ძროხისებრი ანტილოპა

ძროხისებრი ანტილოპა,[1] ანტილოპა ბუბალი,[2] ჩვეულებრივი ბუბალი ან უბრალოდ ბუბალი[1] (ლათ. Alcelaphus buselaphus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2 , სიმაღლე მინდაოში 130 სმ, მასა 200 კგ. შეფერილობა ქვესახეობებში განსხვავდება: ღია რუხიდან წითელ-ყავისფრამდე. ახასიათებს შავი ფერის ლაქები დრუნჩის შუა საწილსა და ფეხებზე. ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს რქები, რომელიც ერთი საფუძვლიდან იზრდება და განსხვავებული ფორმისაა ქვესახეობათა შორის. ისინი 70 სმ-მდე სიგრძისაა. ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ აფრიკაში, მაგრამ დღეისათვის არეალი მნიშვნელოვნად შემცირებულია. აქტიურია დღისით. ცხოვრობენ ჯოგებად. შეუძლია სწრაფად, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით სირბილი. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. ზოგ ადგილას ნადირობის ობიექტია.

ძროხისებრი ანტილოპა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alcelaphus buselaphus (Pallas, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 811
ქვესახეობათა გავრცელების არეალები

ქვესახეობები

მოიცავს 6 (ზოგი წყაროთი 8) ქვესახეობას:[3][4]

  • ანტილოპა ბუბალი (Alcelaphus buselaphus buselaphus) — ნომინალური სახეობა
  • კონგონი (Alcelaphus buselaphus cokii)
  • ლელვილის ბუბალი (Alcelaphus buselaphus lelwel)
  • დასავლეთაფრიკული ბუბალი (Alcelaphus buselaphus major)
  • სვეინის ბუბალი (Alcelaphus buselaphus swaynei)
  • ანტილოპა ტორა (Alcelaphus buselaphus tora)

ორი სახეობა ზოგიერთი წყაროს მიერ განიხილება ძროხისებრი ანტილოპის ქვესახეობად:

  • კაამა [Alcelaphus caama (Alcelaphus buselaphus caama)]
  • ლიხტენშტეინის ბუბალი [Alcelaphus lichtensteinii (Alcelaphus buselaphus lichtensteinii)]

ლიტერატურა

  • Chris & Tilde Stuart: Field Guide to the Larger Mammals of Afrika. Struik, 2000, ISBN 1-86872-534-0
  • Jean Dorst и Pierre Dandelot: Säugetiere Afrikas, Paul Parey Verlag, 1970. ISBN 3-490-01018-3
  • Don E. Wilson, DeeAnn M. Reeder (Hrsg.): Mammal Species of the World. 3-е издание. The Johns Hopkins University Press, Baltimore 2005, ISBN 0-8018-8221-4.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა