ხორტობადის ეროვნული პარკი

ხორტობადი (უნგრ. Hortobágyi Nemzeti Park) — საერთო სახელწოდება აღმოსავლეთ უნგრეთის ჰაიდუ-ბიჰარის მხარის სოფლისა და 800 კმ² ფართობის ეროვნული პარკისა. პარკი ალფიოლდის დიდი ვაკის შემადგენელი ნაწილია და ეროვნულ პარკად 1973 წელს გამოცხადდა (პირველი უნგრეთში), 1999 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.[1] ხორტობადი უნგრეთის უდიდესი დაცული ტერიტორია და ევროპის უდიდესი ბუნებრივი საძოვარია.[2]

ხორტობადის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაუნგრეთის დროშა უნგრეთი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიiv, v
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები47°36′00″ ჩ. გ. 21°06′00″ ა. გ. / 47.60000° ჩ. გ. 21.10000° ა. გ. / 47.60000; 21.10000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1999  (23-ე სესია)
ნომერი474
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 474
ინგლ.რუს.ფრ.

ხორტობადი სტეპური, ბალახიანი ვაკეა სადაც უამრავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი, ხარი და ცხენია, რომელებსაც მწყემსები მეთვალყურეობენ. ტერიტორიაზე ბინადრობს მრავალი პოპულაცია, მათ შორის 342 სახეობის ფრინველი. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ძეგლია ცხრათაღიანი ხიდი. ლანდშაფტში გამოირჩევა T-ს ფორმის ჭები; ხშირია მირაჟები.

ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ ეს ტუტოვანი სტეპი შუა საუკუნეებში უზარმაზარი ტყეების მასივების გაჩეხვის შედეგად წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ხორტობადი ბევრად ძველია. ტუტოვანი პროცესები აქ ათი ათასი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ტისამ თავის კალაპოტი უნგრეთის დიდ ვაკეზე იპოვა. ფორმაცია დასრულდა მსხვილი ცხოველების გამოჩენით, მათ შორის იყვნენ მასტოდონტები და გარეული ცხენები გამყინვარების პერიოდში, რომლებსაც სხვა შინაური ცხოველები მოჰყვნენ.[3]

ხორტობადთან ასევე დაკავშირებულია ნეგატიური ნიუანსები. ეს იყო ადგილი, სადაც უნგრელი სტალინისტები თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს იძულებით სამუშაოზე გზავნიდნენ, განსაკუთრებით კომინფორმის რეზოლუციის შემდეგ. უმრავლეს შემთხვევებში, ის იმავე მიზნებს ემსახურებოდა რასაც გოლი-ოტოკის ციხე ტიტოს რეჟიმის იუგოსლავიაში და ბარაგანის ვაკე რუმინეთში.[4][5]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა