შოთა ჩოჩიშვილი

შოთა ჩოჩიშვილი (დ. 10 ივლისი, 1950, ღვლევი, ქარელის რაიონი — გ. 27 აგვისტო, 2009) — ქართველი ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1972), ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

შოთა ჩოჩიშვილი

შოთა ჩოჩიშვილი (მარცხნივ) 1972 წლის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი შოთა ჩოჩიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1950
დაბ. ადგილი ღვლევი, ქარელის რაიონი
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 2009 (59 წლის)
გარდ. ადგილი გორი
სიმაღლე 190 სმ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი საბრძოლო ხელოვნება
სახეობა ძიუდო
კლუბი „ბურევესტნიკი“ გორი
მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი[1]
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ოქრომიუნხენი 197293 კგ.
ბრინჯაომონრეალი 1976აბსოლუტური
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაოვენა 1975აბსოლუტური
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლიმადრიდი 1973აბსოლუტური
ვერცხლილონდონი 1974აბსოლუტური
ვერცხლილიონი 1975აბსოლუტური
ბრინჯაორაინის ლუდვიგსჰაფენი 1977აბსოლუტური

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1976), მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (1973, 1974, 1975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1974, 1977) და ორგზის მესამე (1974, 1975) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977).

ბიოგრაფია

შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან. 1972 წელს, სსრკ ჩემპიონატში, შოთამ მე-5 ადგილი დაიკავა და საოლიმპიადო ნაკრებში მხოლოდ სტანისლავ ივანოვის (სსრკ სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რომელიც თვლიდა, რომ 93 კგ წონით კატეგორიაში, შიდა ჩემპიონატზე ნაჩვენები მე-5 ადგილის მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი ფალავანი იყო. 1989 წელს მონაწილეობდა შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგაში, სადაც სუპერპოპულარულ იაპონელ ფალავანს ანტონიო ინოკისაც სძლია.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „შოთა ჩოჩიშვილი“. 2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის — IJF — დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ). სპეციალური დიპლომი მის შვილს გადაეცა. ძიუდოისტი იყო მისი ვაჟი რამაზი, რომელიც ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 1996, 2001 და 2003 წლებში რამაზ ჩოჩიშვილი ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, 1999 და 2000 წლებში თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 1999 წელს კი მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამას გარდა არაერთი მედალი მოიპოვა IJF-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე.

2008 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.[2]

პერიოდიკა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა