარკის უმაღლესი მწვერვალი, დოი ჩანგი 1 962 მეტრის სიმაღლისაა.[2] პარკში მოედინება მდინარეები: პაი და პინგი.[1]

ღირსშესანიშნაობები

დოი ჩანგისა და დოი ქიუს მთებიდან მეზობელი მთიანეთის პეიზაჟების, ხოლო ზამთარში „ღრუბლების ზღვის“ დანახვაა შესაძლებელი. პარკის სახელწოდება დაკავშირებულია ჩანჩქერ ჰოი-ნამ-დანგის სახელთან. ჩანჩქერი 50 მეტრის სიმაღლისა და 40 მეტრის სიგანისაა. პარკის ცხელ წყაროებს შორისაა პონგ დუიტი.[1]

ფლორა და ფაუნა

პარკი ფოთლოვანი და მარადმწვანე ტყეებითაა დაფარული. ხის სახეობებს შორისაა: takian, Dipterocarpus alatus, Michelia floribunda, Ailanthus triphysa, Xylia xylocarpa, Lagerstroemia tomentosa, Pterocarpus macrocarpus, Toona ciliata, tabaek, Sumatran pine, Shorea obtusa დაShorea siamensis. ბინადრობენ სპილოები, ინდური სამბარები, ვეფხვები, მაკაკები, მანგუსტები და ველური ღორები.[1]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა