ჩემი ქალაქის ვარსკვლავი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩემი ქალაქის ვასკვლავი)

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი1970 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი ოთარ აბესაძე.[1]

„„ჩემი ქალაქის ვარსკვლავი““

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ოთარ აბესაძე
პროდიუსერი შოთა ლაფერაძე
სცენარის ავტორი ოტია იოსელიანი
როლებში ზურაბ ქაფიანიძე,
მედეა ბიბილეიშვილი,
კარლო საკანდელიძე
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი ვიქტორ ენგელსი
ოპერატორი არჩილ ფილიპაშვილი,
ალექსანდრე დუბინსკი
მხატვარი ვასილ არაბიძე
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1970
ხანგრძლივობა 89 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

სიუჟეტი

ახალგაზრდა მსახიობი ქალი — ოლოლი ქმართან განქორწინების შემდეგ პროვინციულ ქალაქში ბრუნდება მშობლებთან. დედას და მამას არ ესმით ქალიშვილის პროფესიული და ცხოვრებისეული არჩევნის, რაც ხშირად ხდება ოჯახური უთანხმოების მიზეზი. ოლოლს მაშინვე მიაქცევს ყურადღებას თანამდებობის პირი მამის ხელქვეითი, მაგრამ, ქალი გრძნობს, რომ მამაკაცი კარიერული წინსვლის სურვილითაა შეპყრობილი და მხოლოდ ამიტომ ცდილობს მისი გულის მოგებას. პროვინციული თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, ჭორები, მშობლების დრომოჭმული შეხედულებები სულს უხუთავს ახალგაზრდა ქალს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოლოლს მხარში უდგას, მისი ძმაა — რეჟისორი ფარნაოზი. მისი დახმარებით, ოლოლი ადგილობრივ თეატრში გადაწყვეტს თამაშს. მისივე მეოხებით, ქალი შემთხვევით გაიცნობს გუჯას, რომელიც მშენებლობაზე მძღოლად მუშაობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ოლოლი მასში საინტერესო მოსაუბრეს და განსხვავებული ხედვის ადამიანს აღმოაჩენს. ახალგაზრდები ერთმანეთს უახლოვდებიან და მათ შორის გრძნობები ჩნდება, მაგრამ, განსხვავებული სოციალური მდგომარეობა და ინტერესები მაინც იჩენს თავს. გუჯას უჭირს ოლოლის ამაყ და თავისუფალ ხასიათთან შეგუება, ვერც საზოგადოების იმ ნაწილის აზრს აღწევს თავს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. იგი და ოლოლი სცილდებიან. ფარნაოზის დადგმულ სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდება წილად, ოლოლის შესახებ ადგილობრივი გაზეთები წერენ, მაგრამ წარმატებისაგან ტკბობის მაგიერ, მას ახალი ელდა ელის: გუჯა მშობლების მიერ შერჩეულ საცოლეზე ქორწინდება. ქორწილში თეატრის დასიცაა დაპატიჟებული. წამიერ შეხვედრას ორივე მტკივნეულად განიცდის. გუჯა ქორწინების ღამესვე ტოვებს პატარძალს და სახლიდან მიდის.

როლებს ასრულებენ

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა