შალვა ფავლენიშვილი

შალვა (შალიკო) ლუარსაბის ძე ფავლენიშვილი (დ. 2 აგვისტო, 1896 — გ. 20 ნოემბერი, 1922, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, აღმოსავლეთ საქართველოში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის აქტიური მონაწილე.

დაიბადა თავად ლუარსაბ ფავლენიშვილისა და სოფიო ჯაჯანაშვილის ოჯახში.[1] 1915 წელს დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (პეტერბურგი), რის შემდეგაც ჩაირიცხა ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის საარტილერიო ნაწილში. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში როტმისტრის წოდებით. გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული პროვინციებში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების ორგანიზებაში. ითვლებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანაშემწედ. 1922 წელს მისი რაზმი მოქმედებდა სიღნაღისა და თელავის მაზრების, შემდეგ დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე. იმავე წლის 20 ნოემბერს ბოლშევიკურმა ჩეკამ მიაგნო ფავლენიშვილის ადგილსამყოფელს თბილისში, გუდაუთის შესახვევში მდებარე სახლში. მის დასაპატიმრებლად მისულ აგენტებს ფავლენიშვილმა დანებებაზე უარი განუცხადა და ის სროლის დროს მოკლეს. უპოვეს ჩოლოყაშვილის წერილები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ „ბანდიტიზმის“ სამხილების სახით ოფიციალურ პრესაში გამოაქვეყნა.[2]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა