ჩემი ბედნიერი ოჯახი

,,ჩემი ბედნიერი ოჯახი'' არის ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმის ძირითადი თემა ქართული ოჯახური თანაცხოვრებაა, მთელი თავისი სირთულეებითა თუ არეული გრძნობებით. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.[1][2]

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“

ჩემი ბედნიერი ოჯახი
ჟანრი დრამა
რეჟისორი ნანა ექვთმინიშვილი, საიმან გროსი
სცენარისტი ნანა ექვთიმიშვილი
ხანგრძლივობა 120 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

სიუჟეტი

ფილმის მთავარი გმირი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს თავისი რუტინული ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გადაწყვეტს. მანანა მიატოვებს დიდ ოჯახს: ქმარს - სოსოს, შვილს - ნინოს და სიძეს - ვახოს, ასევე მეორე შვილს - ლაშას და მშობლებს. იგი იქირავებს ბინას და გადავა მარტო საცხოვრებლად. მანანას არც საყვარელი ჰყავს და არც სხვა ფარული მოტივი ამოძრავებს, იგი უბრალოდ მშვიდ ცხოვრებასა და მოდუნებას ნატრობს, რის საშუალებასაც ოჯახი არ აძლევს. ფილმი გვაჩვენებს ტრადიციებს აყოლილი, თუმცა სულით თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართველი ქალის ისტორიას, რომელიც წინააღმდეგობების მიუხედავად აკეთებს იმას, რაც გულით სურს. სცენარი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ღალატი, ნდობა, გენდერის როლი საზოგადოებაში, პატრიარქატი და ა.შ.[3][4]

მსახიობები

  • მერაბ ნინიძე - სოსო
  • ია შუღლიაშვილი - მანანა
  • მარიამ ბოკერია - კითსი
  • ბერტა ხაფავა - ლამარა
  • ცისია ქუმსიშვილი - ნინო
  • ლიკა ბაბლუანი - თათია ჩიგოგიძე
  • დიმიტრი ორაგველიძე - რეზო
  • გოვენ ჭეიშვილი - ოთარი
  • გიორგი ტაბიძე - ლაშა
  • გიორგი ხურცილლავა - ვახო

ჯილდოები და ნომინაციები

ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალ

  • საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის ჯილდო;
  • კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) პრიზი.

ჰონ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალი

  • საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო - ,,ცეცხლოვანი ფრინველი'' გადაეცა

სოფიას კინოფესტივალი

  • საუკეთესო რეჟისურის ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა