ჰაიათ სინდი

ჰაიათ ბინთ სულეიმან იბნ ჰასან სინდი (არაბ. حياة سندي‎; დ. 6 ნოემბერი, 1967, მექა, საუდის არაბეთი) —  ექიმი, საუდის არაბეთის სამეფოს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი პირველი ქალი წევრი. მან დიდი წვლილი შეიტანა სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო გამოკვლევის შემუშავებაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ჟურნალმა Arabian Business-მა ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი არაბების სიაში შეიყვანა, სადაც საერთო სიაში მე-19 და ქალთა სიაში მე-9 ადგილი დაიკავა.[1][2]

ჰაიათ სინდი
მშობლიური სახელი حياة سندي
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1967 (55 წლის)
მექა, საუდის არაბეთი
მოქალაქეობა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
განათლება ლონდონის კინგსის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მეცნიერი, მკვლევარი (მედიცინის სფერო)
ჯილდოები 100 ქალი (2018)

განათლება

ჰაიათ სინდი მექაში დაიბადა. 1991 წელს მან დაარწმუნა ოჯახი, დიდ ბრიტანეთში მარტო გაეგზავნათ უმაღლესი განათლების მისაღებად. ინგლისური ენის დონეზე შესწავლის შემდეგ იგი ჩაირიცხა ლონდონის კინგსის კოლეჯში, სადაც 1995 წელს მიიღო ხარისხი ფარმაკოლოგიაში. კინგსის კოლეჯში სწავლისას მას მიენიჭა პრინცესა ანას სახელობის ჯილდო ალერგოლოგიის დარგში ჩატარებული სამუშაოსთვის..

სინდი, რომელსაც ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავი ეკეთა, უნივერსიტეტში სწავლის დროს იძულებული გახდა უარი ეთქვა რელიგიურ და კულტურულ შეხედულებებზე. იგი თვლიდა, რომ რელიგიას, კანის ფერსა და სქესს საერთო არაფერი ჰქონდა სამეცნიერო საქმიანობასთან. სინდიმ განაგრძო სწავლა, 2001 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოტექნოლოგიაში ნიუნემის კოლეჯში, კემბრიჯი. ის გახდა პირველი საუდელი ქალი, რომელიც სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიის დარგში და პირველი ქალი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი აღნიშნულ სფეროში.

კარიერა

რაფაელ გროსთან ერთად

ჰაიათ სინდი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ნაშრომიდან გამომდინარე, ის რეგულარულად იმყოფება ჯიდაში, ბოსტონსა და კემბრიჯში (მასაჩუსეტსი). ჰარვარდის ლაბორატორიაში მუშაობამ მას საშუალება მისცა ოთხ სხვა მეცნიერთან ერთად გამოჩენილიყო დოკუმენტურ ფილმში, რომელიც წარმოებულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის მხარდაჭერით, ახალგაზრდებში სამეცნიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით. თავის სამეცნიერო მუშაობასთან ერთად სინდი აქტიურად არის ჩართული მრავალ აქტივობაში, რომელიც მიმართულია ქალებში მეცნიერების ცნობიერების ამაღლებისკენ, განსაკუთრებით საუდის არაბეთში და დანარჩენ მუსლიმურ სამყაროში. ის ასევე შეშფოთებულია არაბული ტვინების გადინებით. ჰაიათ სინდი გახლდათ მოწვეული სპიკერი 2005 წელს ჯიდას ეკონომიკურ ფორუმზე ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.

2010 წელს სინდი გახდა ხალიდ იბნ ფეისალ ას-საუდის მიერ სამეცნიერო ინოვაციებისთვის წარდგენილი პრემია Mekkah Al Mukara -ის  მფლობელი. [3]

2012 წლის 1 ოქტომბერს  იუნესკოს ხელმძღვანელმა, ირინა ბოკოვამ, სინდი დანიშნა იუნესკოს კეთილი ნების ელჩად ახლო აღმოსავლეთში სამეცნიერო განათლების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით გოგონებში.[4] ის ასევე მოხვდა ჟურნალ Newsweek-ის 150 ქალში, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო 2012 წელს.[5][6]

2013 წლის იანვარში სინდი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც შევიდა საუდის არაბეთის მრჩეველთა საბჭოში.[7]

კლინტონის გლობალური ინიციატივის (Clinton Global Initiative) ყოველწლიურ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 2014 წლის 21-24 სექტემბერს, ჰაიათ სინდის მიენიჭა ჯილდო სამოქალაქო საზოგადოებაში ლიდერობისთვის.[8][9]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა