ხერსონი

ქალაქი უკრაინაში

ხერსონი (უკრ. Херсон) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. 2020 წლის 17 ივლისიდან ქალაქი არის ხერსონის რაიონის ცენტრი და განთავსებულია ხერსონის თემის ადმინისტრაცია.[2] წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის (მიკოლაივი-სნიჰურივკა-ჯანკოი) ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.

ქალაქი
ხერსონი
უკრ. Херсон

(ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ):
    • ხერსონის სამხატვრო მუზეუმი
    • წმინდა ეკატერინეს ტაძარი
    • საზღვაო სკოლა
    • ხერსონის რაიონული სასამართლო
დროშაგერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ხერსონის ოლქი
კოორდინატები 46°38′33″ ჩ. გ. 32°37′30″ ა. გ. / 46.64250° ჩ. გ. 32.62500° ა. გ. / 46.64250; 32.62500
მმართველი იჰორ კოლიხაევი
დაარსდა 1778
ფართობი 68.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
მოსახლეობა 279 131 (1 იანვარი, 2022)[1]
სიმჭიდროვე 2,651 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, UTC+3 და აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 552
საფოსტო ინდექსი 73000
საავტომობილო კოდი BT და НТ / 22
ოფიციალური საიტი http://www.city.kherson.ua/
ხერსონი — უკრაინა
ხერსონი
ხერსონი — ხერსონის ოლქი
ხერსონი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალაქი რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[3] რუსეთის ძალების მიერ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შემდეგ, 2022 წლის 11 თებერვალს ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდა.[4] პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით ხერსონს უკრაინის გმირი-ქალაქის წოდება მიენიჭა.[5][6]

2021 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 283 649 კაცს შეადგენდა, რომელთა უდიდესი ნაწილი ეთნიკური უკრაინელია.[7] უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ოკუპანტების შეჭრის შემდეგ მოსახლეობის 45%-მა ქალაქი დატოვა.[8]

ისტორია

ხერსონესი

სიტყვა ხერსონესი ბერძნულად ნახევარკუნძულს ნიშნავს. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო აქ ძვ. წ. V საუკუნეში დაარსდა დორიული ქალაქ ჰერაკლეადან გადმოსახლებული კოლონისტების მიერ. ის ერთადერთი დორიული კოლონია იყო შავი ზღვის სანაპიროზე. იგი შევიდა მითრიდატე ევპატორის მფარველობაში, როდესაც მან ბოსფორის სამეფო დააარსა, შემდეგ კი აქ ბატონობდნენ რომაელები. ბიზანტიის ბატონობის ეპოქაში ხერსონი იქცა იმპერატორის მიერ გადასახლებულთა თავშესაფრად. ასეთი იყო მარტინ I, იუსტინიანე II.

დემოგრაფია

2001 წლის აღწერით, ხერსონში ცხოვრობს შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:

წელიმოსახლეობა
179024 000
192658 000
193997 000
1959158 000
1981361 000
2004354 000
2007329 000

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ხერსონში მშრალი კონტინენტური კლიმატია.[9]

ჰავის მონაცემები — ხერსონი (1991–2020, ექსტრემალური პერიოდები 1955–დან)
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
რეკორდულად მაღალი °C15.218.622.732.037.739.540.540.736.432.021.817.240.7
საშუალო მაღალი °C1.43.18.816.522.927.530.330.123.716.18.43.316.0
საშუალო დღიური °C−1.6−0.64.110.616.721.223.823.317.510.94.70.410.9
საშუალო დაბალი °C−4.4−3.80.05.010.615.317.516.711.86.31.6−2.26.2
რეკორდულად დაბალი °C−26.3−24.4−20.2−7.9−1.55.59.26.6−5.0−7.6−16.2−22.2−26.3
საშუალო ნალექი (მმ)332830324359442938363438444
წვიმიანი დღეები საშუალოდ97912111196991210114
თოვლიანი დღეები საშუალოდ111060000000.34839
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%)85.582.177.168.564.865.362.160.768.476.484.986.873.6
საშუალო თვიური მზიანი საათები63.782.7134.2193.3275.8294.7318.5301.5228.4153.877.650.12 174,3
წყარო 1: Pogoda.ru.net[10]
წყარო 2: მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (ნალექები და მზე 1981–2010)[11]


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა