შვეიცარიის კავშირი

შვეიცარიის კავშირი (გერმ. Alte Eidgenossenschaft, ფრანგ. République des Suisses, ლათ. Republica Helvetiorum) — დღევანდელი შვეიცარიის წინამორბედი კონფედერაცია.

შვეიცარიის ძველი კონფედერაცია
Alte Eidgenossenschaft


13001798
შვეიცარიის ადრეული დროშა

შვეიცარიის ძველი კონფედერაცია XVIII საუკუნეში
დედაქალაქიციურიხი
მმართველობის ფორმაკონფედერაცია
ისტორია
 - რიუტლის ფიცი1307/1291
 - მარინიანოს ბრძოლა13–14 სექტემბერი 1515
 - ვესტფალიის ზავი15 მაისი/ 24 ოქტომბერი 1648

ის იყო თავისუფალი კონფედერაცია რომელიც XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა და შედგებოდა მცირე კანტონებისგან. მის გულს წარმოადგენდა დღევანდელი ცენტრალური შვეიცარიის ტერიტორია, XIV საუკუნის შუა ხანებში კონფედერაცია გაიზარდა და მოიცვა ქალაქები ციურიხი და ბერნი. მან გააერთიანა საღვთო რომის იმპერიის საიმპერატორო მიწები.

ამ რვა კანტონისგან შემდგარმა კონფედერაციამ საუკუნეზე მეტ ხანს გაძლო და მიაღწია გარკვეულ პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებებს რაც ყველაზე მეტად 1470-იან წლებში ბურგუნდიის ომებში გამოჩნდა. ამ წარმატებამ გამოიწვია კანტონების ცამეტამდე გაზრდა.

1499 წლის შვაბიური ომის შემდეგ, მან მიაღწია დე-ფაქტო დამოუკიდებლობას თუმცა 1648 წლამდე ნომინალურად მაინც რჩებოდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.

კონფედერაცია საბოლოოდ 1798 წელს შეწყვიტა არსებობა როდესაც ის საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ დაიპყრო, რის შემდეგაც ის გადაკეთდა ჰელვეციის რესპუბლიკად.

სახელი

კონფედერაციის არსებობის პერიოდში მას თანამედროვეები უწოდებდნენ Eidgenossenschaft-ს რაც შეიძლება ითარგმნოოს როგორც ფიცის კავშირი. ეს დასახელება მომდინარეობდა კანტონებს შორის არსებულ კავშირიდან. ეს ტერმინი პირველად 1370 წლის 7 ოქტომბერს ექვს კანტონს შორის დადებულ პირველ ხელშეკრულებაში გამოიყენეს. XVI საუკუნედან ტერიტორიას ზოგადად ეწოდებოდა Schwytzerland. ამ პერიოდიდან შვეიარი განიხილებოდა როგორც ცალკე სახელმწიფო და მოიხსენიებოდა შვეიცარიის რესპუბლიკად (Republic der Schweitzer, République des Suisses, Republica Helvetiorum).

ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ, როდესაც შვეიცარიის ტერიტორიაზე შეიქმნა ჰელვეციის რესპუბლიკა და შემდეგ ისევ აღდგა კონფედერაცია, შვეიცარიის კავშირს ასევე მოიხსენიებდნენ როგორც შვეიცარიის ძველ კონფედერაცია.

ტერიტორიები

კანტონები

შვეიცარიის კავშირის 13 კანტონი
კონფედერაციის სტრუქტურა XVIII საუკუნეში

კონფედერაცია რამდენიმე ეტაპად განვითარდა: თავიდან იყო რვა კანტონი (Acht Orte), შემდგომ 1481 წელს გაიზარდა 10-მდე, 1501 წელს 12-მდე და ბოლოს ცამეტამდე (Dreizehn Orte).[1]

ასოცირებული წევრები

შვეიცარიის კავშირის ასოცირებული წევრები Zugewante Orte

შვეიცარიის კავშირს ასევე ჰყავდა ასოცირებული წევრები (Zugewandte Orte), რომლებიც წარმოადგენდნენ მის ახლო მოკავშირეებს.

უახლოესი მოკავშირეები

ამ ტიპის მოკავშირეებს ეწოდებოდა: გერმ. Engere Zugewandte:

მარადიული მოკავშირეები

ორ ფედერაცია ჰქონდა ეს წოდება გერმ. Ewige Mitverbündete:

პროტესტანტი მოკავშირეები

ასეთი იყო ორი გერმ. Evangelische Zugewandte:

დანარჩენი წევრები

  • ნევშატელის კანტონი, 1406 წლიდან.
  • საიმპერატორო ველი ურსერენი — 1317 წლიდან კავშირში ურთან; 1410 წელს მისი ანექსია მოახდინა ურმა.
  • ვეგისი — 1332–1380 წლებში დადო ხელშეკრულებები სხვა და სხვა წევრებთან; 1480 წელს ანექსია მოახდინა ლუკერნემ.
  • მურტენი, 1475 წლიდან.
  • პეიერნე — 1353 წლიდან ბერნთან ხელშეკრულებით; 1536 წელს ბერნმა მოახდინა მისი ანექსია.
  • ბელინცონა, 1407 წლიდან.
  • სარგანსის საგრაფი, 1483 წლიდან.
  • საქს-ფორსტეგის საბარონო, 1458 წლიდან ციურიხთან ხელშეკრულებით, 1615 წელს მისი ანექსია მოახდინა ციურიხმა.
  • შტეინი-რეინზე, 1459 წლიდან ცურიხთან ხელშეკრულებით; 1484 წელს მისი ანექსია მოახდინა ცურიხმა.
  • გრიუერის საგრაფო, 1548 წლიდან.
  • ვერდენბერგის საგრაფო, 1493 წლიდან ლუკერნთან ხელშეკრულებით; 1517 წელს მისი ანექსია მოახდინა გლარუსმა.
  • თავისუფალი ქალაქი როტვაილი, 1463 წლიდან.
  • ბაზელის საეპისკოპო — 1579 წლიდან.

კონდომინიუმები

კონდომინიუმები (გერმ. Gemeine Herrschaften) ეწოდებოდა ტერიტორიებს რომელიც ერთდროულად რამდენიმე კანტონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში შედიოდა. მათ განაგებდნენ მაგისტრები (Vögte) რომლებიც ორი წლით ირჩეოდნენ სხვა და სხვა პასუხისმგებელი კანტონებიდან.

გერმანული იურისდიქციები

გერმანული იურისდიქციის წევრებს (გერმ. Deutsche Gemeine Vogteien, Gemeine Herrschaften) ძირითადად განაგებდა ბერნი:

  • ფრეი-ემტერი — 1415 წლიდან:
  • ბადენის საგრაფო — დაპყრობილია 1415 წლიდან.
  • სარგანსის საგრაფო — 1460/83 -დან
  • თურგაუს კანტონი — 1460 -დან
  • რეინტალის ვოგტი — 1490-დან

იტალიური იურისდიქციები

რამდენიმე სამხრეთის მთიანი ოლქი (Vogteien) წარმოადგენტა იტალიურ კანტონებს (გერმ. Ennetbergische Vogteien, იტალ. Baliaggi Ultramontani).

1440 წელს ურის კანტონმა მილანის ჰერცოგ ვისკონტებისგან დაიპყრო ლევენტინას ოლქი. ზოგიერთი ამ ტერიტორიის ნაწილი მანამდე 1403-1422 წლებში იყო ანექსირებული. საბოლოოდ ტერიტორიის მიერთება მოხდა 1500 წელს.

სამი იურისდიქციული ტერიტორია დღს შედის ტიჩინოს კანტონში.

  • ბლენიოს ოლქი — 1495-დან
  • რივერას ვოგტი — 1495-დან
  • ბელინცონა — 1500-დან.

ლიტერატურა

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა