შახტის დრამატული თეატრი

შახტის დრამატული თეატრი (რუს. Шахтинский драматический театр) — რუსული თეატრი როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში. ფუნქციონირებს 1929 წლიდან. ასევე ცნობილია ძველი სახელწოდებით ქალაქ შახტის დრამატული თეატრი „პლასტი“ (1992-2006 წწ.).

თეატრის მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი შახტი, შევჩენკოს ქუჩა № 143.

ისტორია

პირველი დრამატული კოლექტივის შექმნა ქალაქში თარიღდება 1923 წლით. მსახიობთა პირველი ჯგუფი ჩამოყალიბდა ადგილობრივი მეშახტეებისა და მოსამსახურეების მეშვეობით. დროთა განმავლობაში აღნიშნული ჯგუფი პროფესიონალურ დონეზე ავიდა, თუმცა საკუთარი შენობა დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონიათ. 1929 წელს საბჭოთა ქუჩის თავისუფალ შენობაში გაიხსნა შახტის მუშათა თეატრი. აქედან გამომდინარე აღნიშნული თარიღი ითვლება თეატრის დაარსების ოფიციალურ წლად. პირველი სპექტაკლი, რომელიც ახალ შენობაში დაიდგა იყო ალექსანდრე სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწილი“.

დიდი სამამულო ომის პერიოდში თეატრის ბევრი მსახიობი ფრონტზე გაემგზავრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ფაშისტების ოკუპაციის წინ გაიყვანეს ქალაქიდან. შახტის თეატრი ასრულებდა სპექტაკლებს წითელი არმიის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე ჰოსპიტალებში, მეშახტეთა კლუბების სცენაზე.

ომისშემდგომ წლებში შახტის მუშათა თეატრმა გააგრძელა აქტიური მოღვაწეობა, ხოლო 1952 წელს გადავიდა ახალ შენობაში შევჩენკოს ქუჩაზე. 1965 წელს თეატრს ეწოდა ნიკოლაი პოგოდინის სახელი, რომლის ნაწარმოებებიც ფიგურირებდა თეატრის რეპერტუარში 1960-1970-იან წლებში. 1966-1984 წლებში თეატრის სამხტვრო ხელმძღვანელი იყო ვ. მალაშენკო, შემდეგი ორი წლით იგი შეცვალა ო. სოლოვიევმა, ხოლო 1986-2000 წლებში თეატრის უცვლელი ხელმძღვანელი იყო მ. ბოიარჩუკი.

1989-1994 წლებში თეატრის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ამის გამო თეატრს არ შეუწყვეტია მოქმედება და აქტიურად მართავდა სპექატაკლებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. რემონტის შემდეგ თეატრს ეწოდა „პლასტი“. აქ იმართებოდა საოლქო ფესტივალი „დონის გაზაფხული“.

2000 წელს თეატრის დირექტორი გახდა ი. ვეზარკო. 2006 წლიდან დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და ეწოდა შახტის დრამატული თეატრი. თავისი არსებობის განმავლობაში შახტის დრამატული თეატრი არაერთხელ დაუჯილდოებიათ სხვადასხვა თეატრებისა და ფესტივალების დიპლომებითა და სამახსოვრო სიგელებით[1][2][3][4][5].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა