შეკლტონის პირველი ექსპედიცია

ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია 1907-1909 წწ. (ინგლ. The British Antarctic Expedition 1907–09), ასევე ცნობილია, როგორც „ნიმროდის“ ექსპედიცია (ინგლ. Nimrod Expedition) — ერნესტ შეკლტონის სამი დამოუკიდებელი ექსპედიციიდან პირველი. ექსპედიციის მიზანი იყო გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსის მიღწევა, თუმცა შეკლტონი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო არასწორად გათვლილი ტაქტიკისა და საპოლუსო გუნდის წევრების გამოფიტვის გამო. მას პოლუსამდე სულ რაღაც 180 კმ დააკლდა. ექსპედიცია მიმდინარეობდა შეკლტონის ყოფილი უფროსის — რობერტ სკოტის პოლიტიკური ზეწოლის პირობებში. თუმცა სწორედ სკოტმა 1912 წლის 17 იანვარს ინგლისელებიდან პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, ექსპედიციამ „ნიმროდზე“ ანტარქტიკული მატერიკის შესახებ ვრცელი სამეცნიერო ინფორმაცია მოიპოვა. შეკლტონმა და მისმა თანამგზავრებმა პირველებმა გადალახეს ტრანსანტარქტიკული მთები და მიაღწიეს სამხრეთპოლარული პლატოს ცენტრს. მათ აღმოაჩინეს ბირდმორის მყინვარი. ექსპედიციის ჩრდილოეთ პარტიამ პირველმა მიაღწია სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს. განხორციელდა პირველი ასვლა ვულკან ერებუსზე. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მომავალში ცნობილი ბრიტანელი და ავსტრალიელი პოლარეთის მკვლევრები, მათ შორის დაგლას მოუსონი და რეიმონდ პრისტლი.

ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია

საექსპედიციო ხომალდი — ბარკენტინა „ნიმროდი“
ქვეყანადიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
დაწყების თარიღი11 აგვისტო 1907
დასასრულის თარიღი23 მარტი 1909
ხელმძღვანელიერნესტ შეკლტონი
შემადგენლობა

დაზამტრების პარტიის 15 ადამიანი, ხომალდის გუნდის 46 ადამიანი

მარშრუტი

მიღწევები
  • მიღწეულ იქნა განედი 88°23′ ს. გ, 180,6 კმ სამხრეთი პოლუსიდან
  • მიღწეულ იქნა სამხრეთ მაგნიტური პოლუსი
  • განხორციელდა პირველი ასვლა ვულკან ერებუსის მწვერვალზე
აღმოჩენები
დანაკარგები

უმცროსმა ოფიცერმა ენეას მაკინტოშმა დაიზიანა თვალი და იძულებული გახდა ევაკუირებულიყო

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა