ჩიკაგოს კონვენცია

ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, საერთაშორისო საჰაერო სამართლის სფეროში ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია. იგი 1947 წლის 4 აპრილს ამოქმედდა. ჩიკაგოს კონვენციის მონაწილეა 192 სახელმწიფო[1].

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ამოცანებისა და მიზნების, სტრუქტურისა და კომპეტენციის საწესდებო დებულებები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მეორე ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან იკაო-ს ნორმები გვხვდება ჩიკაგოს 1944 წლის კონვეციის I და III ნაწილებში. იკაოს სტანდარტები და რეკომენდაციები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის 18 დანართში, აერსანაოსნო მომსახურების პროცედურებში, დამატებით აერსანაოსნო პროცედურებსა და სარეკომენდაციო ნორმების შემცველ სხვა საბუთებში. ჩიკაგოს კონვენციის მეორე დანართში მოცემულია ფრენის წესები (მხოლოდ ღია ზღვის თავზე ფრენების შესახებ), საბორტო ჟურნალებისადმი წაყენებული მოთხოვნები, ეკიპაჟის მოწმობების აღიარებისა და საფრენად ვარგისობის მოწმობების დადასტურების გარდა, აღნიშნულ სტანდარტებს სახელმწიფოები იცავენ თავის შეხედულებისამებრ. მიუხედავად იმისა, რომ იკაო-ს საერთაშორისო სტანდარტები არ არის მკაცრად სავალდებულო — სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ან არ გამოიყენონ ისინი საკუთარ პრაქტიკაში, მათში ჩადებული და სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესები სახელმწიფოებს აიძულებს შეასრულონ ეს მოთხოვნები. რეალურად, სწორედ ჩიკაგოს კონვენციითა და მისი 18 დანართით განისაზღვრება მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის საქმიანობა, უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება.

სქოლიო

ლიტერატურა

  • დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, თბ. 2009, გამომცემლობა „მერიდიანი“
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა