შიზოიდური პიროვნების აშლილობა

შიზოიდური პიროვნების აშლილობა (შპა)პიროვნების აშლილობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობებისადმი უინტერესობით, განდეგილი ან განმარტოებული ცხოვრების სტილით, ჩაკეტილი ცხოვრება, ემოციური სიცივე და აპათია. დაავადებულმა ინდივიდებმა შესაძლოა შექმნან მდიდარი, დეტალურად შემუშავებული და ექსკლუზიურად შიდა ფანტაზიური სამყარო.[1][2]

შიზოიდური პიროვნების აშლილობა
შიზოიდურ პიროვნებებს თითქმის ყოველთვის ურჩევნიათ დროის მარტო გატარება და არ ჰყავთ ახლო მეგობრები (ან მხოლოდ ერთი ან ორი). გერმანელმა ფსიქიატრმა ერნსტ კრეჩმერმა შიზოიდებს „წიგნისა და ბუნების მეგობრები“ უწოდა.
დარგი ფსიქიატრია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F60.1
ICD-9 301.20
MedlinePlus 000920
MeSH D012557

შპა არ უნდა აგვერიოს შიზოფრენიასთან, შიზოტიპურ პიროვნების აშლილობასთან ან ანტისოციალურ პიროვნების აშლილობასთან. თუმცა, არსებობს შპა-ს, A კლასტერისა და შიზოფრენიის გამომწვევი გენებს შორის კავშირის მტკიცებულებანი. შპა მოიაზრება შიზოფრენიული აშლილობათა სპექტრის ნაწილად.[3][4][5]

ნიშნები და სიმპტომები

შიზოიდური პიროვნების აშლილობის მქონე ხალხი ხშირად არიან ცივები, ინდიფერენტულები და გულგრილები რაც ხშირად ქმნის ინტერპერსონალურ სირთულეებს. შპა-თი დიაგნოზირებული ხალხის უმეტესობას უჭირს ურთიერთობების ჩამოყალიბება და გრძნობების გამოხატვა. ისინი შეიძლება პასიურად შეეგებონ არასასურველ გარემოებებს. მათი სხვებთან კომუნიკაცია შეიძლეწბა ხშირად გამოჩნდეს როგორც ინდიფერენტული ან ლაკონურები. იმის გამო, რომ მათ უჭირთ აზრიანი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ისინი სწორად ვერ აფასებენ თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვთ ხალხთან.[6]

შიზოიდურ პიროვნებებს უჭირთ თვით-გაცნობიერებულობის მიღწევა და სოციალურ სიტუაციებში მათი ქცევების გავლენის შეფასება. რ.დ. ლაინგი გვთავაზობს ახსნას, რომ, როდესაც ადამიანს არ აქვს ინტერპერსონალური რეალობის აღქმის გრძნობა, საკუთარ თავზე წარმოდგენა ხდება მეტად ცარიელი რასაც ინდივიდი მიჰყავს იმ გრძნობამდე რომ ის წარმოსახვითი პერსონაჟია.[6]

როცა მათი პირადი სივრცე ირღვევა ისინი თავს გრძნობენ სულშეხუთულებად და უჩნდებათ თავის გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი. შპა-ს მქონე ხალხი თავს ყველაზე უკეთ გრძნობს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან ცოტა ემოციურ და პირად მოთხოვნილებებს იჩენს. მათ არა ადამიანებისგან სურთ თავის არიდება, არამედ სურთ თავი აარიდონ გრძნობების იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური გამოხატვას, ემოციურ სიახლოვეს და საკუთარ თავზე საუბარს.[7]

მათ შეუძლიათ ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: ინტელექტუალური, ფიზიკური, რეკრეაციული და მსგავსი სახის ურთიერთობები თუ მათ თან არ სდევთ ემოციური ინტიმურობის მოთხოვნილება. დონალდ ვინიკოტი ამბობს, რომ შიზოიდურ პირებს ურჩევნიათ ურთიერთობების საკუთარი პირობებით წარმართვა და თუ ამას ვერ აღწევენ იზოლაციას ამჯობინებენ.[8]

არსებობს სპეკულაცია, რომ შიზოიდური პიროვნების აშლილობას კავშირი ჰქონდეს კრეატიულობასთან.[9][10][11]

საიდუმლო შიზოიდი

ბევრი ფუნდამენტურად შიზოიდური ინდივიდი წარმოაჩენს მიმზიდველ, აქტიურ პიროვნებას რაც ეწინააღმდეგება DSM-IV-სა და ICD-10-ში შიზოიდური პიროვნების განმსაზღვრელ მახასიათებლებს.[12]კლაინი, ასეთ პირებს „საიდუმლო შიზოიდებს“ უწოდებს,[12]მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ, როგორც სოციალურად აქტიურ, დაინტერესებულად და ურთიერთობაში ჩაბმულად, თუმცა მაინც ემოციურად განცალკევებულები და მათ შინაგან სამყაროში იზოლირებულები იყვნენ.

გარე სამყაროსგან იზოლაცია შიზოიდურობის განმსაზღვრელი მახასიათებელია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს კლასიკურ და „საიდუმლო“ ფორმაში.

გამომწვევი მიზეზები

არსებობს გარკვეული საფუძველი, იმის საფიქრად, რომ A კლასტერის აშლილობებს აქვთ საერთო გენეტიკური და გარემოებითი რისკის ფაქტორები, ასევე შიზოიდური აშლილობა უფრო მეტად გავრცელებულია იმ ხალხში, ვისაც ჰყავს შიზოფრენიით დაავადებული ან შიზოტიპური აშლილობის მქონე ნათესავები.[3] შიზოიდური აშლილობის თვისებების კვლევამ ტყუპებში გვაჩვენა, რომ დაბალი სოციალურობა და გულცივობა არის მემკვიდრეობითი. ამის გამო, არსებობს შიზოიდური პიროვნების აშლილობის მემკვიდრეობითობის არაპირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი.[13] შპა-სა და დაბალწონიანობას შორის კავშირი მიუთითებს ბიოლოგიურ ფაქტორებზე.[14][15]

ზოგადად, დაბადებამდე კალორიული უკმარისობა, ადრეული მშობიარობა და დაბადებისას დაბალი წონა ფსიქიკური აშლილობებისას სარისკო ფაქტორებს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე შესაძლოა ხელი შეუწყოს შპა-ს განვითარებასაც.[16][17] მათ ვინც განიცადეს ძლიერი ტვინის დაზიანება, ასევე შეიძლება განავითარონ შპა-ს მსგავსი თვისებები.[17][18]

ზოგმა მკვლევარმა, ასევე წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ არამოსიყვარულე, უზრუნველმა[19] და ძალიან პერფექციონისტმა[20] მშობლებმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიონ.

დიაგნოზი

ჯმო-ს ICD-10 შიზოიდური პიროვნების აშლილობის დიაგნოზის კრიტერიუმი, დიაგნოზისთვის საჭიროა ინდივიდი აკმაყოფილებდეს მინიმუმ ოთხ კრიტერიუმს:[21]

  1. ემოციური სიცივე, განცალკევება, აფექტურობის შემცირება;
  2. სხვების მიმართ ნეგატიური და პოზიტიური გრძნობების გამოხატვის შეზღუდული შესაძლებლობა;
  3. მარტოსული აქტივობებისთვის უპირატესობის მინიჭება;
  4. ძალიან ცოტა, ან სულაც არცერთი ახლო მეგობარი ან ურთიერთობა და მათი სურვილის არქონა;
  5. კრიტიკისა და ქების მიმართ ინდეფერენტულობა;
  6. სხვებთან სექსუალური კავშირისადმი უინტერესობა (ასაკის გათვალისწინებით);
  7. სიამოვნების მიღება ცოტა ან სულაც არცერთი აქტივობისაგან;
  8. სოციალური ნორმებისა და კონვენციებისადმი ინდეფერენტულობა;
  9. ინტროსპექციისა და ფანტაზირებისკენ მიდრეკილება.

ICD-10-ის მოთხოვნის თანახმად ნებისმიერი სპეფიციური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი პიროვნების პათოლოგიის კრიტერიუმებს.

მილონის ქვეტიპები

მილონი წარმოადგენს შიზოიდურობის ოთხ ქვეტიპს.[15][22] ნებისმიერმა შიზოიდმა შეიძლება წარმოადგინოს ოთხი მომდევნო ან არცერთი:

უსიცოცხლო — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს დეპრესიული პიროვნების თვისებები.

დაშორებული — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი და შიზოტიპური პიროვნების თვისებები.

დეპერსონიზირებული — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს შიზოტიპური პიროვნების თვისებები.

გულგრილი — შიზოიდური პიროვნება, რომელსაც თან ახლავს კომპულსური პიროვნების თვისებები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა