ცარცული სისტემა

სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
პალეოგენიპალეოცენიდანიურიუფრო ახალგაზრდა
ცარცულიზედა
ცარცული
მაასტრიხტული65,5–70,6
კამპანიური70,6–83,5
სანტონური83,5–85,8
კონიაკური85,8–88,6
ტურონული88,6–93,5
სენომანური93,5–99,6
ქვედა
ცარცული
ალბური99,6–112
აპტური112–125
ბარემული125–130
ჰოტრივული130–133,9
ვალანჟინური133,9–140,2
ბერიასული140,2–145,5
იურულიზედა იურულიტიტონურიუფრო ძველი
ცარცული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

ცარცული სისტემა (პერიოდი) (სახელი ეწოდა ევროპის ტერიტორიაზე ამ სისტემის ნალექებში საწერი ცარცის ფართო გავრცელების გამო) — მეზოზოური ჯგუფის რიგით მესამე (უკანასკნელი) სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის მეზოზოური ერის უკანასკნელი პერიოდი). მოსდევს იურულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს პალეოგენურ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით ცარცული პერიოდი დაიწყო 135-137 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 70 მლნ. წელი. ცარცული სისტემა გამოყო 1822 წელს ბელგიელმა გეოლოგმა ჟ. ომელიუს დ’ალუამ პარიზის აუზში.

ცარცული სისტემა იყოფა 2 სექციად, სექციები — სართულებად. ბერიასული, ვალანჟინური, ჰოტრივული და ბარემული სართულები გაერთიანებულია ნეოკომურ ზესართულად, ხოლო კონიაკური, სანტონური, კამპანური და მაასტრიხტული სართულები - სენონურ ზესართულად. იურული პერიოდის ბოლოს მომხდარი ზღვის ვრცელი რეგრესიის შედეგად ადრინდელ ცარცულ ეპოქაში ზღვიური აუზები შემორჩა ხმელთაშუა ზღვის არეში, დასავლეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის გეოსინკლინურ როფებში, აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ციმბირში და სხვა ადგილებში. ბაქნების ვრცელი არეები, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში, ხმელეთს წარმოადგენდა. ცარცული პერიოდის შუაში წყნარი ოკეანის პერიფერიის გეოსინკლინურ სარტყლებში გაძლიერდა ტექტონიკური მოძრაობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. ცარცული პერიოდის ბოლოს განახლდა ტექტონიკური მოძრაობები წყნარი ოკეანის პერიფერიაზე. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ცარცულ პერიოდში გრძელდებოდა გონდვანის შემდგომი დანაწევრება. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლოვნები. გაჩნდა პირველი ფარულთესლიანები, რომლებიც ეპოქის ბოლოს გაბატონდნენ. ხერხემლიანთა ფაუნაში ყველაზე მეტად იყვნენ გავრცელებული ქვეწარმავლები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები); გაჩნდა პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. ცარცული პერიოდის ბოლოს ამოწყდა ამ პერიოდისათვის და საერთოდ მეზოზოური ერისათვისდამახასიათებელი ცხოველების რამდენიმე ჯგუფი: ამონიტები, ბელემნიტები, რუდისტები, დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და სხვა ცხოველები.

ცარცული სისტემის ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ბურღვით ისინი დადგენილია ოკეანის ფსკერზედაც.

სასარგებლო წიაღისეულიდან ცარცული სისტემის ნალექებში აღსანიშნავია ქვანახშირისა და მურა ნახშირის, ნავთობისა და აირის, რკინის მადნის, მარილების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.

ლიტერატურა

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა