ჯულიან ბარნსი

ჯულიან პატრიკ ბარნსი (ინგლ. Julian Patrick Barnes; დ. 19 იანვარი, 1946) — ინგლისელი მწერალი. 2011 წლის ბუკერის პრემიის მფლობელი წიგნისთვის დასასრულის განცდა. მწერლის სამი ნაწარმოები ასევე წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე: ფლობერის თუთიყუში (1984), ინგლისი, ინგლისი (1998) და არტური და ჯორჯი (2005). წერს დეტექტივებსაც დენ კავანაჰის ფსევდონიმით.[1] გარდა რომანებისა, გამოქვეყნებული აქვს ესეებისა და მოთრობების კრებულები. მიღებული აქვს სომერსეტ მოემის ჯილდო და ჯოფრი ფაბერის მემორიალური პრიზი.

ჯულიან ბარნსი

ბარნსი 2019 წელს
დაბადების სახელი ჯულიან პატრიკ ბარნსი
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1946 (1946-01-19) (78 წლის)
ლესტერი, ინგლისი
რეზიდენცია ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
ალმა-მატერი ოქსფორდი
საქმიანობა მწერალი
ცნობილი ნაშრომები დასასრულის განცდა (2011), ფლობერის თუთიყუში (1984)
მეუღლე(ები) პეტ კავანაჰი (1979-2008)
ჯილდოები ბუკერის პრემია (2011)
საიტი julianbarnes.com

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

ჯულიან ბარნსი დაიბადა 1946 წლის 19 იანვარს, ლესტერში, ინგლისში. თუმცა, მისი დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონის გარეუბნებში გადავიდა.[2][3] ბარნსის ორივე მშობელი ფრანგულის მასწავლებლები იყვნენ. იგი 1957 წლიდან 1964 წლამდე სწავლობდა „ლონდონის სკოლის ქალაქში“. 10 წლის ასაკში, ბარნსის დედამ მას უთხრა რომ მას დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. 1956 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნორდვუდში, მიდლექსში. ბარნსმა სწავლა ოქსფორდში, მაგდალინას კოლეჯში განაგრძო, სადაც იგი თანამედროვე ენებს დაეუფლა.[4] სწავლის დამთავრების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონისთვის, ლექსიკოგრაფად მუშაობდა. შემდეგ კი, ჟურნალებისთვის, „New Statesman“-სთვის და „New Review“-ისთვის ლიტერატურულ რედაქტორად. „New Statesman“-ში მუშაობის დროს იგი საშინელ მორცხვობას განიცდიდა, ბარნსი ამბობს: „როდესაც ყოველკვირეული შეხვედრები იმართებოდა, მე ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი რომ თანამშრომლების მუნჯი წევრი ვიყავი.“

პირადი ცხოვრება

ბარნსი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონფიდენციალურობას ინარჩუნებს, თუმცა ინტერვიუების დროს, გულწრფელობით გამოირჩევა. მისი ძმა ჯონათან ბარნსი, ფილოსოფოსია. ბარნსი ადამიანების უფლებების ორგანიზაციის, „თავისუფლება წამებისაგან“-ის მფლობელია, სადაც იგი ხშირად მართავს ივენთებსა და კამპანიებს.[5] 1983 წლიდან ცხოვრობს ჩრდილოეთ ლონდონში, ტუფნილის პარკში.

არის აგნოსტიცისტი.[6]

ბარნსი 1979 წელს დაქორწინდა ლიტერატურულ აგენტზე, პეტ კავანაჰზე, რომელიც 2008 წლის 20 ოქტომბერს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ბარნსმა მეუღლის სიკვდილის შესახებ, თავისი წიგნის, „ცხოვრების დონეები“-ს ერთ-ერთ ესეში ისაუბრა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა