ჰიკეანე პლანეტა

სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის ჰიპოთეტური ტიპი

ჰიკეანე პლანეტა (ინგლ. Hycean planet; სიტყვა წყალბადის (ინგლ. hydrogen) და ოკეანის[1] (ინგლ. ocean) კომბინაცია) — სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის ჰიპოთეტური ტიპი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ცხელ, წყლით დაფარულ პლანეტას წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი და შეიძლება, მათზე სიცოცხლეც არსებობდეს.[2][3] მკვლევართა განცხადებით, სიმკვრივიდან გამომდინარე, ჰიკეანე პლანეტები უნდა მოიცავდნენ კლდოვან სუპერდედამიწებს და მინინეპტუნებს (მაგალითად, K2-18b და TOI-1231 b)[1][3]. ამიტომ, მათი წილი საკმაოდ დიდი უნდა იყოს ეგზოპლანეტათა პოპულაციაში.[2]

ჰიპოთეტური ჰიკეანე პლანეტა ორი ბუნებრივი თანამგზავრით (ილუსტრაცია).

ჰიკეანე პლანეტა შეიძლება გაცილებით უფრო დიდი იყოს, ვიდრე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები აქამდე მიიჩნეოდა. მათი რადიუსი დედამიწისას 2,6-ჯერ შეიძლება აჭარბებდეს,[2] მასა კი 5-10-ჯერ. გარდა ამისა, ამ პლანეტათა სასიცოცხლო ზონა უფრო ვრცელი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწის მსგავს პლანეტათა შემთხვევაში. ამ პლანეტების საშუალო ტემპერატურა გვიანდელი M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავების შემთხვევაში შეიძლება 227 °C-მდე ადიოდეს.[2]

ამას გარდა, ზოგიერთი ასეთი პლანეტა შეიძლება გრავიტაციულად იყოს ჩაკეტილი, ანუ ვარსკვლავისკენ მუდმივად მხოლოდ მისი ერთი მხარე იყოს მოქცეული; სიცოცხლისათვის ხელსაყრელი სწორედ ეს მხარე უნდა იყოს. ასევე შეიძლება იყოს ცივი ჰიკეანე პლანეტები, დედავარსკვლავისგან ძალიან შორს.[2] ჰიკეანე პლანეტებზე მალე შეიძლება ბიოლოგიური კვალის ძებნა დაიწყონ უმძლავრესი ტელესკოპებით, მათ შორის, ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპით, რომელსაც NASA 2021 წლის დეკემბერში გაუშვებს.[2]

ტერმინი „ჰიკეანე პლანეტა“ პირველად 2021 წლის აგვისტოში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოიყენეს. ამის საფუძველი მათ პლანეტების ატმოსფეროს, სიმკვრივისა და სხვა მახასიათებელთა შესწავლამ მისცა.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა