შაქი-ზაქათალის რეგიონი
შაქი-ზაქათალის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Şəki-Zaqatala iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის რაიონები: ბელაქანის, კახის, ქაბალის, ოღუზის, ზაქათალის და შაქის; ასევე ქალაქი შაქი და ზაქათალა.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98.png/250px-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98.png)
ფართობი — 8840 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 10,3 % შეადგენს. რეგიონში არსებობს წყლის მნიშვნელოვანი რეზერვები. ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. რეგიონის ტერიტორიების სიმაღლის დიდი განსხვავება, მიზეზია მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობების, რეგიონს ახასიათებს ზომიერი კლიმატი. მოსახლეობა — 599,9 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1]
ეკონომიკა
რესპუბლიკის პირიტის საბადო მარაგის უმრავლესობა, რაც 90% შეადგენს, ასევე თუთიის 99 %, კონცენტრირებულია ამ რეგიონში. კავკასიის რეგიონში არსებული ორი პოლიმეტალის (მადნეულის) საბადოდან ერთი (ფილიზჩაის) მდებარეობს ამ რეგიონში. რეგიონის ტერიტორიის 27 % დაფარულია ტყეებით.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: თამბაქოს მოყვანა, მეჩაიეობა, მეხილეობა, მარცვლეულის მოყვანა, მევენახეობა, მეცხვარეობა.
ტრანსპორტი
რეგიონში განვითარებულია სატრანსპორტო ქსელი. სარკინიგზო ხაზი ევლახი-ბელაქანი ექსპლუატაციაში შევიდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, რომელმაც გააფართოვა კავშირი სხვა რეგიონებთან. ხორციელდება ავიარეისები ბაქო-ზაქათალა.