ჰილარი დაფი

ჰილარი დაფი (ინგლ. Hilary Duff; დ. 28 სექტემბერი, 1987) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მწერალი.

ჰილარი დაფი
დაბადების სახელი ჰილარი ერჰარდ დაფი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1987 (1987-09-28) (36 წლის)
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
სიმღერების ავტორი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) მაიკ კომრი (2010-2016)
შვილ(ებ)ი 1
ნათესავები ჰეილი დაფი (და)
ჟანრი პოპ-მუსიკა
საცეკვაო პოპი
ლეიბლი Disney Music Group
Hollywood Records
RCA Records
საიტი ოფიციალური საიტი

ბიოგრაფია

ჰილარი დაფი 1987 წლის 28 სექტემბერს მაღაზიათა ქსელის მეპატრონის ოჯახში დაიბადა. ოჯახი ტეხასის ქალაქ ჰიუსთონში ცხოვრობდა. მოგვიანებით მომავალი მომღერალი დედასთან და დასთან ერთად კალიფორნიაში გადავიდაა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ მუშაობას შეუდგა.

პირველი სასცენო გამოცდილება ჰილარიმ 6 წლის ასაკში ბალეტ „მაკნატუნაში“ მონაწილეობისას შეიძინა. კალიფორნიაში გადასახლების შემდეგ იგი ხელოვნების გზას დაადგა.

პირველი მთავარი როლი ჰილარი დაფმა 1998 წელს ფილმში „კასპერი ხვდება უენდის“ შეასრულა. ჰილარი პროდიუსერებმა შეამჩნიეს. ერთი წლის თავზე ეკრანებზე ჰილარის მონაწილეობით „სულების შემგროვებელი“. ელის როლის შესრულებისთვის ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ 12 წლის ჰილარიმ ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო მიიღო.

ჰილარი დაფმა დიდი პოპულარობა დისნეის არხის მეშვეობით დაიმსახურა და ემის ჯილდოზე იყო წარდგენილი სერიალ „ლიზი მაკ-გუაიერში“ მონაწილეობისთვის, სადაც იგი თინეიჯერის როლს ასრულებს. 2003 წლის მაისში დაფმა იგივე როლი სერიალის ფართოეკრანიან ვერსიაში შეასრულა. ჰილრიჯის სკოლის დამთავრებისთანავე ლიზი და მისი მეგობრები იტალიაში მიემგზავრებიან, სადაც ჰილარის გმირს ადგილობრივ როკ-ვარსკვლავ იზაბელას მიამსგავსებენ. იქ ლიზი საზიზღარ თინეიჯერისგან ლამაზმან პოპ-მომღერლად იქცევა და ნამდვილი მეგობრობით და სიყვარულით დატკბება.

ფილმოგრაფია

წელისათაურიმშობლიური სახელწოდებაროლიშენიშვნები
1998კასპერი ხვდება ვენდისCasper Meets Wendyვენდი
2002ადამიანის ბუნებაHuman Natureლილა ჯუიტი
2003აგენტი კოდი ბენქსიAgent Cody Banksნატალი კონორსი
2003ლიზი მაკგუაერიThe Lizzie McGuire Movieლიზი მაკგუაერი/იზაბელა პარიჯი
2003ბითუმად უფრო იაფიაCheaper by the Dozenლორეინ ბეიკერი
2004კონკიას ამბავიA Cinderella Storyსემ მონტგომერი
2004აიმაღლე ხმაRaise Your Voiceტერი ფლეტჩერი
2004სანტას ძიებაშიIn Search of Santaკრისტალიხმა
2005იდეალური მამაკაციThe Perfect Manჰოლი ჰამილტონი
2005ბითუმად უფრო იაფია 2Cheaper by the Dozenლორეინ ბეიკერი
2006რეალური გოგონებიMaterial Girlsტანზი მარჩეტაასევე პროდიუსერი
2008კორპორაცია ომიWar, Inc.იონიკა ბაბუაჰი
2009დამშვიდდიStay Coolშანს ო, ნილი
2009გრეტაGretaგრეტაასევე აღმასრულებელი
პროდიუსერი
2011სისხლის ფასიBloodworthრეივენ ჰაფაკრი
2012მას მე ვუნდივარShe Wants Meკიმ პაუერსი
2012ღამე სუპერმარკეტშიFoodfight!მზის ქალღმერთი[1]ხმა
2013ფრთებიWingsუინდიხმა
2014ფრთები:ზეციური ძალების გმირებიWings: Sky Force Heroesუინდიხმა
2015გაურკვეველიაFlock of Dudesამანდა

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • Santa Claus Lane (2002)
  • Metamorphosis (2003)
  • Hilary Duff (2004)
  • Dignity (2007)
  • Breathe In. Breathe Out (2015)

დამატებითი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა