ჭიჭყინა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქარსალა. |
ჭიჭყინა | |||
---|---|---|---|
აღწერა | |||
ორი გვარის საერთო სახელი | |||
სახელის სტატუსი | |||
არ არის განსაზღვრული | |||
მშობლიური ტაქსონი | |||
ქაშაყისებრნი | |||
გვარები | |||
| |||
|
ჭიჭყინა[1] ან ქარსალა (ცნობილია აგრეთვე როგორც კილკა (რუს. Килька)) — ქაშაყისებრთა ოჯახის ორი გვარის — ქარსალა და სარდელი — საერთო სახელწოდება. გააჩნიათ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. მცირე ზომის თევზები არიან. საშალოდ მათი სხეულის სიგრძეა 10 სმ, ზოგჯერ 17 სმ-მდეც აღწევენ, ხოლო მასა 50 გრამი. ცხოვრობენ გუნდებად როგორც მლაშე, ისე გამტკნარებულ წყლებში, ძირითადად სანაპიროსთან ახლოს. ტოფობა კიდევ უფრო ახლოს ხდება. იკვებებიან პლანქტონებით. ახასიათებს პელაგიური ქვირითი, რომლის რაოდენობა 6-დან 14 ათასამდეა. ცოცხლობენ 3–4 წელი. სქესობრივ სიმწიფეს ცხოვრების მეორე წელს აღწევენ.
ძალიან მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია ბალტიის (მთელი ნათევზავების 10–20%), ჩრდილოეთისა და ნორვეგიის, მცირედ მნიშვნელოვანი კი — ხმელთაშუა და შავ ზღვებში. ჭიჭყინას მოპოვება ხდება რუსეთის, ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, ბულგარეთის, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების მიერ. ყოველწლიური ნათევზავები დაახლოებით 600 ათასი ტონაა.
გამოიყენება სხვადასხვა სახის კონსერვის,[2] შებოლილი და დამარილებული სახით. იყენებენ თევზის ფქვილის დასამზადებლად.